ჩემი YouTube-ური ისტორია

მეორე კურსზე ვიყავი, 2006 წლის ოქტომბერი იდგა. მეტიც, ბებიაჩემი ახალი დაბრუნებული იყო საავადმყოფოდან, სადაც მოტეხილ ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს (ტიპური თეძოს მოტეხილობა). პირველ საკუთარ კომპიუტერს მაშინ ვეღირსე. პირველად, რა თქმა უნდა, ეგრევე კალასები გადავქექე და ალბომების შეგროვება დავიწყე. სწორედ მას უნდა ვუმადლოდე, რომ ერთხელაც “ერთ-ერთ საიტზე” კალასის უამრავი ვიდეო აღმოვაჩინე. იმ ღამეს პირველად ვიჯექი კომპთან დილის 5 საათამდე. ასე გავიცანი YouTube…

ჰოდა მალევე დავრეგისტრირდი და ჩავერთე კალასის დამცველთა ბანაკში. მაშინ დავიწყე სლაიდშოუების კეთება და მათზე თავის გადაკვლა. მერე YouTube-ზე ვტვირთავდი და დღეში 4-5 კომენტარსაც ვიღებდი. ასე და ამგვარად ჩემი ვიდეოები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო კლასიკური მუსიკის სფეროში.

მაშინ ბულკი ვიყავი და ვერ წარმომედგინა, რამხელა ბედნიერებაა, როდესაც საძიებო სისტემაში Callas-ს ჩაწერ და პირველად შენი ვიდეო ამოხტება 32 000-იანი ნახვის სიხშირით. 2007-ში პავაროტი რომ გარდაიცვალა, მისი ყველა სლაიდშოუს რეიტინგი გაორმაგდა. კომენტარებს ვერ ავუდიოდი და სიხარულით – სიხარულის გამოხატვაც არ შემეძლო.

2008 წელი…

ომი დამთავრდა – მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხოოო…

ზუსტად ასე მოხდა: როცა ინტერნეტის ჩართვას საშველი დაადგა, აღმოვაჩინე, რომ ჩემი ანგარიში გაუქმებულია. ბევრჯერ მივწერე, ბევრს ვეხვეწე, ამიხსენით-მეთქი რატომ გამთიშეთ და ვინ მოგაქცია ყურადღება.

უარესი მაშინ დაიწყო, როცა, YouTube-ზე ჩემსავე ვიდეოებს გადავაწყდი – სხვების მიერ ატვირთულს და თავისიანად გასაღებულს!!!

იმის მერე დიდხანს არ ვრეგისტრირდებოდი, რადგან საშინელ აგრესიას ვგრძნობდი ამ საიტის მიმართ. მეზიზღებოდა ყველა, ვიც ჩემი ვიდეოები მოიპარა და ახლა თავისიანად ასაღებს! Hey, I will hate you for a long time!!!

მერე, როცა მივხვდი, რომ საქმეს არ ეშველებოდა და არც უ-YouTube-ობა გამოვიდოდა, ისევ დავრეგისტრირდი :(

ჰოდა, აჰა ჩემი რამდენიმე ვიდეო, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელთა დამზადებასაც დღეებს ვანდომებდი. ვინ იცის, ეგებ ისევ მომიბრუნდეს გული სლაიდშოუებისკენ.

P.S. რჩევებს ველი თქვენგან ;)

ეს იყო ყველაზე რეიტინგული ვიდეო :(

ამაზე კი არც ერთი უარყოფითი კომენტარი არ მოსულა :(

ბოჩელის ვერ გამოვტოვებ

ეს ირეალური სიყვარულია ჩემი თვალით

ესეც მოთხრობა სიყვარულზე

ესეც შემოდგომა

დაბოლოს, პოკაჰონტასის სიმღერა

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

6 thoughts on “ჩემი YouTube-ური ისტორია

  1. Qilipa

    აბა რა უნდა გირჩიო? :| სამწუხაროდ უსამართლობის მსხვერპლი გამხდარხარ და ვერაფერს ვერ შეცვლი. ძალა აღმართს ხნავს, ხნავს, ხნავს… შენ კი არა გაქვს ის ძალა რომელიც აღადგენს სამართლიანობას იუთუბზე… ასე რომ უნდა დაივიწყო და შეეგუო! ნუ რა რჩევა ესაა, მარა არ ვამბობ რო რჩევაა! მოკლედ, დაიკიდე რა ;)

  2. თორნიკე ჩაჩანიძე

    ეე დზმაო ეგრე ყველაპერი ტუ დაიკიდე და გაატარე ჯერ ფეხზე დაგაჯდებიან და მერე თავზე აგახოხდებიან. ყველაპრის გაკეტებას ბოლომდე უნდა ეცადო არ უნდა დანებდე და გააკეთო ის რაგორც შენ ჩატვლი
    პს:მაგარი კაცი ხარ ;)

  3. სიყვარულოვნა

    ტეხავს როდესაც შენს ნაშრომს სხვა “იბრალებს”
    მე ალბათ აღარც დავრეგისტრირდებოდი. ან კომენტარებში “ვივაშკაცებდი”
    შენ შენსას მიაწექი და ვიღაცეების გამო ნუ დაკარგავ სლაიდების კეთების ხალისს…
    თუმცა მაინც არ მესმის რატომ უნდა აკეთო ამდენი სლაიდი = ))

  4. ლილიანი

    ვახ რაგიშრომია !!
    საღოლ საღოლ მაშასადამე ძალიან დამსახურებულად გძულდა და ბრაზობ!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.