რატომ ხდებიან ბლოგერები?

ასეთი ტიპის შეკითხვას ათიოდ წლის წინ ვუსვამდი მათ, ვინც ეწეოდა და მათგან ძირითადად ორ პასუხს ვიღებდი:

  1. დეპრესია
  2. ყველა ეწეოდა და იმიტომ

დღეს მე გეკითხებით თქვენ, რატომ ხდებიან ბლოგერები?

კაი პონტია და იმიტომ?

თუ რამე ახალია სათქმელი?

პირადად მე ბლოგის წერა 2008 წელს დავიწყე და მაშინ ქართველი ბლოგერების (სვითი, დოდკა, როკო, ყვავა, საბუნია) არსებობის შესახებ არ ვიცოდი. ვწერდი იმიტომ, რომ მინდოდა, ჩემს მოთხრობებს გასაქანი მისცემოდა. საბლოო ჯამში, ჩემგან მწერალი არა, მაგრამ კარგი ბლოგერი გამოვიდა. კარგი იმ თვალსაზრისით, რომ პოპულარული ვიყავი და ჩემს აქტივობებს ბევრი გამოხმაურება ჰქონდა.

ახლა შედარებით დაბალი აქტიურობით გამოვირჩევი, თუმცა სექტემბრიდან საინტერესო ცვლილებებს ელოდეთ ;)

ახლა თქვენ მიპასუხეთ:

არის რაიმე კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდე, რომ გერქვას ბლოგერი?

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

23 thoughts on “რატომ ხდებიან ბლოგერები?

  1. natia

    მე გავხდი ორი წლის წინ და როგოც მახსოვს სხვის ჯინაზე :დ თან აქაურობამ საშუალება მომცა ბევრისგან განსხვავებული ვყოფილიყავი, ნუ იმ დროს, თორემ ეხლა ყველა მეორე ბლოგერობს^^
    კრიტერიუმებს რაც შეეხება, “ბლოგერი” ყველა შეიძლება გახდეს, ვორდპრესზე და სხვა მსგავს საიტებზე რეგისტრაციით, მაგრამ, “კარგი ბლოგერი” ნაკლებად, ჩემი აზრით ინდიდუალურობა, ორიგინალურობა, რაც მთავარია წერის კარგი სტილი, შრომისმოყვარეობა და რამდენიმე სხვა მსგავსი კარგი თვისება აყალიბებს ადამიანს კარგ ბლოგერად^^

      1. natia

        ჰმ, ყველგანაა გარკვეული კრიტერიუმები, მითუმეტეს იქ, სადაც წარმატების მიღწევა შეიძლება:/

        1. zurriuss Post author

          მაგრამ ყველა წარმატების მისაღწევად არ აკეთებს ბლოგს

          1. natia

            კარგი ბლოგის გაკეთება უკვე წარმატებაა და მეც კარგ ბლოგზე ვსაუბრობდი:)

  2. მარი

    შარშან იყო გავრცელებული ტეგ-თამაში “რატომ გავხდი ბლოგერი”. ვისი პოსტებიც წავიკითხე, უმეტესობა საკუთარი ჭიის გახარებს ასახელებდა მიზეზად.
    მგონი, ბლოგერის კრიტერიუმების დასახელება სისულელეა. რამე კრიტერიუმი რომ მოვიფიქრო, მაშინვე გამოჩნდება ვინმე ისეთი, რომელიც ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, არადა, აშკარად ბლოგერია :d

    1. zurriuss Post author

      მგონი, ყველა მაინც “საკუთარი ჭიის გახარების” კრიტერიუმში ჯდება მეტნაკლებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, არც შექმნიდნენ :)

  3. სიყვარულოვნა

    “არის რაიმე კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდე, რომ გერქვას ბლოგერი?” – კი, ბლოგი უნდა გერქვას.

    და ბლოგერი იმიტომ გავხდი რომ მისწორდებოდა ჩემი ამბების საჯაროდ წერა, ვოტ

    1. zurriuss Post author

      …ტო ისწ, ბლოგი უნდა გქონდეს, ალბათ, ხო? :d
      შენ ეგ ახლაც გისწორდება, მთავარია, რამდენად კარგად ახერხებ მაგას :)

        1. zurriuss Post author

          ძალიან კარგად არა, მაგრამ ნორმალურად – კი. იმჰო ;)

  4. Sophie שרה Golden

    უნიში ხომ ინტერნეტმედიას თუ რაღაცას გავდიოდით და მაშინ დაგვავალეს, მგონი. ამიტომ 2008-ის აპრილიდან გავაკეთე ბლოგი და მაშინ ჩემს სტატიებს ვაქვეყნებდი და ფილმებზე, წიგნებზე შთაბეჭდილებებს.
    მაშინ პირველმა დოდკამ დატოვა კომენტარი ბლოგზე და მის ლინკზე რომ გადავედი, შევიტყვე, საერთოდ ბლოგზე რას წერდნენ. მერე 2009-ის იანვარში ია ანთაძემ დოდკა მოიყვანა ლექციაზე ჩვენთან და იმის მერე დავიწყე მეც უფრო პირადული ამბების წერა.

    შენი არ იყოს, ადამიანი თუ საინტერესოდ წერ, შენი მოსაწყენი და ბითურული ყოველდღიური ცხოვრებაც კი მოეწონება მკითხველს. ამ ბოლო დროს არ ვიცი, ასეთი ქართული ბლოგი თუ არსებობს.

    1. zurriuss Post author

      ბოლო დროს არც მე ვიცი, რადგან არც შენსაზე და არც არავისაზე კარგა ხანია, არ შემოვსულვარ. ასე რომ, არც მე ვიცი, შენ გარდა, ყოველდღიურ ცხოვრებაზე შენზე უკეთ ვინ წერდა :)

  5. nikaa

    ჩემს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების ჩანაწერებს ვაკეთებ ბლოგზე და მიხარია.

  6. ❥ Natsy

    მე არ ვიცი რატომ გავხდი ბლოგერი, მართლა არ ვიცი, კონკრეტული მიზანი არ მქონია, უბრალოდ წერა მსიამოვნებს და მაშინაც მსიამოვნებდა.
    რაც შეეხება კრიტერიუმს, არსებობს რამდენიმე, მაგალითად-წინადადება წინადადებაზე გადაააბას და აზრი ჩამოაყალიბოს, მართლა არ შეუძლია ეს ყველას )) ;) ;)

  7. სოფო

    თავიდან უსაქმურობის და წერის სიყარულის გამო გავაკეთე, მაგრამ ეხლა საქმიან პერიოდებშიც მნიშვნელოვანია ჩემთვის და მაგის გაუქმებას ყველაფერი მირჩევნია :!:

  8. commercial idiot

    ბლოგერი ნებისმიერი შეიძლება გახდეს მარტივი რეგისტრაციით ავტომატურად დამატებული “ჰელოუ ვორდის” პოსტით, მაგრამ კარგი ბლოგერი რომ იყო, როგორც მინიმუმ, საკუთარი აზრი და მისი წერილობითი სახით “აკინძვის” უნარი უნდა გაგაჩნდეს.
    მე, ბლოგი 2 წლის წინ შევქმენი, წერა მიყვარს და მიზეზიც ეგ იყო.

  9. აქსიომა

    პირველი ბლოგი მეც ისე გავაკეთე, საერთოდ აზრზე არ ვიყავი ბლოგოსფეროს არსებობის შესახებ. დღეს უკვე რამდენიმე გულწრფელი მკითხველისთვის ვწერ. მომწონს მათთვის საკუთარი ნაფიქრის გაზიარება და ალბათ ამაშია ჩემთვის მთელი ბლოგინგის კაიფი.
    როცა ბლოგი გაქვს, რაღაცნაირად საკუთარი ვირტუალურ სცენაზე თამაშობ. თითქოს, ერთი პატარა თეატრი გაქვს თავის მაყურებლებიანად და სხვა მსახიობებივით ბედნიერი ხარ, როცა ამ თეატრში წარმოდგენები ანშლაგით მიმდინარეობს. ერთობი და საკუთარი პოპულარობა გეკაიფება.
    ვიზიტორების რაოდენობა კიდევ საერთოდ არ ნიშნავს მკითხველების რაოდენობას. შენი 5 მკითხველი სხვა ბლოგის 500 შემთხვევით ვიზიტორს ყოველთვის გადაწონის, თუნდაც იმიტომ, რომ შენი ნაწერის წასაკითხად აუცილებლად დაბრუნდებიან უკან და სიამოვნებით დაგითმობენ საკუთარი ცხოვრების რამდენიმე წუთს. მაშინ ხვდები, რომ ბლოგერი ხარ, მაშინ ხვდები რომ პასუხისმგებლობა გაკისრია სხვა, თუნდაც რამდენიმე მოწყენილი ადამიანის წინაშე. კარგი რამეა ბლოგინგი. წარმატებები ზურიუსს! :)

  10. ნინაკა

    წერა მინდოდა და ამიტომ დავიწყე ბლოგის წარმოება. უბრალოდ ვიპოვე ადგილი, სადაც ჩემ ნაჯღაბნს გადაავლებდნენ თვალს. რომ ვთქვა სუპერაქტიურობით გამოირჩევა ჩემი ბლოგი და პოპულარული ბლოგერი ვარ-მეთქი, ტყუილი იქნება, უბრალოდ მეც ”ჩემ ჭიას ვახარებ” :))))) ეს ის ადგილია სადაც დამღლელი დღის ბლოს აუცილებლად შემოვდივარ, თუ ერთ წინადადებას მაინც არ დავწერ სხვებს ვკითხულობ. რაც შეეხება კრიტერიუმებს, ვფიქრობ ბლოგერი თავისუფალია ყოველგვარი კრიტერიუმებისგან. :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.