თოვლი რატომ არ მოდის?

2007 წელი. თებერვალში ქუთაისში ასეთი თოვლი იცის. იმედი მაქვს, რომ არ "იცოდა"

უკვე რამდენი ხანია, რაც მეცნიერები ჯიუტად გვიჩიჩინებენ, რომ გლობალური დათბობაა და თუ რამე არ ვიღონეთ, თოვლი კი არა, მზეც სანატრელი გაგვიხდება. ის რადიაციული მზე დღევანდელი თბილი და საყვარელი მნათობისგან სრულიად განსხვავებული იქნებაო. დედამიწის ყინულოვანი ნაწილი გალღვება, რაც ოკეანეში წყლის დონეს 7 მეტრით აწევს. ციმბირის ვეებერთელა ტბებზე ყინულის საფარი გადნება და იქიდან გამოთავისუფლებული მეთანი იქაურობას გადაბუგავს… ეს იმიტომ მოვყევი, რომ თოვლი მომენატრა.

მარტო მე კი არა, ყველას მოგვენატრა თოვლი. ვინც სასტიკად არ მეთანხმებით, ვიცი, რომ თქვენც მოგენატრათ. იმიტომ, რომ სხვანაირად ვერც ნორმალურ გაზაფხულს ეღირსებით, ვერც ნორმალურ ზაფხულს და შემოდგომა როგორი არანორმალურად თბილი იყო, გახსოვთ.

რა ვქნათ, წესია ასეთი: ხეს ფოთოლი უნდა გასცვივდეს, ადამიანს უნდა შესცივდეს და მიწა თოვლით უნდა დაიფაროს. შედეგად, მიწა ნოყიერდება, ტემპერატურას გაზაფხულამდე ინარჩუნებს და ადამიანი კი, ეგებ, ოდესმე შეწყვეტს წუწუნს.

თოვლი მხოლოდ რამდენიმე დღით მიყვარს, მალე მბეზრდება. მაგრამ, როცა ვიხსენებ, როგორ მიყვარს მზე მაისიდან სექტემბრამდე, ვხვდები, რომ სხვა გამოსავალი არ მაქვს: თოვლიც უნდა მიყვარდეს. ჰოდა, მიყვარს.

ქუთაისში აცივდა. წვიმს. ნაცნობ გზებზე ნაცნობი გუბეები კვლავ იჭყანებიან. რიტორიკულად კი ჟღერს, მაგრამ თოვლი რატომ არ მოდის?

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

16 thoughts on “თოვლი რატომ არ მოდის?

  1. ეთო-ბეთო

    მეზიზღება თოვლიჭყაპისიცივე! :!: მაგრამ ისეთი დამაჯერებელი ტონია ამ პოსტში, თანახმა ვარ გათოვდეს :)
    პ.ს ზაზუნას ვინ უმღერის? :lol:

  2. ნიკოლო

    აი, ხომ გეუბნებით გარემოს გაუფრთხილდით-მეთქი და არ გჯერათ! ასე მოგიხდებათ ტყეები რო გაჩეხეთ! მაგრამ, ჩვენ, კეთილმა გარემოსდამცველებმა რა დავაშავე, ვახთ

    1. zurriuss Post author

      გარემოს დამცველები ქრთამებს იღებენ, ნიკოლო :)

  3. paran0id andr0id

    ბათუმში თოვლი “მიზდღემჩი” არ ვარგოდა, მარა ახლა მაგრა აცივდა, წყალუხვად წვიმს და ზამთარია მოკლედ:)
    თუ გინდა, გაგიხარდეს;)

  4. tjorven

    პანიკა მაქვს, ისე მინდა თოვლი :((( არადა რა ნამუსით არ ჩანს აქამდე ვერ გავიგე :შ

  5. მარი

    მოვა, აბა სად წავა? ქუთაისში თუ არა, თბილისში მაინც მოვა :p ჯანდაბას, წელს თუ არა, გაისად მაინც მოვა. და ზაზუნა რაღა შუაში იყო?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.