ქარი ქუთაისურად

გუშინ და დღეს ტელევიზია სისტემატურად გვაფრთხილებს, დასავლელებო, მოემზადეთ გრიგალისთვისო. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა: ნეტა, რა ძლიერი ქარი უნდა იყოს ისეთი, რომ ასე გვაფრთხილებენ-მეთქი. გავიხედ-გამოვიხედე და ეს დავინახე:


ალბათ, მიხვდით, რომ ბოლო 2 სურათი ერთი და იმავე ხის ფოტოა. მოკლედ, ქარი ქუთაისში ჩვეულებრივი მოვლენაა. არც ეს ინციდენტია უცხო. მე უარესი ქარიც მახსოვს:

  • 2001 წლის სექტემბერში ამოვერდნილმა ქარიშხალმა (ქარი+წვიმა) ბეტონის მრგვალი მაგიდით შემოზღუდული ვეებერთელა ლეღვი ძირში მოგვითხარა და მთელი ეზო დაფარა.
  • 2005-ში თუ 6-ში ქარმა უკანა აივანს პლასტმასის სახურავინაწილობრივ გადახადა. შიფერები მეზობლის ეზოდან ამოვიტანეთ.
  • 2010-ში ძლიერმა ქარმა ისევ შეუტია ქუთაისს და, მათ შორის, ჩვენს უკანა აივანს. აი შედეგიც:

ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მოგონება: მარიამობის ქეიფები, სამეზობლო მასშტაბის წარმოდგენები, ზამთრის სასრიალო ყინული, შემოდგომის თბილი საკითხავი... მოკლედ, ლავ ზის ფლეის!

ასე რომ, ქარი და გრიგალი ჩვენ არ გვიკვირს. ქარბორბალა კიდე აქ მანამ არ იქნება, სანამ ზღვა არ მოვა. ეგ უკანასკნელი კი, რამდენადაც მე ვიცი, უკვე იმყოფებოდა ამ ტერიტორიაზე მრავალი მილიონი წლის წინ, არ მოეწონა აქაურობა და ბათუმისკენ წაცუნცულდა.

ბონუსად ფოტოგამოცანა:

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

10 thoughts on “ქარი ქუთაისურად

  1. რა აზრი აქვს ვინც ვარ

    თებერვალში უფრო დიდი ქარი იცის ქუთაისში ვიდრე გაზაფხულზე და ასე რატომ აშინებენ ხალხს არ მესმის :D თანაც როდის იყო ქუთაისს ქარია აშინებდა
    მაგარი კი ვიკაიფე, მიშა რომ, ქარს ეგებება ლიხს იქით :D

      1. რა აზრი აქვს ვინც ვარ

        ხო, ეგ კიდე საკითხავია,ალბათ :d

  2. Natroshvili Natia

    sheni dzma ra magrad gavs martla harry potters :) rac sheexeba qars, qutaisis qari digmisas mainc ver sheedreba :P

  3. გვირილა

    ქუთეისი!!! მაინც ვერ მივხვდი რატომ მიყვარს ეს ქალაქი, არადა, აშკარად არაფერი მაკავშირებს :) იმერული კილო კიდე შესანიშნავად ჟღერს.
    არადა, გრიგალზე ლაპარაკობდი :d ზღვა ბათუმშიც მშვენივრადაა, ქუთეისი მაგის გარეშეც გაძლებს როგორმე და მე ვერა :p

  4. natroshvili natia

    აქ რომ დაუბერავს და მოხიკავს ყველაფერს…. მარტო სახურავები რაა, ერთი მორიგი ქარბუქის დროს მანქანაში მოვხვდი და კინაღამ ამომატრიალა :d

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »