YouTube-ის რევოლუცია

vvvvvv

მომღერლობა მხოლოდ კარგად მღერას რომ აღარ ნიშნავს, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც მსოფლიომ იცის. ჩვენ კი ამაში საბოლოოდ ერთი წლის წინ დავრწმუნდით, როცა ქართველმა მაყურებელმა, ყველა ტრადიციის დარღვევით, აქამდე “მიუღებელი” ჟანრის მუსიკას დაუჭირა მხარი. ასე გახდა ლუკა ზაქარიაძე “საქართველოს ვარსკვლავი”. წელსაც ანალოგიური დაფიქსირდა და მაყურებლის უმრავლესობამ “უსირცხვილო” ნინა სუბლატი აირჩია. იცვლება თუ არა ჩვენი მენტალიტეტი და ვკარგავთ თუ არა ქართველობას არაქართული ჟანრის პოპულარიზაციით?

“შოუს” პირველი მცდელობა ჩვენთან ლელა წურწუმიას “მოტიტვლებული” მღერით შედგა 2000 წელს. თუმცა ვერ განვითარდა. მეტიც, პოსტსაბჭოური ქართული ესტრადის ნარჩენები, თავის “ქუჩის ბიჭებიან”, კახუჩელიანად, გაქრა. ამაში პოლიტიკაც ურევია: “ვარდების რევოლუციით” მოსულმა ხელისუფლებამ მომღერლები “თავისიანებად” და “მარგინალებად” გაყო. “თავისიანებს” იგი არ ღალატობდა და ყველა სამთავრობო ღონისძიებასა თუ კლიპში იყენებდა. “მარგინალი” მომღერლები ყურადღების, მსმენელისა და, რაც მთავარია, ფინანსების გარეშე დარჩნენ. სულ მალე ყველა მეტნაკლებად ცნობილი მუსიკოსი არჩევანის წინაშე დადგა: ან მღერი ნაციონალებისთვის, ან არ არსებობ. ერთმა მხარემ, რასაკვირველია, პარტია არჩია (თავის დროზე ეს ნაბიჯი “გიხაროდენ”-ის დასმა გადადგა), მეორე გაიბუტა და, “აპოლიტიკურობის” დასამტკიცებლად, ოპოზიციაში გადავიდა (რომელთაც თავი “იუმორინამ” მოუყარა).

თუმცა იყვნენ მესამე კატეგორიის მომღერლებიც, რომელთაც ყველაზე რთული გზის გავლა მოუწიათ. ამის მაგალითია ნინო ქათამაზე და ჯგუფი “ინსაითი”. თავიდან მათ აკრიტიკებდნენ, დასცინოდნენ და ქართული “ხელუხლებელი” სიმღერების შეურაცხყოფას აბრალებდნენ. დღეს არც ერთი საღად მოაზროვნე მსმენელი არ იტყვის, რომ ქათამაძის მუსიკა დასაწუნია. ეს მუსიკოსები  ერთ-ერთი იმ უმცირესობათაგანია (“შინის” გათვალისწინებით), რომელთაც ქართული მოტივები უცხო მსმენელისათვის მისაღები ფორმით შეფუთეს და დღეს ყველაზე თვითმყოფად და წარმატებულ შემსრულებლებად ითვლებიან. ხოლო, როცა ტაში საზღვარგარეთ დაუკრეს, მერე, რა თქმა უნდა, ჩვენც დავაფასეთ.

ამ დროს საქართველოში ნაციონალების ზეობის პიკია. კონცერტები და “ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი” კლიპები ერთმანეთს ცვლის. რამდენჯერმე გადაიხედა ხელისუფლების ფავორიტ მუსიკოსთა სია და ქვეყანაში მთავრობისგან დამოუკიდებელი კონცერტი პრაქტიკულად აღარ იმართება.

“ჯეოსტარი”, რომელსაც ქართული (სამთავრობო) შოუბიზნესი ახალი ხმებით უნდა შეევსო, კარგი საშუალება გამოდგა ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოსაჩენად და მათს დასაბოლებლადაც. იმიტომ, რომ მათი სამომღერლო კარიერა სახელისუფლო უფასო ღონისძიებებს ვერ გაცდებოდა. ხოლო ხალხი, რომელიც საყვარელი მომღერლის მოსასმენად ფულს არ გადაიხდის, შოუბიზნესს ვერ შექმნის. შედეგად “ჯეოსტარის” მომღერლებიდან მაქსიმუმ 10 თუ ახსოვს ვინმეს. ამ პროექტს მოგვიანებით დავუბრუნდებით.

2000-იანების მუსიკალურმა ტალღამ კიდევ ერთი “ახალი” მოტივი მოგვიტანა – “ქალაქურები”. ამ ჩვენს გაჭირვებულ ქვეყანაში ქართველ კაცს ყოველთვის ჰქონდა ორი რამ: სუფრა და სასიმღერო განწყობა. ხინკლის, ღიპისა და მასზე შემოდგმული გიტარის ტრფიალი გიო ხუციშვილმა, ნატო გელაშვილმა და ნინო ჩხეიძემ ითავეს. და გაამართლა კიდეც: ქართველმა კაცმა ოცკაპიკიანები გადათვალა, 5 ლარი გამოიყვანა და უსმენს იმას, რაც ყველაზე კარგად ესმის.

შეიქმნა დარდიმანდული რადიოსადგურები, რომლებიც ტიპური “შოფრის” ისეთივე იდენტიფიკატორი გახდა, როგორიც – გრძელი ფრჩხილი მარცხენა ნეკა თითზე. არ დაგავიწყდეთ, რომ მთვრობას ამ დროს სულ სხვა, უფრო “დასტოინნი” მომღერლების გუნდი აპიარებს. თუმცა ფული ნინო ჩხეიძეში ტრიალებს, ხოლო შედარებით მაღალი დონის მუსიკა კი სრულიად უფასოა. იგი პარტიის სიყვარულისთვის გეჩუქება.

ყოველივე ამის ფონზე 2006 წელს ირაკლი ჩარკვიანის სხეული ნარკოტიკის, ხოლო გონება – “ფაშას” მუსიკის ზედმეტ დოზას ვეღარ უძლებს. მეფის სიკვდილმა ქართველი მსმენელის ნაწილს აუხილა ყური და ხელახლა აღმოაჩენინა მათთვის საკმაოდ ახლო და გაცილებით დიდი მუსიკა. ჩარკვიანის მსმენელი კი ჩხეიძეს არასდროს მოუსმენს. დავიმახსოვროთ ეს არგუმენტი.

2007 წლიდან ინტერნეტსივრცეში YouTube ჩნდება და მუსიკალური რკინის ფარდა იხსნება. ყურმოკრული ან ტელევიზორში რეკლამების წყალობით ნაწყვეტ-ნაწყვეტ ნანახი კონცერტები, სიმღერები, პერფორმანსები – ყველაფერი ეს ამიერიდან ერთ კომპიუტერშია! მახსოვს, YouTube-ზე მარია კალასის ვიდეოების ძიებისას მოვხვდი და დილის 5:00-მდე შევყევი. ბედნიერებისგან კი რამდენიმე დღეს ნორმალურად არ მეძინა.

YouTube-ის წყალობით ქართველებისთის დიდი მუსიკალური გამოცდა დაიწყო: ქართული ესტრადა VS უცხოური შოუბიზნესი. ამ დროს “ჯეოსტარი” The Wall-ის ჩაქუჩებივით მტკიცედ და რუტინულად მიაბიჯებს, რიტმს მარინა ბერიძე კარნახობს. მას არც ერთი ნოტი არ გამოეპარება, იგი არც ერთ “უადგილო” მიმიკას და ჟესტს არ გაპატიებს. ან იმღერებ ისე, როგორც “BIG დედუნას” ესიამოვნება, ან უნიჭო და უპერსპექტივო ხარ… ასე ჩაუარა “ჯეოსტარის” ჩაქუჩებმა თავის დასასრულს, რომლის მიზანიც მომღერლების აღმოჩენა იყო და “დედუნას ფერმა” უფრო გამოვიდა. “ჯეოსტარი” მალე ჩაანაცვლა ახალმა პროექტებმა: “საქართველოს ვარსკვლავმა”, “ახალმა ხმამ” და “მაგთიfანმა”. აქედან პირველმა ყველაე უკეთ აჩვენა, თუ როგორ შეცვალა YouTube-მა ქართველი მელომანები.

თაობა, რომელიც ახლა მოდის, იზრდება იმ ქვეყანაში, რომელიც უსმენს “ქალაქურებს” და საზრდოობს YouTube-თი (მთლად ჯასტინ ბიბერს და ათასგვარ იდიოტობას არ ვგულისხმობ), უკვე აქვს შედარების საშუალება, დასკვნის გამოტანის შესაძლებლობა და  არჩევანის თავისუფლება. შედეგი, როგორც ვხედავთ, პოზიტიურია. სტერეოტიპები მსხვრევას იწყებს. თუ სცენა გინდა, მაშინ მის კანონებს უნდა დაემორჩილო, თუ დარბაზის აყოლიება გინდა, მაშინ უნდა გაინძრე, თუ მსოფლიო სტანდარტების ხმა გინდა, მაშინ ქართული ბგერით არ უნდა იმღერო. ეს არის YouTube-ის რევოლუცია.

კითხვა: ვკარგავთ თუ არა ამით ქართველობას?

პასუხი: ქართველობა მაშინ დავკარგეთ, როცა დროის შესაფერისი მუსიკის შექმნა შევწყვიტეთ. ჩვენს ფოლკლორს, საგალობლებს და ტრადიციულ ესტრადას არავინ გვართმევს, მაგრამ ამ სამუზეუმო ექსპონატებით დღეს თუ კიდევ ვინმეს ჰგონია, რომ ფული და შოუ კეთდება, მუმიაა. სხვათა შორის, ამის არაპირდაპირი და მოდერნიზებული მცდელობა ჰქონდა “ბრავო რეკორდსს”, როცა ძალიან ნიჭიერი თამთა ცხვიტავა აღმოაჩინა და სადებიუტო ალბომი ჩაუწერა. მაგრამ ამანაც არ გაამართლა. დღეს მსმენელი, ხმასთან ერთად, მოითხოვს სანახაობას, რაც მისგან ვერ მიიღო.

დაბოლოს, რა “ეშველებათ” ახალ ვარსკვლავებს, რომელბიც ახლა უკვე სავსებით აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს? ამის თაობაზე ჯერ კიდევ “ჯეოსტარის” დროს მიპასუხა მარინა ბერიძემ, რომ ეგ პროდიუსინგის საქმეა და იგი ჩვენს ქვეყანაში პარაქტიკულად არ არსებობს. რს აპირებდა ამის შესაცვლელად, მაშინდელი კულტურის სამინისტროს თანამშრომელს კონკრეტული არაფერი უთქვამს.

DSCN6623 - Copy

წელს ნინა სუბლატი ლონდონში ვოკალის კურსებზე წავა, ხოლო “ბრავო რეკორდსი” სადებიუტო ალბომს ჩაუწერს. დასაწყისისთვის ესეც კარგია. მით უმეტეს, როცა წინა მუსიკალური პროექტების გამარჯვებულებისთვის ასეთი რამ არ შეუთავაზებიათ. საერთო ჯამში კი მიმაჩნია, რომ ისევ ბიზნესი  უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით. ყველა კომპანია თავის ფავორიტს უნდა დაეხმაროს ალბომის შექმნაში, ტურნეს მოწყობაში და კლიპის გადაღებაში მაინც. თუკი შოუ ბიზნესია, მაშინ ეს საქმე ბიზნესმა უნდა წამოიწყოს. მით უმეტეს, რომ YouTube-მა რევოლუცია ყველას ნაცვლად მოახდინა.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

10 thoughts on “YouTube-ის რევოლუცია

  1. ლელუ

    ცოტა სუბიექტური პოსტია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ბლოგია სრულიად მისაღებია ავტორის მოსაზრებები.
    მხოლოდ ერთ რამეში შემიძლია შედავება, ყველას ვერ მოუწოდებ მოუსმინოს ნინა სუბლატს, ლუკა ზაქარიაძე და იმ რეპერტუარს, რომელსაც ისინი ასრულებენ. თუმცა საზოგადოებაში მსგავსი ტიპის შეუებით უნდა მოახდინო გემოვნებიანი მუსიკის პროპაგანდა.
    ერთი მინდა აღვნიშნო – პოსტში საუბარია “შინზე”, რომელიც ძირითადად არც ისე თანამედროვე ქართულ სიმღერებს ასრულებს, აქედან გამომდინარე შესაძლებელი ყოფილა ქართული ტრადიციული შეინარჩუნო და თან აკეთო შოუ-ბიზნესიც – ანუ აჩვენო მაყურებელს სანახაობა და თან იშოვო ფული.
    ეროვნული კულტურის პოპულარიზაცია რატომღაც არც ისე პრესტიჟულად ითვლება. მიზეზი ალბათ უცოდინრობაა.
    ყველა ეპოქას თავისი გამოწვევა აქვს.
    ამ გამოწვევას ღირსეულად უნდა შეხვდე და ხარისხი და თვითმყოფადობა არ უნდა დაკარგო – ჩემი სუბიექტური აზრია.
    რაც შეეხება თამთა ცხვიტავას თემას ვერ ვიტყვი, რომ არ გაამართლა – თავის მსმენელი ჰყავს.
    საქართველოში ძალიან დიდ ხანს დიდი დოზით და ალბათ ყოველთვის, იმედი მაქვს მცირე დორზით , მგონია რომ პოპულარობას სუფრული და ქალაქური სიმღერები არ დაკარგავს. ეს ქვეყნის რეალობაა – სამწუხარო, მაგრამ გარდაუვალი.
    ქართველ კაცს წაღვერი და თბილისზე და ტრულაილაზე ცეკვას ვერ მოაშლევინებ :)

    1. zurriuss Post author

      ნინა და ლუკა, როგორც გამარჯვებულები, ამიტომ დავასახელე, თორემ კიდევ სხვები არიან, რომლებიც არ მღერიან ალტერნატიულ ჟანრს და სცენაზე ბრწყინავენ. ესენიც მოიაზრება.
      “შინს” რაც შეეხება, ეს გამონაკლისია და ერთ-ერთი უმცირესობა, რომელმაც ზუსტად მიაგნო თავის თავს. თანაც ისე, რომ ხარისხი არ დაუგდია.
      თამთა ცხვიტავა, როგორც კლასიკური რეპერტუარის შემსრულებელი და საოცარი ხმის პატრონი, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ უმცირესობა ვერ “გაქაჩავს” მას. დანარჩენში გეთანხმები :)

  2. აჩიკო

    საინტერესო და კარგი პოსტია, თუმცა ვერ დაგეთანხმები, რომ ეს youtube-ის რევოლუციაა. მე მაგალითად, რადიო დამეხმარა, დედაჩემს ტელევიზია(არჩევანის სიმცირის მიუხედავად)(მას ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება). რათქმაუნდა ყოუტუბე-ს აქვს თავისი მნიშვნელოვანი როლი, მაგრამ გადამწყვეტი არა. მე ასე ვფიქრობ. გადამწყვეტი მაინც სხვა ფაქტორებია ალბათ, ზოგი თანდაყოლილი და ზოგიც რა ვიცი :)

    პატივისცემით

    1. zurriuss Post author

      გეტყვი, რატომაა იუთუბის ფენომენი უნიკალური:

      ჯერ ერთი, რომ ადამიანი ადრეული ასაკიდანვე ეჩვევა იმ ენას, ტემბრს და მოძრაობას და, თუ ნიჭი აქვს, პრაქტიკულად, უცხოელივით მღერის უცხოურ მუსიკას. მე, მაგალითად, ზუსტად ამ გზით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე საოპერო შესრულებაზე, რაც ჩემს წინა თაობას აკლია – და სცენაზე ეტყობა კიდეც. მე იუთუბს კი არ ვაქებ, მისი ფენომენი მაოცებს :)

  3. ლელუ

    ჩვენთან არც საოპერო ჟანრია პოპულარული. პაატა პურჭულაძის პესონამ შემატა მცირეოდენი პოპულარობა ჩვენს ქვეყანაში ზოგადად ამ ჟანრს, თუმცა 100 ქართველიდან ორმა თუ იცის ვინ არიან ნოდარ ანდღულაძე, ცისანა ტატიშვილი, ზურაბ ანჯაფარიძე, მედეა ამირანაშვილი და სხვა.
    რთულია ნახო ადამიანი, რომელიც ერთნაირი წარმატებით არის კაბალიეს და ლედ ზეპელინის მესმენელი. მოსწონს ფრედი მერკური, მიტ ლოუფი, ლინკინ პარკი და ფინქ ფლოიდი…
    ჩვენში ძირითადად ნინო ჩხეიძე და მარკუს მეტრეველია მოდაში.
    ბევრი-ბევრი იციან ბიტლების – იესთერდეი :D და ჯექსონის – ბლექ ორ ვაით :დ

    ტელევიზიით მიდის ძალიან დიდი პროპაგანდა სუფრული სიმღერების. მოთხოვნაც შესაბამისად მაღალია და ტელეშოუებიც კარგ რეიტინგებს დებენ მსგავსი თემატიკის გადაცემებით. “პროფილის პროვოკაციების” სერიალები ნახევარი საქართველოს ფლეილისტია :(

    სიამოვნებით დავაფუძნებდი რაიმე სახის ახალგაზრდულ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც გემოვნებიანი ქართული და უცხოური მუსიკის პროპაგანდას მოახდენდა საზოგადოებაში.
    :)

  4. დადუნა

    ვგიჟდები ბიჭი რომ მარია კალასზე გიჟდება )))))))))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »