რ?ა?ტ?ო?მ?

ადამიანთა ერთ-ერთია, რაც ცხოვრებას საინტერესოს და სასიცოცხლოდ ვარგისს ხდის. სწორედ ამიტომ ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ფეისბუკელი მეგობარი თუ ბლოგერი პირადად გავიცნო. დღეს ერთი აზრი ამეკვიატა, სახელწოდებით

რატომ?

რატომ არიან ზოგიერთი სოციალური ქსელის წარმომადგენლები ძალიან ან რადიკალურად განსხვავებულები რეალურ ცხოვრებაში?

ბევრს ვიცნობ, რომელიც მთელს ფეისბუკს ან ბლოგებს თავისი მეამბოხე, ორიგინალური, სასაცილო, რადიკალური, ამაზრზენი ან ექსცენტრიული სტატუსებით აწრიალებს. ბევრია, რომელიც ყოველ მეორე განახლებად რაიმე ამაზრზენს, შეურაცხმყოფელს ან სადისკუსიოს დებს. ბევრს ისეთსაც ვიცნობ, ვინც მხოლოდ მკივანა და მწვავე საკითხებზე პოსტავს.

რეალობაში კი…

ან დამფრთხალები, მოკრძალებულები, დაშინებული და თმააბურძგნული გამოხედვით,

ან მუდუები, დამუნჯებულები, не рыба – не мясо-ები, მაზალო ტიპები, ქლიბები, მოსაწყენები.

მაინტერესებს, რატომ არ შეიძლება, ადამიანი ყველგან იყოს ის, ვინც არის? არ ვგულისხმობ, რომ ყველანი უნდა იყვნენ გმირები და თავისუფალი სიტყვისა და ლიბერალური შეხედულებების საქვეყნო მანიფესტაცია მოახდინონ. უბრალოდ, ისე ჩვეულებრივად და იმავე ფორმით გამოხატონ თავიანთი აზრები და შეხედულებები, როგორც ამას სოციალურ ქსელში აკეთებენ. მოკლედ, იყვნენ ადეკვატურები იმისა, რასაც ფიქრობენ.

წინააღმდეგ შემთხვევაში მრჩება შთაბეჭდილება, რომ ასეთი ხმაურიანი ადამიანები რეალურად დაკომპლექსებულები და ლუზერები არიან.

რ?ა?ტ?ო?მ?

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

39 thoughts on “რ?ა?ტ?ო?მ?

  1. busx

    ვაფშეტა პირიქით. ყველა ადამიანი თავის ბლოგის ასლია ხოლმე, უმეტესწილად.

  2. ნათია

    ჩავფიქრდი…ჩემს თავზეც…მაგრამ მადლობა გმერთს რაც ვარ რეალურ ცხოვრებაში..ის ვარ ყველგან :) ისე მეც დიდი ხანია მაწუხებს ეს კითხვა…რატომ?

  3. მარი

    დამაბნეველია ეგეთი შეუსაბამობები. მაგრამ იქნებ ის მუდო და დამუნჯებული ტიპი რეალურად ვერ ახერხებს თავისი აზრის სრულ გამოხატვას, თუნდაც იმიტომ რომ მუდოა და დამუნჯებული, ჰოდა სოციალურ ქსელზე ცდილოებს აინაზღაუროს ეგ “დანაკლისი”. ხოლო ვინც რეალობაში განიხილავს მკივანა და მწვავე საკითხებს, მგონია რომ სოციალურ ქსელზე იგივეს აღარ გააკეთებს. მობეზრდება ყველგან ერთნაირად მოქცევა ბოლოს და ბოლოს.

  4. როდრიგო

    ჩემი ბრალია მგონი…

    ფსიქოლოგიური კუთხით ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრი რაღაცის აღმოჩენას იძლევა პიროვნებაზე და დაახლოებით ვხვდები იმ ბლოგერებს “პრობლემებს” რომლებსაც ხშირად ვკითხულობ, მაგრამ ვინაიდან რეალში არავის ვიცნობ ჩემს აზრებს ჩემთვის შევინახავ.

    ჩემი აზრით, ბლოგერები ერთმანეთს არ უნდა იცნობდნენ და საერთოდ ფორუმებზეც ეგრეა. ყველა ერთმანეთს რომ იცნობს აზრი და ხალისი ეკარგება ყველაფერს. ინტერნეტ სივრცეშიც რაც მეტი უცნაობი ადამინი გეყოლება მით უკეთესი შენთვის.

    ადამიანთან კარგი ურთიერთობის დამყარებას ისედაც ხომ ვახერხებთ, რა საჭიროა მერე უფრო მეტად დაახლოება დაძმაკაცება დამეგობრება…მით უმეტეს ბლოგებზე ისეთ რამეებს ვწერთ, რასაც რელურად გაცნობილებს არასოდეს ვეტყოდით.

    რამდენი ვწერე. მე ესე ვფიქრობ. მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე ბლოგერს ვიცნობ უკვე. რავიცი.

    1. zurriuss Post author

      მე ყველგან ის ვარ, რაც ვარ. ბლოგმა კიდევ უფრო დამარწმუნა ამაში :)

        1. zurriuss Post author

          8ლარი მქონდა დარჩენილი და ძლივს დავხარჯე. ერთი საათი ვიძახდი, არიქა, წიგნი მაყიდინეთ-თქო :green:
          ვერთობი ყოველნაირად :დაფასებულ:

    1. ანინა

      იმიტომ, რომ ინტერნეტი ის სფეროა სადაც თავისუფლად ხარ ის ვინც გინდა იყო_
      მე ცხოვრებაშიც თავისუფლად ვარ ის, ვინც მინდა ვიყო : ))
      :p

      1. zurriuss Post author

        ნეტა სხვაც ჩვენსავით იყოს, არა? :დამცინავისმაილი: :green:

  5. ქეთ_ევა_ნ

    ჩემი აზრით ეგ მარტივია: კლავიატურასთან უფრო მეტად შეგიძლია საკუთარი ემოციების გამოხატვა თამამად და რეალურ ცხოვრებაში უკვე ხედავ ადამიანების რეაქციას შენს ემოციებზე და სიტყვებზე, ეს კი გაბრკოლებს :) მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე რეალური მაინც ინტერნეტშია ადამიანი,უბრალოდ დაკვირვება უნდა.. რას წერს, რა ფოტოებს დებს,რას უსმენს, ან კითხულობს და ა.შ.

  6. ლილიანი

    მდას ზურაბ ვინ შეგხვდა ასეთი ასეთი შეუსაბამო საკუთარ ვირტუალურ მესთან : )))
    არაუშავს ხდება : ) ყველა იცვლება იზრდება და მოკლედ თვალყური ადევნე

  7. Katieé.Ge

    კი ბატონო, მეც ბევრი შემხვედრია მასეთი.

    თუმცა, ასეთ დროს მგონია ხოლმე, რომ ადამიანები თავისი თავის რეალიზებას უფრო კარგად ვირტუალურ სივრცეში ახდენენ ხოლმე და სინამდვილეში ისეთები არიან, როგორიც სურთ რომ იყვნენ და როგორადაც ვირტუალურად გვაჩვენებენ თავს. რეალურ ცხოვრებაშიც ასეთები იქნებოდნენ, შიშები დ აკომპლექსები რომ არ უშლიდეთ ხელს :)

    მეც ვპოულობ საკუთარ თავში განსხვავებებს, მაგალითად, პირადად თუ უნდა ვეჩხუბო ვინმეს, ამას წერილობით უკეთესად მოვახერხებ, ვიდრე პირისპირ, რადგან პირისპირ ყოველთვის ვთმობ და ვაგებ ან პირიქით, ვფეთქდები და შემდეგ ვნანობ, ანუ მაინც ვაგებ :)

    დანარჩენი კი, სინამდვილეში ბევრად აგრესიული ვარ, ამბოხის და პროტესტის თვალსაზრისით, წერილობით უფრო გაწონასწორებული ვარ, გინდ ფბ-ზე და გინდ ბლოგზე :)

    ასე რომ ყველა მასე არაა გენაცვალე :P

  8. Qilipa

    მდაააააააა :) იქნებ პირადად კითხო ყველას – რატომ??? თორე ასე არავინ არ მიიღებს საკუთარ თავზე და პასუხს ყველა ზოგადს გაგცემს…

    1. zurriuss Post author

      ჰოდა ეგეთი ზოგადადგამცემების თავები ვახალე ერთმანეთს :green:

  9. Clown^^

    პირადად მე ადამიანი თუ არ დამევასა სასტიკ იგნორს ვუკეთებ , ხმის ამოღებაზე ზედმეტია ლაპარაკი :შ

  10. vasasi

    მე როგორი ვარ, იმპერატორო,ღვთის პირიდან გადავარდნილი?.. :?

  11. Landish

    კლავიატურის კაი ბიჭები : ))))))))))))))))))))))

    პ.ს. რო გნახავ, შემახსენე და ჩემს ვარიანტს მოგიყვები ამ საკითხთან დაკაბვშირებით :

    ოღონდ შემახსენე…

  12. რინე

    რატომ?-იმიტომ, რომ ძალიან უნდათ დაამტკიცონ /ან საკუთარ თავს დაუმტკიცონ/, რომ თავისუფლები არიან. მაგრამ ავიწყდებათ, რომ თავისუფლება, როგორც ასეთი,შინაგანია და ნიშნავს, რომ ადამიანი უფლობს საკუთარ თავზე,უფლობს-ე.ი.შეუძლია ლაგამი ამოსდოს იმას, რაც მას დააკნინებს,დაამდაბლებს. ამიტომ არის ძნელი მისაღწევი თავისუფლება, თორემ გაშიშვლებას,ექსცენტრიული და სკანდალური რამეების გაკეთებას ან ამაზე წერას რა უნდა…

    ***** კარგი პოსტი იყო!

  13. Kate

    ვახ. ვახ…
    როგორ გეტყობა მე რომ არ გყავარ პირწიგნაკში.
    თორემ ჩემზე მაგას ვერ იტყვი.
    რასაც ვფიქრობ, იმასვე ვწერ სტატუსებში, ბლოგში და ნუ მოკლედ. ;) ;) ;)

    1. zurriuss Post author

      რასაც ფიქრობ კი არა, რასაც წერ, იმასვე თუ ამბობ ლაივში? :green:

  14. სიყვარულოვნა

    იმიტომ, რომ ინტერნეტი ის სფეროა სადაც თავისუფლად ხარ ის ვინც გინდა იყო… და ტანაც ისე იცვლება რეალურსა და ვირტუალურ სამყაროებს შორის რომ განსხვავებას ვერც გრძნობ
    მე პირადად ვთვლი რომ ორივეგან ერთი და იგივე ვარ
    თუმცა ჩემი გაცნობის შემდეგ შეიძლება იგივე კიტხვა დაგებადოს. რატომ არის ასეთი განსხვავებული

  15. BENJAMIN

    უბრალოდ უჭირთ ცხოვრებაში საკუთარი თავის რეალიზაცია რაც ინტერნეტ სივრცეში ბევრად ადვილია

  16. Adam

    ერთადერთი რაც მაწუხებს გასტრიტი და ჰაიმორიტია :) ხუმრობით… ნუ რა გითხრა აბა ზოგისთვის ბლოგი თავისი თავისგან ახალი გმირის ჩამოყალიბების საშუალებაა.. ნუ შენც არამგონია იმის ასლი იყო რაც აქ წერია რადგან ერალობაში უფრო დასტოინები და მორიდებულები ვართ ანუ უფრო აკადემიურები ხოლო აქ წერე რაც გინდა და როგორც გინდა ხოლო რაც შეეხება ლუზერებს ეგ ცოტა ცუდადაა გასროლილი და უკანვე მოგხვდება ერთერთი ისეთი ბლოგერისგან რომელიც თავის რეალურ სახეს მხოლოდ ბლოგში აჩენს..

    ტაკ ჩტო…
    ნეპრავილნა, ნე უნიჩტაჟაი მარალნა :)

    1. zurriuss Post author

      ჩემი სტვენა ხომ ნახე… ჰოდა კიდევ ფიქრობ, რომ ბლოგური ცხოვრებისგან განვსხვავდები? :)

  17. სიყვარულოვნა

    სულ შემთხვევით გადავაწყდი ეხლა ამ პოსტს, თანაც მაშინ როდესაც ამაზე ვფიქრობდი :|
    არა, მართლა საინტერესოა რატომ არიან ესე რადიკალურად განსხვავებულები? მესმის ოდნავ იყო, მესმის ისე თავისუფლად ვერ მოიქცე როგორც ინტერნეტში (ბოლომდე ესეც ვერ მესმის) მაგრამ აი რადიკალურად რომ განსხვადებიან ხოლმე ნერვებს მიშლიან :|
    ორი სამყარო აქვთ.ორნი არიან ერთში. ან თვითონ არ უქმნით დისკომფორტს? ამიტომ მეკარგება ხოლმე სურვილი რომ ვინმე ინტერნეტში გაცნობილთან ავაწყო ურთიერთობა, ვიცი რომ რეალურად სულ სხვა იქნება :|
    ნეტა მე როგორი ვჩანვარ? :?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »