Zurriuss 3 წლისაა!

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უფრო მეტი გავიდა, მაგრამ არც 3 წელია ცოტა. დღეს Zurriuss სამი წლის გახდა და ყველაზე უფერული დაბ. დღე ექნება, როგორც მის ავტორს აქვს ხოლმე.

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2011/01/AllMovies.GE-One-Flew-Over-The-Cuckoos-Nest7.mp3|titles=AllMovies.GE One Flew Over The Cuckoo`s Nest7]

განვლილ 1 წელზე ძალიან მოკლედ ვიტყვი:

  • საკმაოდ აქტიურ ბლოგინგს ვეწეოდი, სანამ ჯარში აღმოვჩნდებოდი. მქონდა მაღალი აქტიურობა, ბევრი გამოხმაურება და, რაც მთავარია, ბევრი პოსტის იდეა.
  • დღესდღეობით აქტიურ ბლოგერად ვითვლები, მაგრამ, ზემოხსენებული მიზეზის გამო, ხშირად ვერ ვახერხებ ვერც წერას და ვერც სხვადასხვა ბლოგერული ღონისძიებების დასწრებას. ხან დრო არ მაქვს, ხან ძალა.
  • დასასრულისკენ მივექანები? არა, 8 თვეზე ნაკლები დამრჩა და სამხედრო სამსახურსაც მოვრჩები. მანამდე კი ვეცდები, ჩემს ბლოგს სიცოცხლე შევუნარჩუნო.

მენატრება:

  • საინტერესო თემების დაჭერა-გაანალიზება დაპოსტვა
  • დისკუსიები ჩემს პოსტებზე
  • ბლოგების კითხვა და მათთან დისკუსიებში ჩართვა
  • ბლოგ სხოდკები :)
  • სხვადასხვა აქციები ბლოგერებისთვის, რომლებშიც აქტიურად ვმონაწილეობდი
  • ბლოგერული ცხოვრება, რომელსაც მალე დავიბრუნებ

ესეც ჩემი სულ სულ პირველი პოსტი, რომელიც 2009 წლის ამ დღეს გამოვაქვეყნე. ბლოგები ჯერ კიდევ 2008-ში მქონდა, მაგრამ ჩემი ბლოგერობის დასაწყისად სწორედ ამას მივიჩნევ. ამიტომ დღეს Zurriuss 3 წლის გახდა :)

პ.ს. როცა აქტიურ ბლოგერულ ცხოვრებას დავუბრუნდები, საკმაოდ ბევრი ნახატი მექნება დაგროვილი, რაც გამოტოვებული ივენთების კომპენსაციად გამომადგება :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

5 thoughts on “Zurriuss 3 წლისაა!

  1. თორნიკე

    გილოცავ!მე მენატრება ის დღე,როცა შენი სხვა ბლოგი ვიპოვე და არ მჯეროდა,რომ ჩემი ხელოვნების მასწავლებლის მიერ მოცემული წიგნის ავტორი აღმოვაჩინე.საოცარი განცდა იყო.მერე რა თუ ლიტერატურული და რეალურ/ვირტუალური სამყარო ხშირად პარალელური გზებით მოძრაობენ?ასეთი აღმოჩენები არც არასდროს გავიწყდება ადამიანს.

  2. სიყვარულოვნა

    გილოცავ ზურ :****
    დიდი ბიჭი ყოფილიყოს, თუ გაზრდილიყოს :დდ

    სულ რაღაც 1 წელია სხვაობა ზურიუს.გეზე და სიყვარულოვნას შორის… ჰმ, მე უფრო ბევრი მეგონა რატომღაც : )) ანივეი, ბევრ კარგ მკითხველს და გადამკიტხველს გისურვებ <3

  3. მარი

    ჯარზე ტყუილად წუწუნებ, ისედაც ბევრ “მოცლილ” ბლოგერზე უფრო ხშირად წერ.
    მომილოცავს ბლოგის იუბილე :d

  4. AMADEUS

    გილოცავ, ზურიუს!

    დიდი ხანია შენს ბლოგს ვკითხულობ, მაგრამ კომენტარებით ვაქტიურობ მეთქი-ვერ გეტყვი.

    გისურვებ (პრინციპში შენი ბლოგის მკითხველებსაც ვუსურვებ) ბევრ ახალ, საინტერესო პოსტსა და რა თქმა უნდა, ფრთიან იდეებს. :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »