ზურიუსებიც სვამენ

Made by დედა

რაღაცნაირად ვარ. არ მსურს, ამ ყველაფერს წუწუნის სახე მივცე, მაგრამ რაც ქუთაისში ვიმყოფები, კიბერ სივრცე ვერდით მიმრჩა.  ალბათ, ემოციური პახმელია მჭირს: ძალიან მაგარი ახალი წლის შემდეგ ძალიან მაგარი ბედობა მქონდა: დიტომ, დათომ, ანიმ, ირინკამ, თეომ, მთვარემ და აბაშამ (ვინც გამომრჩა, კომენტარებში შემახსენოს) ჩემს სახლში სრულლიად მოულოდნელად ერთად მოიყარეს თავი!

ორი დღის განმავლობაში ძალიან მაგრად გავერთე. თავი საშობაო არდადაგებზე მეგობრების გარემოცვაში მყოფი  ჰარი პოტერი მეგონა (მე-4 ნაწილის კითხვას მოვრჩები მალე). თან ყველაფერი სპონტანურად მოხდა. ჯერ დიტომ დამირეკა, ღამე გამათევინეო. ბათუმიდან მოდიოდნენ ეგ და დათო. 1-ში ჩემთან დარჩნენ და ღამის 3 საათამდე “მჯერა-არ მჯერას” თამაშში სიცილით სული გვძვრებოდა. 2 იანვარს კი დანარჩენები გამოჩნდენ ქუთაისში. შევხვდით, ბევრი ვისეირნეთ, ღირსშესანიშნაობები დავათვალიერებინე. აღფრთოვანებულები დარჩნენ. ქუთაისის სახელით მესიამოვნა. მერე ყველანი ჩემს სახლში წამოვედით და მშვენიერი ნახევარი საათი გავატარეთ. მხოლოდ შამპანური ვსვით. არ მინდოდა, ვინმე დამთვრალიყო და მეც სხვა ალკოჰოლი არ მიყვარს. შემდეგ დიტო და დათო თბილისისკენ დაიძრნენ, დანარჩენები კი – თეოს სახლისკენ.

მივაქროლებ ოცნებებში სურვილიდან სურვილამდე ახალ ნაძვის ხეს (c) კორონა

დავრჩი სიხარულისგან გაბრუებული და, რომ მკითხოთ, რას აკეთებო, ვერაფერს გიპასუხებთ. თითქმის მთელი დღეები სახლში სულ მარტო ვარ. კომპიუტერისკენ მხოლოდ ფილმის საყურებლად გავიხედავ. ვისაც “შავი გედი” არ გინახავთ, უკეთეს ფილმს ვერ გირჩევთ. ძალიან მაგარია.

ზურიუსებიც სვამენ

შამპანურის სმისგან სასიმღერო ხმა სულ წამერთვა. სული მიმდის, ისე მიყვარს მისი ფაფუკი ქაფი უზმოზზე, ნამცხვართან ერთად. თუმცა, თუ არ შევეშვი,  კარგა ხანს ვერ ვიმღერებ. არადა მაცივარში სამი გახსნილი ბოთლი კიდევ ტოკავს :(

მოხუცივით დავდივარ ოთახიდან ოთახში წიგნით ხელში. ნაძვის ხეს ავანთებ და სავარძელი მოკალათებული ვკითხულობ. მერე მეძინება. ხან დედაჩემის, ხან ირაკლის, ხანაც მამაჩემის გამოჩენილი სილუეტი თუ გამაღვიძებს. გავზარმაცდი. არაფერზე მეწერება. იმიტომ, რომ არაფერი ისეთი არ მაწუხებს. სახატავიც არ წამომიღია და მელნიანი კალმით ვცოდვილობ რაღაცას. სტვენასაც გადავეჩვიე (ბოლო 2 კვირაში სამი მეზობელი გარდაიცვალა და ფრთები ვერ გავშალე).

ჯერ არ ვიცი, რას ვაპირებ. ძველით ახალ წლამდე, ალბათ, აქეთ ვიქნები და ვეცდები, რამე სასარგებლო გავუკეთო თავს. ვიმედოვნებ, კიბერ სივრცეში მომხდარ “სასწაულ” ამბებს ნორმალურუი სიხშირით შევიტყობ. დიდი იმედი მაქვს, როცა ჩამოვალ, ისეთივე ენერგიული და დაუზარებელი ვიქნები :ტფუი: :ტფუი:

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

6 thoughts on “ზურიუსებიც სვამენ

  1. სიყვარულოვნა

    მეგონა საერთოდ ალკოჰოლურ სასმელს არ ეკარებოდი ^^
    ყოველთვის მინდოდა ერთი ხალი წელი ჰარისთან, რონთან, ჰერმიონთან და “მათნაირებთან” გამეტარებინა.
    მაგრამ მეგობრებთან ერთად გატარებული ახალი წელიც მაგარია <3

    რაც შეეხება უსაქმურობას… ჩამოხვალ და მერე წუწუნს დაიწყებ დავიღალე და ჯიპა იმას მიშვება ჯიპა ამას მიშვებაო ^_^

  2. შორენა

    მე კიდე 5+5 დაგიწერდი, მიხვდები რატომაც. ამ ბოლო დროს რაღაც ახალი ტენდენცია შევნიშნე, ის ბლოგერები რომლებმაც ჩემი რეკომენდაციით გააკეთეს ბლოგი, რაღაცას რომ ვთხოვ დელიკატურად მაიგნორებენ. რა ხდება არ ვიცი:)) არადა თავიდან თინი მართლა გადამყვა, რომ ბლოგი გამეკეთებინა და ესენი რამ გააგიჟა ვერ ვხვდები და მოკლედ, ამ კარგ დღეებს რომ მორჩები, ჩემს ბლოგსაც დაეხმარე რა.ბედნიერ ახალ წელს გისურვებ.

    1. zurriuss Post author

      გრეჩიხას შევჭამ და საშველად გამოვვარდები :d
      მეც გილოცავ :)

  3. kate alukard

    ამ შურ ვიდ იუ ზუ :დ
    მშვენიერია ^^ როგორ მინდა ეგრე დავბოდიალობდე სახლში წიგნით ხელში ^^ აუჰ ძალიან მომენატრე რა და მალე ჩამო :((( შავი გედი გადმოწერილი მაქვს და მელოდება ^^

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »