ადამიანთა მრავალფეროვნება ერთ-ერთია, რაც ცხოვრებას საინტერესოს და სასიცოცხლოდ ვარგისს ხდის. სწორედ ამიტომ ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ფეისბუკელი მეგობარი თუ ბლოგერი პირადად გავიცნო. დღეს ერთი აზრი ამეკვიატა, სახელწოდებით
რატომ?
რატომ არიან ზოგიერთი სოციალური ქსელის წარმომადგენლები ძალიან ან რადიკალურად განსხვავებულები რეალურ ცხოვრებაში?
ბევრს ვიცნობ, რომელიც მთელს ფეისბუკს ან ბლოგებს თავისი მეამბოხე, ორიგინალური, სასაცილო, რადიკალური, ამაზრზენი ან ექსცენტრიული სტატუსებით აწრიალებს. ბევრია, რომელიც ყოველ მეორე განახლებად რაიმე ამაზრზენს, შეურაცხმყოფელს ან სადისკუსიოს დებს. ბევრს ისეთსაც ვიცნობ, ვინც მხოლოდ მკივანა და მწვავე საკითხებზე პოსტავს.
რეალობაში კი…
ან დამფრთხალები, მოკრძალებულები, დაშინებული და თმააბურძგნული გამოხედვით,
ან მუდუები, დამუნჯებულები, не рыба – не мясо-ები, მაზალო ტიპები, ქლიბები, მოსაწყენები.
მაინტერესებს, რატომ არ შეიძლება, ადამიანი ყველგან იყოს ის, ვინც არის? არ ვგულისხმობ, რომ ყველანი უნდა იყვნენ გმირები და თავისუფალი სიტყვისა და ლიბერალური შეხედულებების საქვეყნო მანიფესტაცია მოახდინონ. უბრალოდ, ისე ჩვეულებრივად და იმავე ფორმით გამოხატონ თავიანთი აზრები და შეხედულებები, როგორც ამას სოციალურ ქსელში აკეთებენ. მოკლედ, იყვნენ ადეკვატურები იმისა, რასაც ფიქრობენ.
წინააღმდეგ შემთხვევაში მრჩება შთაბეჭდილება, რომ ასეთი ხმაურიანი ადამიანები რეალურად დაკომპლექსებულები და ლუზერები არიან.









ვაფშეტა პირიქით. ყველა ადამიანი თავის ბლოგის ასლია ხოლმე, უმეტესწილად.
ჩავფიქრდი…ჩემს თავზეც…მაგრამ მადლობა გმერთს რაც ვარ რეალურ ცხოვრებაში..ის ვარ ყველგან
ისე მეც დიდი ხანია მაწუხებს ეს კითხვა…რატომ?
დამაბნეველია ეგეთი შეუსაბამობები. მაგრამ იქნებ ის მუდო და დამუნჯებული ტიპი რეალურად ვერ ახერხებს თავისი აზრის სრულ გამოხატვას, თუნდაც იმიტომ რომ მუდოა და დამუნჯებული, ჰოდა სოციალურ ქსელზე ცდილოებს აინაზღაუროს ეგ “დანაკლისი”. ხოლო ვინც რეალობაში განიხილავს მკივანა და მწვავე საკითხებს, მგონია რომ სოციალურ ქსელზე იგივეს აღარ გააკეთებს. მობეზრდება ყველგან ერთნაირად მოქცევა ბოლოს და ბოლოს.
ამჯერად ვინ გაგიცრუა იმედები ????
ჩემი ბრალია მგონი…
ფსიქოლოგიური კუთხით ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრი რაღაცის აღმოჩენას იძლევა პიროვნებაზე და დაახლოებით ვხვდები იმ ბლოგერებს “პრობლემებს” რომლებსაც ხშირად ვკითხულობ, მაგრამ ვინაიდან რეალში არავის ვიცნობ ჩემს აზრებს ჩემთვის შევინახავ.
ჩემი აზრით, ბლოგერები ერთმანეთს არ უნდა იცნობდნენ და საერთოდ ფორუმებზეც ეგრეა. ყველა ერთმანეთს რომ იცნობს აზრი და ხალისი ეკარგება ყველაფერს. ინტერნეტ სივრცეშიც რაც მეტი უცნაობი ადამინი გეყოლება მით უკეთესი შენთვის.
ადამიანთან კარგი ურთიერთობის დამყარებას ისედაც ხომ ვახერხებთ, რა საჭიროა მერე უფრო მეტად დაახლოება დაძმაკაცება დამეგობრება…მით უმეტეს ბლოგებზე ისეთ რამეებს ვწერთ, რასაც რელურად გაცნობილებს არასოდეს ვეტყოდით.
რამდენი ვწერე. მე ესე ვფიქრობ. მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე ბლოგერს ვიცნობ უკვე. რავიცი.
მე ყველგან ის ვარ, რაც ვარ. ბლოგმა კიდევ უფრო დამარწმუნა ამაში
კი ნამდვილად ეგრეა;) შენი ვიდეოებიც ამას ამტკიცებენ და ფესტივალიც;)
8ლარი მქონდა დარჩენილი და ძლივს დავხარჯე. ერთი საათი ვიძახდი, არიქა, წიგნი მაყიდინეთ-თქო
ვერთობი ყოველნაირად :დაფასებულ:
როგორ მიხარია, რომ ეს ამბავი მე არ მეხება : )))
იმიტომ, რომ ინტერნეტი ის სფეროა სადაც თავისუფლად ხარ ის ვინც გინდა იყო_
მე ცხოვრებაშიც თავისუფლად ვარ ის, ვინც მინდა ვიყო : ))
ნეტა სხვაც ჩვენსავით იყოს, არა? :დამცინავისმაილი:
ჩემი აზრით ეგ მარტივია: კლავიატურასთან უფრო მეტად შეგიძლია საკუთარი ემოციების გამოხატვა თამამად და რეალურ ცხოვრებაში უკვე ხედავ ადამიანების რეაქციას შენს ემოციებზე და სიტყვებზე, ეს კი გაბრკოლებს
მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე რეალური მაინც ინტერნეტშია ადამიანი,უბრალოდ დაკვირვება უნდა.. რას წერს, რა ფოტოებს დებს,რას უსმენს, ან კითხულობს და ა.შ.
მდას ზურაბ ვინ შეგხვდა ასეთი ასეთი შეუსაბამო საკუთარ ვირტუალურ მესთან : )))
არაუშავს ხდება : ) ყველა იცვლება იზრდება და მოკლედ თვალყური ადევნე
და ვიკაიფებ
კი ბატონო, მეც ბევრი შემხვედრია მასეთი.
თუმცა, ასეთ დროს მგონია ხოლმე, რომ ადამიანები თავისი თავის რეალიზებას უფრო კარგად ვირტუალურ სივრცეში ახდენენ ხოლმე და სინამდვილეში ისეთები არიან, როგორიც სურთ რომ იყვნენ და როგორადაც ვირტუალურად გვაჩვენებენ თავს. რეალურ ცხოვრებაშიც ასეთები იქნებოდნენ, შიშები დ აკომპლექსები რომ არ უშლიდეთ ხელს
მეც ვპოულობ საკუთარ თავში განსხვავებებს, მაგალითად, პირადად თუ უნდა ვეჩხუბო ვინმეს, ამას წერილობით უკეთესად მოვახერხებ, ვიდრე პირისპირ, რადგან პირისპირ ყოველთვის ვთმობ და ვაგებ ან პირიქით, ვფეთქდები და შემდეგ ვნანობ, ანუ მაინც ვაგებ
დანარჩენი კი, სინამდვილეში ბევრად აგრესიული ვარ, ამბოხის და პროტესტის თვალსაზრისით, წერილობით უფრო გაწონასწორებული ვარ, გინდ ფბ-ზე და გინდ ბლოგზე
ასე რომ ყველა მასე არაა გენაცვალე :P
ყველაზე არც მე ვღაღადებ
მდაააააააა
იქნებ პირადად კითხო ყველას – რატომ??? თორე ასე არავინ არ მიიღებს საკუთარ თავზე და პასუხს ყველა ზოგადს გაგცემს…
ჰოდა ეგეთი ზოგადადგამცემების თავები ვახალე ერთმანეთს
რომელს განვეკუთვნები?! არ დამიმალო
ვერცერთს
ჰოდა, ეგრე! :P მიმაკუთვნებდი რომელიმეს დაააა!
შენ ყველგან ერთნაირი не рыба – не мясо ხარ
არ წამოვეგები პროვოკაციას! მაგისთვისაც მადლობა!
Whatever!
პირადად მე ადამიანი თუ არ დამევასა სასტიკ იგნორს ვუკეთებ , ხმის ამოღებაზე ზედმეტია ლაპარაკი :შ
მე როგორი ვარ, იმპერატორო,ღვთის პირიდან გადავარდნილი?.. :?
ჩათვალე, რომ ეს პოსტი შენზეა
არადა…
იმპერატორო…
ვაი..
ეჭვიანობას ვიწყებ..
კლავიატურის კაი ბიჭები : ))))))))))))))))))))))
პ.ს. რო გნახავ, შემახსენე და ჩემს ვარიანტს მოგიყვები ამ საკითხთან დაკაბვშირებით :
ოღონდ შემახსენე…
რატომ?-იმიტომ, რომ ძალიან უნდათ დაამტკიცონ /ან საკუთარ თავს დაუმტკიცონ/, რომ თავისუფლები არიან. მაგრამ ავიწყდებათ, რომ თავისუფლება, როგორც ასეთი,შინაგანია და ნიშნავს, რომ ადამიანი უფლობს საკუთარ თავზე,უფლობს-ე.ი.შეუძლია ლაგამი ამოსდოს იმას, რაც მას დააკნინებს,დაამდაბლებს. ამიტომ არის ძნელი მისაღწევი თავისუფლება, თორემ გაშიშვლებას,ექსცენტრიული და სკანდალური რამეების გაკეთებას ან ამაზე წერას რა უნდა…
***** კარგი პოსტი იყო!
ჩვენც ადამიანები ვართ
ვახ. ვახ…
როგორ გეტყობა მე რომ არ გყავარ პირწიგნაკში.
თორემ ჩემზე მაგას ვერ იტყვი.
რასაც ვფიქრობ, იმასვე ვწერ სტატუსებში, ბლოგში და ნუ მოკლედ.
რასაც ფიქრობ კი არა, რასაც წერ, იმასვე თუ ამბობ ლაივში?
კომენტარების არ ხდება აქ???
იმიტომ, რომ ინტერნეტი ის სფეროა სადაც თავისუფლად ხარ ის ვინც გინდა იყო… და ტანაც ისე იცვლება რეალურსა და ვირტუალურ სამყაროებს შორის რომ განსხვავებას ვერც გრძნობ
მე პირადად ვთვლი რომ ორივეგან ერთი და იგივე ვარ
თუმცა ჩემი გაცნობის შემდეგ შეიძლება იგივე კიტხვა დაგებადოს. რატომ არის ასეთი განსხვავებული
უბრალოდ უჭირთ ცხოვრებაში საკუთარი თავის რეალიზაცია რაც ინტერნეტ სივრცეში ბევრად ადვილია
ერთადერთი რაც მაწუხებს გასტრიტი და ჰაიმორიტია
ხუმრობით… ნუ რა გითხრა აბა ზოგისთვის ბლოგი თავისი თავისგან ახალი გმირის ჩამოყალიბების საშუალებაა.. ნუ შენც არამგონია იმის ასლი იყო რაც აქ წერია რადგან ერალობაში უფრო დასტოინები და მორიდებულები ვართ ანუ უფრო აკადემიურები ხოლო აქ წერე რაც გინდა და როგორც გინდა ხოლო რაც შეეხება ლუზერებს ეგ ცოტა ცუდადაა გასროლილი და უკანვე მოგხვდება ერთერთი ისეთი ბლოგერისგან რომელიც თავის რეალურ სახეს მხოლოდ ბლოგში აჩენს..
ტაკ ჩტო…
ნეპრავილნა, ნე უნიჩტაჟაი მარალნა
ჩემი სტვენა ხომ ნახე… ჰოდა კიდევ ფიქრობ, რომ ბლოგური ცხოვრებისგან განვსხვავდები?
სულ შემთხვევით გადავაწყდი ეხლა ამ პოსტს, თანაც მაშინ როდესაც ამაზე ვფიქრობდი


არა, მართლა საინტერესოა რატომ არიან ესე რადიკალურად განსხვავებულები? მესმის ოდნავ იყო, მესმის ისე თავისუფლად ვერ მოიქცე როგორც ინტერნეტში (ბოლომდე ესეც ვერ მესმის) მაგრამ აი რადიკალურად რომ განსხვადებიან ხოლმე ნერვებს მიშლიან
ორი სამყარო აქვთ.ორნი არიან ერთში. ან თვითონ არ უქმნით დისკომფორტს? ამიტომ მეკარგება ხოლმე სურვილი რომ ვინმე ინტერნეტში გაცნობილთან ავაწყო ურთიერთობა, ვიცი რომ რეალურად სულ სხვა იქნება
ნეტა მე როგორი ვჩანვარ? :?
მაგ კითხვით ლეონსიოს მიმართე