რატომ თეატრი და არა კინო?

ჩემი ბოლოდროინდელი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, ხშირად ზედმეტად გადატვირთულ-გათანგული ვარ. სიახლეებზე ფიქრი – ჩემი მოვალეობაა, ყველაფერზე ნერვიულობა – ჩემი ავადმყოფობა და ამ ყველაფრის შედეგმა ცოტა ხნის წინ თავიც იჩინა. ახლა კარგად ვარ და ვცდილობ:

  • საჭიროზე მეტი არ ვინერვიულო
  • საჭიროზე მეტად არ ვიაქტიურო
  • ჭამას მოვუმატო
  • ადრე დავწვე და მეტ ხანს ვიძინო

თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც თითქმის ყოველდღე მიმსუბუქებს ამქვეყნიურ ტვირთს, საღამოს თეატრალური სეანსებია.

რატომ თეატრი და არა კინო?

  • თეატრი ცოცხალია
  • სპექტაკლის ერთი და იგივე თამაში არ არსებობს
  • უფრო კონცენტრირებული ხარ, რადგან შენთვის თამაშობენ (თუნდაც მეასედ)
  • “იძულებული” ხარ, დაინტერესდე, რადგან საამისოდ სახლის ფუმფულა დივანი გაიღე მსხვერპლად
  • თუ ახლოს ზიხარ, ხედავ, ნელ-ნელა როგორ იღლებიან მსახიობები და შუბლი როგორ ეცვარებათ
  • განიცდი არა მხოლოდ გმირს, არამედ, შესაძლოა, მსახიობის ყოფასაც

თეატრთან შედარებით, კინო არის:

  • ყოველთვის ერთნაირი (ტექნიკურად)
  • საყურებლად კომფორტული
  • ნაკლებად საპასუხისმგებლო
  • გადახვევადი, განმეორებადი ანუ წარუვალი

თუ სპექტაკლს მეორედ ან მეტჯერ უყურებ, ნელ-ნელა ხვდები:

  • ნიუანსებს
  • ვინ რას ამატებს
  • ვინრას აკლებს
  • ვინ ჯანზეა
  • ვის ეზარება
  • ვის შეეშალა
  • ვინ დაეხმარა

თითოეული ნიუანსის ცვლილება, თითო საგნის გადაადგილება (სწორად დადგმულ და კარგად გათვლილ სპექტაკლში) რაღაცას ნიშნავს. თუ, რამე შემთხვევის წყალობით, ერთმა მეორეს ის ჭიქა კი არ ესროლა, არამედ გადაუგდო, მორჩა, ის უკვე სხვა გმირია, კრიტიკულ მომენტებში სულ სხვა თვისებებს ავლენს. არადა, შესაძლოა, რეჟისორს არც უფიქრია ამაზე და მსახიობმა (შემთხვევით ან განზრახ) თავისთვის სულ სხვა ტიპაჟი შექმნა. თუმცა, ასევე შესაძლოა, რომ ჭიქის გადაგდებამ პირიქით დააზარალოს პერსონაჟი და მაყურებელს სულ შეუცვალოს მასზე, როგორც ადამიანზე, წარმოდგენა.

მოკლედ, თეატრის მსახიობობა და აკრობატის თოკზე გასვლა ერთია: მუდამ რისკიანი, მუდამ საფრთხისშემცველი, მუდამ ბუნდოვანი ფინალით და არასდროს, არასდროს იცი, რა მოხდება.

ვისაც ასეთი რამეები არ გიყვართ ან არ გაინტერესებთ, ფილმების საიტები მიგასწავლოთ? :)

პ.ს. ერთი-ორი კარგი შინაარსიანი ფილმი მეც მირჩიეთ. დავიღალე “ჰაუსის” სერიების ლოდინით :green:

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

7 thoughts on “რატომ თეატრი და არა კინო?

  1. ლიტერატორი

    ნიუანსებს
    ვინ რას ამატებს
    ვინრას აკლებს
    ვინ ჯანზეა
    ვის ეზარება
    ვის შეეშალა
    ვინ დაეხმარა “” – ეს არის ნერვული აშლილობა პუქნტებად ჩამოწერილი :D :D :D

    ხოდა უყურე Mystic River-ს The Reader-ს და ა.შ.

  2. Natalia

    კინოს ყოველთვის მერჩივნა თეატრი, თუმცა მიზეზებზე არასდროს მიფიქრია : ))

    პრინციპში, ერთ სპექტაკლზე ორჯერ არასდროს ვყოფილვარ და საინტერესო უნდა იყოს.

    პ.ს სულ მაინტერესებდა, კატეგორიას ‘ხლოვნებოფილია’ სპეციალურად ქვია? თუ უბრალოდ ‘ე’ აკლია? : )

    1. zurriuss Post author

      პირველი ხარ, ვინც შეამჩნიე. შევასწორებ, როცა არ დამეზარება :)

  3. ნინო კეკელაშვილი

    ზურიკელა ხომ გახსოვს,რომ მიყვარხარ…. :) სასწაულად,რომ არ მეზარებოდეს გაგიშანშალებდი დიიიიდ უსტარს,მაგრამ ღამენთევს ძილი მერევა უკვე…. დაა ხოო ნუ ერთადერთი გამართლება – ბლოგია და ესეც “ჯასთ ბლოგ-პოსტია”,მაგრამ შენი ბლოგია ეგ და არა ბრიჯიტ ჯონსის დღიურისმაგვარი….
    პ.ს. გაზეთი ჯობია თუ რადიო?!
    პ.პ.ს. რადიო ჯობია თუ ტელევიზორი?!
    პ.პ.პ.ს. ტელევიზორი,ჯობია თუ კომპიუტერი(ინტერნეტით რა თქმა უნდა :d :d :d :d :d ) ?!
    შენ რომელი მეტად გიყვარს ეგ სხვა ამბავია,ჰანი,მაგრამ მსგავს დილეტანტურ ნაწერს შენგან არ ვარ მიჩვეული…. :p კსტაწი,კარგი ფილმებით თუ დაინტერესდები მომმართე,რაღაცეეები გამეგებასავით მგონი…. ;)

    1. zurriuss Post author

      კეკეეეეე, როგორ გეტყობა, რომ გეძინება. ეს მე დავწერე იმიტომ, რომ მოცემულ მომენტში რომელი მირჩევნია, თორე, შემიძლია, დავიფიცო, რომ კინოც და თეატრიც თანაბრად მიყვარს :* :)

  4. ნინო კეკელაშვილი

    ზურიკელა,მოგკლავ შენ მე….. :* ფიცზე გენდობი…. :d :d :d

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »