მწერლობა გარდამავალ დროში

ლადიოტანტი - გარდამავალი ადამიანის სახე

შარშანდელ პოსტებს რომ გადავხედავ თითოზე 20 კომენტარით, ვბრაზობ, რომ უკმაყოფილო ვიყავი, მეტი რატომ არ მაქვსო. არადა, თაზო მეუბნებოდა, საწუწუნო არაფერი გაქვსო. ახლა ვხვდები, რომ მართალი ყოფილა. მაგრამ უკვე აღარ მწყინს, რომ ნაკლებად პოპულარული გავხდი. “ანინას კრიზისს” რომ გადავურჩი, ეგეც მეყოფა. არადა ვიცი, ანინას გამოჩენის შემდეგ, რამდენიმე ბლოგი ოფიციალურად (თუ არაოფიციალურად) დაიხურა.

რეიტინგი განსაზღვრავს ყველაფერს. მწერლობაში რეიტინგი, მეტწილად, სიკვდილის მერე ითვლება, თუმცა ბევრი მათგანი სიცოცხლეშივე სახელის მოხვეჭას ესწრაფის და ქმნის ბესტსელერებს. ახალ დროს ფეხი უნდა აუწყოო, ამბობენ და ხსნიან ბლოგებს, წერენ ათას ფრთიან თუ უფრთო ფრაზებს. კაცმა რომ თქვას, ბესტსელერსაც გააჩნია. თუ ძალიან კარგი გამოგივიდა, შენზე გაცილებით დიდხანს იცოცხლებს. მოკლედ…. მწერლები ატრაკებენ და ზოგჯერ წერენ. არადა, რა მაგათი ბრალია, რომ წიგნი, როგორც ნივთი, ნელ-ნელა გადადის ხმარებიდან.

ჩემი აზრით, ჩვენი თაობა (მწერლობიანად) გარდამავალ დროში ვიმყოფებით. ვერ აგვირჩევია, ვერ გადაგვიწყვეტია, რომელ მხარეს წავიდეთ: ვწეროთ წიგნები თუ – ვორდის ფაილები. ერთი მხრივ, ვიცით, რომ წიგნი ისეთივე გამამყარებელია საკუთარი შემოქმედებისა, როგორც ოქრო იყო ვალუტის კონვერტირებისათვის. მეორე მხრივ კი წიგნის კვდომა ისე გარდაუვალია, როგორც 1912 წლის 14 აპრილის ღამეს არქიტექტორ ტომას ენდრიუსის სიტყვები, მიმართული კაპიტან ჯონ სმიტისადმი: “ტიტანიკის ჩაძირვა გარდაუვალია”. მაგრამ ჩვენს თაობას (მწერლობიანად) არ ეგდებინება საუკუნეებგამოვლილი წიგნი.

წიგნზე უარის თქმით კავშირი წყდება ყველაფერთან, რაც კი დაბეჭდილა, რადგან იცვლება წერის სტილი, აზროვნება, ჩნდება სათქმელის გადმოცემის გაცილებით მეტი საშუალება, რაც ავტორს ათავისუფლებს ტვინის ჭყლეტისაგან, მეტი იფიქროს. ახალ დროში წიგნის გადაფურცვლას მეტი დრო მიაქვს, ვიდრე გვერდის ჩამოსკროლვას. აღარც ამა თუ იმ ადამიანის ან ქალაქის გაუთავებელი აღწერილობების კითხვის (მით უმეტეს, წერის) დრო და ნერვი დაგვრჩა. აჩქარდა დროც და ლიტერატურაც, არა, ჩქარდება!

ჩვენ კი, მთელი მსოფლიოს მსგავსად, ამ აქსელერაციაში ჩვენდაუნებურად მოვყევით და ვცდილობთ, ისეთი არჩევანი გავაკეთოთ, რომ არც ახლა შევრცხვეთ და არც მომავალში. დღეს სიკვდილს ვეღარ დაელოდები, რომ მერე მაინც დაგაფასონ. დღეს არსებობ “აქ” და “ახლა”. ცნება “ოდესმე” უფარგისი გახდა. თუ გინდა, იყო ცნობილი მწერალი, საჭიროა ერთი რამ.

ერთი!

ერთდერთი!

მწერლის b l o g ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

19 thoughts on “მწერლობა გარდამავალ დროში

  1. Ive

    ზურიუსს, დღევანდელ საზოგადოებას არ ჰყავს ავტორი… ავტორი მოკვდა, ვერავინ ამბობს ახალს… ყველა ერთნაირად გვაახლოვებს იმ რეალობასთან რომ დავიცალეთ!.. გრძნობებისგან, ემოციებისგან, ფიქრებისგან… ჩვენი აზრები ემსგავსება სტატუსებს…ჩვენი სურათები ავატარებს და ა.შ. :(( ეს სამწუხარო რეალობაა.. ამიტომ პოპულარობა არ გიხაროდეს…

  2. Nata Dzvelishvili

    წიგნების არსებობა ვორდის ფაილების წერას არ გამორიცხავს და პირიქით. პირველი კატეგორიის ნაწერებს ნიჭი და კომპეტენცია სჭირდება, მეორეს შექმნა კი ყველას შეუძლია.
    თანამედროვე ავტორები თანაც საინტერესონი საკმაოდ არიან. ძველიც ბევრი დარჩა წასაკითხი, ამიტომ წიგნის ფუნქციის დაკარგვას ჯერ ვერ ვხედავ. მწერლის ბლოგი კი წიგნს ვერ ჩაანაცვლებს, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა :)

  3. რა აზრი აქვს ვინც ვარ

    როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა წიგნის სუნის გარეშე, ვერ წარმომიდგენია! ან ის ადგილები რით უნდა შეავსო, წწიგნი რომ ამშვენებს ხოლმე. კუთხეები, მაგიდები, კედლები, დიდრაფიანი ფანჯრები, იატაკი, სარკე, საწოლი, საწოლის შემოგარენი, ჭერიც კი… where is the hell?

  4. გვირილა

    რა დღეში ყოფილან თურმე ბლოგერები :d “ანინას კრიზისი” დაავადებაა რამე? :lol:
    მე რატომღაც ნაკლებად ვნერვიულობ მაგაზე, მით უმეტეს, იქამდე არ მივალ, რომ ბლოგი დავხურო რეიტინგის გამო…

    ხო, ლიტერატურას რაც შეეხება, ეს აჩქარებული ლიტერატურა მე არც ისე მომწონს და ძველი მირჩევნია. ბუნების ხუთგვერდიანი აღწერებიც სულ ბოლომდე მაქვს ჩაკითხული :d ნუ, რამდენიმე თანამედროვე მწერალი კაია…

  5. ლინა

    ზურა!შენი პოსტების პოპულარობას ნუ საზღვრავ კომენტარების რაოდენობით.დამიჯერე,მკითხველი გაცილებით მეტია.(მეტი გყავს)

  6. ლინა

    სამუსაო აქვთ ისეთი,დრო არ რჩებათ,რომ წაგიკითხონ! ;)

  7. ლინა

    ჰა,ჰა.სექსებზე წერით მოპოვებული რეიტინგი არ ითვლებ :green:

  8. ლიზი

    კომენატარების მიხედვით მართლა არ უნდა განსაზღვრო პოპულარულობა,მე მაგალითად წლებია შენს ბლოგს ვსტუმრობ,მაგრამ კომენტარს პირველად ვტოვებ. ისე ძალიან საინტერესო ადამიანი ჩანხარ ;)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »