რატომ უნდა გქონდეს ერთზე მეტი შემოსავლის წყარო საქართველოში

20140907_120350

მე ვარ ზურა, იურიდიული საცხოვრებლით ქუთაისში. თბილისში ქირით ვარ, უკვე წლებია. აქ ვმუშაობ, ვხატავ, ვსტვენ, ვმღერი, ვწერ ბლოგზე, მივდევ მობაილ ფოტოგრაფიას. ანუ, როგორც ნაცნობ-მეგობრები მეუბნებიან, ყველაფერს ვედები.

“ნიჭიერის” შემდეგ ხელოვნებაში ახალი სტიმული მომეცა და საზოგადოებისგანაც ამ მხრივ მეტ ყურადღებას ვგრძნობ. შესაბამისად, ვცდილობ, სოციალური მედიის მენეჯერობის გარდა, ფული ხელოვნებითაც ვიშოვო. რატომ? იმიტომ, რომ ისეთ არასტაბილურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არაფერია გარანტირებული.

თითქმის შეუძლებელია, იმუშავო ერთ სამსახურში, რადგან ხშირად ხელფასი არ გყოფნის, რომ თან იცხოვრო და თან გადასახადები იხადო.

თითქმის შეუძლებელია, იმუშავო ერთ სამსახურში, რადგან არ იცი, როდის აზანზარდება დამოკლეს მახვილი შენს თავზე.

თითქმის შეუძლებელია, ბოლო წუთზე არ გადაგაგდონ.

თითქმის შეუძლებელია, რამე წინასწარ დაგეგმო და ხელი არ შეგეშალოს.

თითქის შეუძლებელია, იმის შიში არ გქონდეს, რომ ერთი სატლეფონო ზარით, მესიჯით თუ წერილით, შემოსავლის გარეშე დარჩე.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ჩვენებრ არაპროგნოზირებად და გადამგდებ ადამიანთა ქვეყანაში, სადაც:

არ იცი, რას მოიმოქმედებს მეზობელი სახელმწიფო,

წარმოდგენაც არა გაქვს, რა “აღმოჩენას” გააკეთებს დამქირავებელი,

აზრადაც არ მოგივა, რა გარემოებით გატეხს დაპირებას შეთანხმებულ-ხელჩამორთმეული მხარე,

სტაბილურობა მიუღწეველია,

ხოლო პოლიციას ვერ გადაუწვეტია, კარგი იყოს, თუ ცუდი,

უპრიანია, ადამიანმა იქონიოს ერთზე მეტი შემოსავალი და თავისი (გამომუშავებული თუ ღვთისგან ბოძებული) უნარები მატერიალურ კეთილდღეობას მოახმაროს. იქნება ეს ერთი ან რამდენიმე სამსახური თუ დამატებითი შემოსავალი. რამეთუ აქ არავინ არაფრისგან დაზღვეული არ ვართ.

ხელოვანებთან მიმართბაში კი საზოგადოების დიდ ნაწილს ისიც ავიწყდება, რაც მოსწონს, იმაში ფულიც გადაიხადოს. თუნდაც იმისთვის, რომ ადამიანმა, რომლის პროდუქტიც მას ასე ახარებს, შეძლოს მოღვაწეობის გაგრძელება.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

2 thoughts on “რატომ უნდა გქონდეს ერთზე მეტი შემოსავლის წყარო საქართველოში

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »