პატივცემულო “ვინც ხართ მაგ საქმის უკან”, რატომ გვატყუებთ?

ქართველებს ისე შეგვიძლია ხოლმე მოთმენა და შეკავება, ოღონდ ვინმემ გვაიძულოს და, ალბათ, წლობით ტუალეტშიც არ გავალთ. თემას, რომელზეც ახლა ვისაუბრებ, ისევ ჩვენს მოთმინების იშვიათ უნარს დავაბრალებ, აბა სიზარმაცესთან ქართველებს რა გვესაქმება.

ბოლო რამდენიმე დღეა, სანამ მარშუტკას ხელს დავუქნევდე, დავფიქრდები ხოლმე, რამდენი თეთრი უნდა აღმომაჩნდეს ჯიბეში, რომ მგზავრობის გაძვირებული (ზოგიერთისთვის – შეცვლილი) ტარიფები დავაკმაყოფილო: 80, 70, 60 თუ ისევ კეთილი 50?

ახლანდელი კანონების, დადგენილებებისა თუ მოდის ტენდენციების მიხედვით, დედაქალაქში ყვითელი მარშუტკები ივლიან. ივლიან ყველგან. იმ გზაზეც კი, რომელიც “მოკვდავი” მარშუტკებისთვის შვიდიოდ წლის წინ დაიკეტა (ჭავჭავაძე-რუსთაველი).  ახალ მარშუტკებში არის მეტი კომფორტი – როგორც თვალი მოვკარი და ნაკლები ჯახირი – როგორც გვეუბნებიან.

ამიტომაც ერთხელაც ერთ ასეთ “ახალწვეულში” ავედი სიტუაციის დასაზვერად. მშვენიერი ტრანსპორტია, ასეთი მოდელებით თბილისიდან ქუთაისში ვმგზავრობ ხოლმე და მათ კონდიციონერი აქვთ. ერთი შეხედვით ყველაფერი ძალიან მომეწონა და ჩამოვედი. თუმცა ეს ყველაფერი როდია: 6 ნომერ “ახალწვეულს” მარჯანიშვილის მიდამოებში გადავაწყდი. იგი ერთ-ერთი იმ ფანჯარაგამოღებულთა და ფეხზემდგომებით გატენილთაგანი იყო, რომლებითაც ასე ფასობს თბილისი.

მოიცა, სტოპ!!! ფანჯარაგამოღებული და ფეხზემდგომებით გამოტენილი? ეს 80-თეთრიანი, ულტრაჯიგარი, კონდიციონერიანი და მგზავრების კომფორტზე მორგებული მარშუტკა?

არ არსებობს!!!

თურმე არსებობს.

მერე გავარკვიე, რომ თურმე 80-თეთრიანთა რიგებში დანარჩენი მარშუტკების ნაწილიც გადასულა, რომელთა მძღოლებიც ადრე 50-თეთრიანს სჯერდებოდნენ. ეს კი კონკურენციის კანონებით ამიხსნეს: თუ ერთი აძვირებს, მეორეც გააძვირებსო. კაცმა რომ თქვას, რატომ არ გააძვირებენ: თუ ფეხზე დგომასა და გასაგრილებლად გამოღებულ ფანჯრებში ისედაც ვიხდით 80 თეთრს, რა მნიშვნელობა აქვს, ამას გალაპლაპებულ ყვითლებში ვიზამთ თუ ძველ დანჯღრეულ მარშუტკებში? :)

აქედან გამომდინარე, დანრჯღრეულმარშუტკებიანი მძღოლები მაგარი უტიფრები და უსინდისოები გამოდიან და დაბეჩავებულ ხალხს ავტობუსით, მეტროთი ან, სულაც, ფეხით სიარულისაკენ უბიძგებენ. ისინი არად აგდებენ “ახალწვეულთა” გამოჩენით გამოწვეულ აჟიოტაჟს და იმის ნაცვლად, რომ 80-იანს 50-იანი გულ (ან კარ)-ღიად დაუპირისპიროდ, უსინდისოდ აძვირებენ! ჰოდა ვისაც ამ აბზაცში გამოთქმული აზრის გჯერათ, ღმერთმა ასეთი აბზაცები ნუ გამოგილიოთ :)

ვისაც სკეპტიკურობა ჯერ არ დაგზარებიათ, ადვილად მიხვდებით, რომ ამ “კონკურენციის” მიღმა, ვიღაცები დგანან. მივადექით მრავალჯერ აღმოჩენილ საიდუმლოს, რომლის იქით, ასე თუ ისე, ყველამ ვიცით, რა ხდება და შეჭყეტაც ბევრს გვეშინია. მეც ამ გამჭვირვალე ბარიერთან გავჩერდები, ყელს მოვიღერებ და გავძახებ: “პატივცემულო “ვინც ხართ მაგ საქმის უკან”, რატომ გვატყუებთ?”

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

8 thoughts on “პატივცემულო “ვინც ხართ მაგ საქმის უკან”, რატომ გვატყუებთ?

  1. გვირილა

    მე რომ ჩამოვალ თბილისში, მგზავრობის აქაურ ტარიფს ჩამოვიტან. გაზაფხულზე თოვლი ჩამოვიტანე და ეს რა გახდა :d

  2. მარი

    აჰა, მე უკვე დადებითი მხარეც გამოვუძებნე ამ ამბავს: რას უფრო გაძვირდება მგზავრობა, მით მეტი ფული დამეზოგება უნივერსიტეტის გაცდენით :green: :green:

    საშინელებაა :|

    1. Ladybird

      ჰმ… არადა სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის შეღავათიანი ტარიფები რომ არსებობდეს, არ იქნებოდა ურიგო… მთავრობა ყველაფერში რომ დასავლეთს ბაძავს, ბარემ მაგაშიც მიბაძოს გერმანიას, ჰაა?.. ;))

  3. Katiee.Ge

    მე შევესწარი მაგ მძღოლოების ლაპარაკს, მოვიდნენ და მიმიკრეს ახალი ფასიო, შენც მიგიკრავენო. ვოტ .

    1. zurriuss Post author

      ეგ თავიდანვე ნათელი იყო. აბა, ვის უნდოდა აუტკივარი თავის ატკივება.

  4. santy

    აუ რა ამ უსამართლობის გამო ბოღმა მახროჩობს ხოლმე და როცა ვერაფერს ვერ აკეთებ მაშინ საერთოდ. ლაწირაკი ახალგაზრდები მოსჯდომიან ქვეყანას და როგორც უნდა რასაც უნდა ისე აკეთებენ. კაი მოხუცივით კი გამომდის მაგრამ სიმართლეა. რა უნდა ვქნაათ?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.