Zurriuss 1წლისაა!

Ave Zurriuss!

ასე და ამგვარად, დღეს ჩემს ბლოგს დაბადების დღე აქვს. ყოველთვის მინდოდა, ისეთ დროს მქონოდა დაბადების დღე, როცა არავინ დასასვენებლად არ იქნებოდა და ყველას ეცლებოდა ჩემთან მოსასვლელად. რეალურ ცხოვრებაში თუ არა (20 ივლისს ვარ დაბადებული), ბლოგოსფეროში მაინც ამიხდა.

ძალიან ბევრია სათქმელი, ძალიან ბევრია დასაწერი… და ძალიან ცოტა დროა. როგორ მინდა, მალე მოვილიო რამდენიმე სტატია და საქმე და ვპოსტო და ვპოსტო!… თვითკრიტიკა მკარნახობს, რომ ბოლო დროს ჩემი პოსტების ხარისხი დადაბლდა – ესეც გამოსასწორებელი მაქვს.

სკანდალური პოსტების წერა ჩემი საქმე არ არის. პრინციპში, არც დამიწერია. უბრალოდ, როცა რაღაცას აკრიტკებ, სკანდალურად აღიქვამენ :)

როგორც ვფიქრობ, ბლოგის შინაარსი არანაირად არ შეიცვლება: იქნება ბევრი ფოტო, პატარა და მოზრდილი პოსტები. აუდიო და ვიზუალური ეფექტებიც ასევე ხშირად გამოჩნდება. ვეცდები, თემატიკაც არ შევიცვალო.

ერთი შეხედვით, ჩემი ბლოგი არათემატურია. მაგრამ მგონი, ჩემი ხშირი პოსტვით ბუნებაზე, ოპერაზე და უცნობ ადგილებზე, რაღაც გარკვეულ თემატიკას ქმნის ;)

მეტს აღარ გავაგრძელებ (ჯიპა–ში მაგვიანდება) და წარმოგიდგენთ ჩემს პირველ პოსტს, რომელიც შარშან, ზუსტად ამ დღეს – 4 თებერვალს დავწერე და თურმე 26 აპრილს ჩამისწორებია :) გადაავლეთ თვალი და შთაბეჭდილებები მითხარით. მითხარით ყველაფერი, რისი თქმაც აქამდე გეზარებოდათ. თუ უკვე ნათქვამი გაქვთ, გამიმეორეთ, რომ დავიმახსოვრო!

მოკლედ, დაბადების დღე ჩემთვის ჩვეულებრივი დღეა და ძალიან ლოიალური იუბილარი ვარ :) :) :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

22 thoughts on “Zurriuss 1წლისაა!

  1. naavganetari

    თვითკრიტიკა მკარნახობს, რომ ბოლო დროს ჩემი პოსტების ხარისხი დადაბლდა – ესეც გამოსასწორებელი მაქვს.
    sheni loialurobit visargebleb da getyvi, rom adre upro agprtovanebuli viyavi xolme sheni postebita da Hagmaprenebit;)

  2. ERM0NIA

    მეც მოგილოცავ 5 წლის აწ უკვე უხუცესი ბლოგერი! :D
    კარგი ბლოგი ისედაც გაქვს და გისურვებ ნებისმიერი აზრი ისე გამოგეთქვას, თვითონაც სასიამოვნოდ გაგკვირვებოდეს. :)))

  3. იგი

    გილოცავ და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს გისურვებ.
    აბა შენ იცი მალე zurriuss.ge მომელოცოს

  4. Natalia

    გილოცავ ზურიუს ბლოგის იუბილეს : )) წარმატებულ და ხანგრძლივ მოღვაწეობას გისურვებ : )

    პ.ს ზურიუს.ჯი სად არის? :სპაი:

    1. zurriuss

      ლანდიშა უნდა გამყვეს, ნატ. ახლა სიცხე აქვს და იმედია ორშაბათამდე გაუვლის ;)

    1. zurriuss

      ჰაჰააა :))))
      მადლობა სოფ!
      ახლა მითხარი, კომენტარში სურათს და ვიდეოს როგორ დებ ისე, რომ ჩანდეს? :)

  5. ani

    ჰეჰე გამეცინა შენი პირველი პოსტი როგორ იწყება, ძალიამ მინდა ვწერო დღიურიო :))))) :* გილოცავ

    1. zurriuss

      ვააახ, შენგან ამის მოსმენა მართლა მაწითლებს. გაიხარე, დიიიდი მადლობა :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.