რატომ არ წავედი “ნიჭიერში”

რა არის “ნიჭიერი”? – “ნიჭიერი” არის მრავალფეროვანი “ჯეოსტარი” და სწორედ ამიტომ, იმედი მაქვს, ოდესმე მაინც, დედუნა მის ჟიურიში მოხვდება. კაცმა რომ თქვას, დებილები, უგუნურები, თაღლითები, ალაგ-ალაგ ნიჭიერები , გამაოგნებლად საინტერესო ადამიანები, და “კაე ტიპები” აქაც ბლ(ი)ომად არიან. არ ვიცი, რომელ კრიტერიუმს მივეკუთვნები მე, მაგრამ ამ ზაფხულზე ორჯერ დამირეკეს “ნიჭიერიდან”, რათა ჩემი სტვენით გამოვსულიყავი ჟიურის წინაშე.

Lakme by zurriuss

ჩემი სტვენა ახლაც ამ მდგომარეობაშია. როცა ფორმაში ვარ, ფაზე უპრობლემოდ ავდივარ. თავს არ ვიქებ, უბრალოდ, 5-6 წელია, ვსტვენ და, ცოტა არ იყოს, დავხელოვნდი. მაგრამ სწავლა მჭირდება, რადგან ეს ყველაფერი უნოტოდ და სმენით მოვათრიე. ახლა თუ რამეს დავაპირებ, პროფესიონალის დახმარებით უნდა მოხდეს. ჰოდა, რატომ არ წავედი “ნიჭიერში”:

  • მიზეზი უნო – გარემოცვა/სანათესაო. იქ, სადაც მე გავიზარდე (იმერეთში), მენტალიტეტი კრძალავს თავისა და, მით უფრო,ოჯახის შერცხვენას მანჭვა-გრეხითა და სხვა მსგავსი საქციელით. მეტყვით ახლა, რომ მე ვარ 22 წლის, რომ 4 წელიწადზე მეტია, კანონიერად დამოუკიდებელი ვარ მშობლებისაგან, მაგრამ რეალურად ასე მხოლოდ მცირე ნაწილია: არ მაქვს საკუთარი ბინა, არც სამყოფი ფული (რომ ვიქირაო). მოკლედ,არ გამოვიმუშავებ იმდენს, რომ “დედას ბუდიდან გავუფრინდე” კი არა და ჰო :)
  • მიზეზი დუე – მოუმზადებლობა. კარგი, დაუვშვათ, გავედი. რა უნდა მექნა? “მეფსტვინა”? ამხელა დარბაზისა და პრეტენზიული ჟიურის წინაშე უნდა გამოვიდეს ადამიანი, რომელმაცცხოვრების 22,5 წელი იმისთვის იცხოვრა, რომ რაღაც წაეფშვიტინებინა? საჭირო იქნებოდა მინიმუმ ორი ვოკალური ნაწარმოების მომზადება თავისი მუსიკით. ეს არუნდა იყოს არა საკუთარი ძალების მოსინჯვა, არამედ, მუსიკალური შოუ ნომერი. სტვენა-ნომერმა უნდა აჩვენოს ყველა სახის შესაძლებლობა: მუსიკალური გემოვნება, ტექნიკა, ინტერპრეტაცია და ეს ყველაფერი ისე უნდა იყოს შეფუთული, რომ მაყურებელს მისი მეორედ ხილვამოუნდეს.
  • მიზეზი ტრე – ხალხი. ქართული საზოგადოების საერთო შეხედულება სტვენაზე წარმოადგენს ერთ მშვენიერ კლიშეს “ფშვიტინი”. საზოგადოება არ არის მზად, აღიქვას სტვენა მუსიკალურ ჟანრად (თუმცა, სადაც რეპია?), არ არის მზად, გაარჩიოს ერთმანეთისგან “შენ სტვენ” და “შენ უსტვენ”. მე კი არცმინდა და არცმაქვს ნერვები, სიახლისათვის მებრძოლის, ნოვატორის ან ახალი ერის დამწყებისსახელით “ვიღვაწო”. ჯერჯერობით სამაგისო ძალა არ შემწევს.

თუმცა რა იქნება მომავალში, არ ვიცი. ზოგჯერ ხომ სულ ცოტა რამ კმარა ყველაფერის შემოსატრიელებლად. ზოგჯერ ერთი პატარა, მაგრამ “ზუსტად ის” შემთხვევაა საჭირო, რომელიც სიტუაციას ისე დააყენებს, რომ შენთვის სასურველი ნაბიჯი გადადგა “წინ” მიმართულებით.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

12 thoughts on “რატომ არ წავედი “ნიჭიერში”

  1. მკითხველი

    არადა სიტყვა “ნიჭიერი” შენს ეპითეტად ნადვილად გამოდგება. ხოდა მოემზადე მომავლისთვის და კარგი შოუც დადგი :)

  2. Mallorie

    რა კარგი იყო.. ძაალიან მომეწონა. :d
    ჯერ ჩანაწერი ჩავრთე და მის ფონზე პოსტის კითხვა დავიწყე…
    ისე, მაგარი იქნები სტადიონზე, ან ვინმეს კონცერტზე.. :oops:

  3. მარი

    სულ მიკვირს შენი, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ “ნიჭიერში”, “ჯეოსტარში” და მასეთ შტერობებში არ მონაწილეობ. მგონი ტყუილად აფუჭებ შენს ნიჭ(ებ)ს, არადა შეგიძლია პროფესიონალურად ისწავლო და განვითარდე. პატარა არ ხარ, რომ ხელის ჩაკიდება და მასწავლებელთან მიყვანა დაგჭირდეს. ხალხი რას აღარ ცდილობს, ოღონდ რამედ გამოჩნდნენ, შენ კი ზიხარ და ვარსკვლავის ჩამოვარდნას უცდი.

  4. იივეე

    ზურიუსს, მე გაღიარებ უკვე! შენი ხმის მდომარეობა მომწონს, იხვეწები და იხვეწები და ნუ გა-ჯეოსტარდები რა..! დარჩი ბევრისთვის უცნობი! :) ასე გირჩევ მე…

  5. რა აზრი აქვს ვინც ვარ

    არადა მართლა რა საკაიფოა! ,ნიჭიერი’ არ გინდა, ბევრი არავინ მოგცემს ხმას :) .

      1. 13th

        ზურიკ, კაი ბიჭი ხარ შენ და ნუ “გაუფუჭებ” თავს, როგორც იტყვიან, მიჭიერისთვის :)

        მომეწონა, როგორ რეალურად გააზრებული გაქვს ყველაფერი და ეს კარგია. ნეტა ასევე შეხედავდეს “ნიჭიერის” ბევრი მონაწილე თავის “ნიჭს”. მაგრამ მერე ასეთი გადასარევი გადაცემა და ენების მოსაქავებელი აღარ გვექნებოდა :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »