ხ. ე.

დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რამდენი დღე და ღამე, ამვლელ-ჩამვლელი, მზე თუ სტიქიური უბედურება უნახავს თუნდაც იმ ხეს, ჩვენი ფანჯრიდან რომ მოჩანს? ეს მაშინ, როცა ჩვენ მივდი-მოვდივართ, ვჭამთ, გვძინავს ან ფეისბუკში ვართ. ამ დროს ქუჩაში, ქალაქში, სოფელში, მთაში, ან, სულაც, დედამიწაზე “ვიღაცები” უბრალოდ არიან და ყველაფერს აკვირდებიან, აბსოლუტურად ყველაფერს. და, რაც მთავარია, იმახსოვრებენ…

_ვა, წვიმა წამოვიდა?

_ჰო, მაგარია. თითქოს აცივდა.

_აცივდა კი არა, დათბა. უბრალოდ, ახლა აცივდა. გახსოვს, ხომ, ზაფხულში წვიმის დროს ჩემს ქუჩაზე ხის ქვეშ რომ ვისხედით?

_ჰო. ერთი ვეებერთელა ხე მთელს ქუჩაზე. არადა, რა აზრი ჰქონდა იქ ჯდომას. ხომ მაინც ვსველდებოდით.

_ეგ ხე მოჭრეს ორი დღის წინ.

_უი, ხო? ტეხავს. რატომ?

_ახალმა მეზობლებმა ამოიჩემეს. არიქა, მეხი დაეცა და ტოტები დაუხეთქაო. მოტყდება და პირდაპირ ჩვენს სახლს დაელეწებაო. და ყველა გოიმივით დაეთანხმა. ნეტა, ის თუ მაინც იცოდნენ, რომ იშვიათი ჯიშის ძელქვა მოსპეს. თან, რა საზიზღრულად: დილით “დრუჟბის” ხმამ გამაღვიძა და ფანჯრიდან რომ გადავხედე, უკვე მოთავებული ჰქონდათ საქმე. დარწმუნებული ვარ, ჯერ ნაჯახით დაუწყებდნენ ჩალიჩს და არაფერი გამოუვიდოდათ. იცი რატომ? იმიტომ, რომ ამ ჯიშის ძელქვას ნაჯახი ვერ აპობს. ადამიანის გამომგონებლური სიდამპლეც სწორედ აქ ერთვება…

ყველაზე ახლოს ჩრდილოეთ პოლუსთან ყველაზე ყინულოვანი ტყე, ტაიგა მდებარეობს. დედამიწის ეს ადგილი, მეტწილად, დაუსახლებელია და ტაიგაც ხელუხლებელი რჩება, რის გამოც ეს შრე დედამიწაზე არსებული ხეების მესამედს მოიცავს. ამ წიწვოვანი გიგანტის მიერ გამოყოფილი ჟანგბადი მთელს პლანეტაზე ახდენს ზეგავლენას.

_არადა, რაც თავი და შენი სახლის აივანი მახსოვს, სულ მაგ ხეს ვუყურებდი. ზამთარში, ფოთლოლგაცვენილი რომ იდგა, “დინოზავრს” ვეძახდი. ზაფხულში მის ქვეშ ავეყუდებოდი, ნიკაპს ქერქზე მივაჭერდი და მაღლა ავხედავდი. ხის ნაპრალები დიდ კანიონს ჰგავდა. სულ მეგონა, რომ ყველა ძაღლს იმახსოვრებდა, რომელიც მიაფსამდა და მინდოდა, ერთ დღეს ყველა სათითაოდ ეცემა…

პლანეტის შუა ნაწილისკენ გიგანტური სეკვოია, მსოფლიოს ყველაზე მაღალი ხე იზრდება. ამ წიწვოვანის სიმაღლე 50-დან 85 მეტრამდე აღწევს. ადგილი, სადაც სეკვოია იზრდება, უხვადაა მზის სხივითა და ტენით გაჯერებული, რის შედეგადაც ეს ხეები ათასობით წელიწადს ცოცხლობენ.

_მე-7 კლასში ვიყავი, როცა სკოლაში მეგობარმა არაყის ბოთლი მოიტანა, საკლასო ოთახში დააბრეხვა და ცეცხლი წაუკიდა. გახსოვს, ხომ? გარიცხვას იმან გადაარჩინა, 3 დღის განმავლობაში იმ ძელქვაზე რომ იმალებოდა. მერე ემოციებიც ჩაცხრა. ერთი წლის შემდეგ ჩემი ნახატები მანდ გამოვფინე. შენ უკვე მეორეში იყავი გადასული. არც არაფერი მკითხეს, ისე მიალურსმეს სურათები ხეს. იმავე სა$ღამოს, როცა გამოფენა დამთავრდა, ჩემი ხელით ამოვაცალე ყველა ლურსმანი.

თითქმის იმავე ზონაში, სადაც სეკვოიაა, ოღონდ პლანეტის სულ სხვა მხარეს, ბაობაბი იზრდება. დედამიწის ყველაზე განიერი ხე აფრიკის მიდამოებში ხარობს და დიდ გვალვებს წვიმის სეზონზე დაგროვილი წყლით უძლებს.

ბაობაბი მხოლოდ ვეებერთელა ხე რომ არ არის, ეს, ძირითადად, ჩიტებმა და მაიმუნებმა იციან. წვიმის სეზონზე, როდესაც ხე მთელი ძალით იწყოვს წყალს ნიადაგიდან, მის "უსიცოცხლო" ტოტებზე ასეთი ყვავილები გამოიზრდება.

 

_ მე, კიდევ, არ მახსოვს, რომ ეგრე გაგეფანატებინოს ხეებზე. არა, მეც მიყვარს, მაგრამ რავი.

_ გეტყვი: მე იმიტომ მიყვარს ხეები, რომ მათში ძალას ვგრძნობ, დაცულობისა და იმედის დიდ ძალას. ხეს რომ გადაჭრი, მის რგოლებს დააკვირდი და დარწმუნდები, რომ წელიწადის ნებისმიერი ცვლილება მასზეა აღბეჭდილი. მარტო ჩრდილოეთსა და სამხრეთს არ “გეუბნება” მისი რგოლები. ზოგი ხაზი სუფთა და აკურატული, ზოგი კი დანჯღრეული და ამოჩორკნილი. იმიტომ, რომ იმ წელს რაღაც საშინელება მოხდა და ხეს ეს ახსოვს. გადის დრო და ხან ერთ  კარტოფილივით გაციებულ მეზობელს მიარბენინებენ სასაფლაოზე და ხან მეორეს. ისტორიას კი უმნიშვნელო და ყოფითი ფაქტების დამახსოვრება ეზარება. ჰოდა ვინ იმახსოვრებს ავარიებს, ჩემი ველოსიპედიდან ჩამოვარდნის შემთხვევებს, ჯოკერში ვინ რამდენი მოიგო და ვის რა კარტი ჰყავდა? ვინს ახსოვს, ზუსტად რამდენმა მელოტმა ჩაიარა ამა და ამ დღის ამა და ამ დროს, ვინ დაითვალა ცაზე გავარდნილი მეხი ან მომწყდარი ვარსკვლავი? იცი ?

ხ.ე.

P.S. ადამიანებიც ხეებს ჰგვანან. ბერდებიან, ხმებიან და მეხსიერება სკლეროზის ქერქად ექცევათ.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

13 thoughts on “ხ. ე.

  1. Mari

    ყველაზე კარგი პოსტი შენს ბლოგზე!
    ადრე ჩემს ეზოშიც მოჭრეს ერთი ხე ახალმა მეზობლებმა. მეორესაც ჭრიდნენ, მაგრამ ბავშვებმა ერთი ამბავი ავტეხეთ.

  2. თამრი

    ძალიან მაგარია, მუსიკაც ძალიან უხდება. რაღა კომენტარი დავამატო, არც ვიცი :)

  3. maito

    magaria :) xeebi gansakutrebit miyvars, bavshvobashi me da chem das xeze saxli gvqonda da ciyvobanas vtamashobdit xolme :) zogjer ubanshi im xeze chxubic mogvdioda :D mere me da chem dam furcelze davweret, es xe chveni sakutrebaao da ubnelebs xeli movawerinet :) konfliqti amit davamtavret :D

  4. Keti

    როგორ მომეწონა და გამიხარდა რაღაცნაირად, ხეებზე რომ ასე წერ… ძალიან მიყვარს ხეები და სულიერ არსებებად ვთვლი : )
    და როცა ცოცხალ ხეს ჭრიან, ისე განვიცდი ხოლმე : (

  5. გვირილა

    უი, ხაზარულა გამახსენდა…
    კაი, იყო. ცოტა სხვა სახის პოსტები მახსოვს შენს ბლოგზე. დიდი ხანია არ ვყოფილვარ თუ ეს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნაა? (შედარებაა ნამეტანი კაი :lol: )

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »