რატომ უნდა დაალაიქოთ

მას შემდეგ, რაც ხელში ფუნჯი ავიღე, ყოველთვის მეშინოდა ხატვის. არასდროს ისე შებოჭილი არ ვარ, როგორც ფუნჯით ხატვის დროს, რადგან მინახავს ათასობით შედევრი, რომელიც შექმნილა ფუნჯით. მინახავს მხატვრები, ხელის რამდენიმე ოსტატური მოსმით უკვე დასრულებულ ნახატს რომ ქმნიდნენ… და, ყოველივე ამის შემდეგ, მე უნდა გამებედა და დამეხატა? რა ვქნა, ძალიან მინდოდა და დავხატე. ახლა იმას მაინც აგიხსნით, რატომ ღირს ჩემი ნახატის დალაიქება და მერე თქვენ გადაწყვიტეთ, რამდენად ემთხვევა ჩემი “თავის მართლება” ჩემსავე ქმნილს.

1.ჩემი ბედნიერება – ნახატს ჰქვია ასე. მზის ჩასვლის ყურება ჩემი ბედნიერების პიკია. ამ დროს თითოეული ნერვის დაბოლოება სიამოვნებით მითრთის და მბურძგლავს.

2. ზღვა – 14 წლის განმავლობაში ზღვას მხოლოდ წარმოსახვით ვხატავდი. როცა პირველად ვნახე, იგი იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა და იმაზე რთული დასახატი, ვიდრე წარმომედგინა. ზღვა იმდენად ყოვლისმომცველია, მის დასახატად აუცილებლად ყველა-ფერი უნდა გამოიყენო.

3. თვითმფრინავი – ზოგს დელფინი ჰგონია და მართლებიც არიან, რადგანაც აქ ორივეს გაერთიანება მსურდა. ერთი მხრივ, ზღვის მხიარული ბინადრის და, მეორე მხრივ, ადამიანის დიდი გამოგონების სინთეზი: სიცოცხლე სიკვდილზე ძლიერია და, ჩემი ბედნიერება იქნება, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სწორედ დელფინივით ამოხტეს წყლიდან, მზეს შეეთამაშოს და ხელმეორედ დაიბადოს..

4. ფრენბურთი – თვითონ სახელიც მიანიშნებს, რომ მის მოთამაშეს, ყველაზე მეტად, ფრენა სურს ამ ქვეყანაზე. ამ შემთხვევაში, ეს ფიგურა მე ვარ, თუმცა, ჩემს ადგილზე, შეიძლება, იყოს ნებისმიერი და ხელი დაჰკრას წყლიდან ამომხტარი თვითმფრინავის მიერ გადმოტყორცნილ მზეს.

5. კოქტეილის ჭიქა – კოქტეილი ჩვენი მრავალფეროვანი და მღვრიე ცხოვრებაა, ლიმონი კი მზის ციკლის გაგრძელება. ანუ ცხოვრება უფრო და უფრო მლაშდება, მაგრამ მუდამ არომატულია ;)

6. ცა – ჰაერის ასეთი ტალღების მოსმა პირველად 2003 წელს, ფილმში “კალასი სამუამო” ვნახე. სწორედ მის მერე დავრწმუნდი ცისა და ზღვის ერთიანობაში. აქედან გამომდინარე, მჯერა, რომ ცაც ისეთივე ზღვაა, როგორც ზღვა არის ცა. მიყვარს, როდესაც ცა თავისით ლაპარაკობს და მის დასახატად ფერთა ფერება არ გჭირდება. დაადე ნებისმიერი სა$ღებავი და იგი უსათუოდ გაგიგებს.

ეს არის ყველაფერი მოკლედ, რისი თქვენთვის ახსნაც შემეძლო იმისთვის, რომ გაგეგოთ, რატომ უნდა ადალაიქოთ ჩემი ნახატი ფეისბუკზე. აი, აქ:  https://www.facebook.com/photo.php?fbid=10150247604898138&set=a.10150247604893138.329823.150776988137&type=1&theater  შესაძლოა, ჯერ ეს გვერდი გქონდეთ დასალაიქებელი: https://www.facebook.com/GeorgianLottery

ამით თქვენ არაფერს კარგავთ, მე კი, გამარჯვების შემთხვევაში, საშუალება მომეცემა, ზეთის საღებავებით ვხატო და სიკეთე ვაკეთო.

ყველას დიდი მადლობა და წავედი :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

4 thoughts on “რატომ უნდა დაალაიქოთ

  1. მარი

    აჰა, აი თურმე რა ყოფილა ის დელფინი და ის კაცი კი მეგონა, წყალში აპირებდა ჩახტომას :d
    წარმატებები!

  2. მეანდერძე

    ზღვა მართლა მომეწონა + პოსტის ბოლო ნაწილი ზღვისა და ცის ერთიანობაზე, ყოჩაღ
    აუცილებლად დავალაიქებ :d

  3. გვირილა

    დავალაიქე მე და წარმატებები შენ ;)
    მართლა მომეწონა ნახატი და ზღვაზე, მზეზე და ცაზე რაც გიწერია, მაგი ჩემია და ჩუ!.. :d მეგონა მე ვბჟუტურებდი მსგავს რაღაცეებს მარტო. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ზღვას უკვე 22 წელია ვიცნობ :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »