უიტნი ჰიუსტონი – ხმა, რომელიც ყველას მოსწონდა

დღეს დილით ის მოხდა, რასაც, უბრალოდ, ვერ წარმოვიდგენდი: ჩემი ცოცხალი ვარსკვლავების კოლექციას უიტნი ჰიუსტონი გამოეცალა. თითქოს, წმინდა ბროლის ფიგურა თაროდან გადმოვარდა და დაიმსხვრა.

ბევრის მსგავსად, უიტნი ჰიუსტონი მეც “პირადი მცველიდან” გავიცანი. წარმოიდგინეთ, ეს დროა, როცა საბჭოთა კავშირი ეს-ესაა დაიშალა და ჰოლივუდური ფილმები უკვე ცენზურის გარეშე იწყებს შემოსვლას. “სავეტსკი” ხალხი კარგად არ იცნობს უცხოურ მუსიკალურ მიმდინარეობას, სცენაზე გამოსვლისა და შესრულების სტილს. ყოველივე ამის ფონზე ეკრანზე ჩნდება ძალიან ლამაზი აფროამერიკელი მომღერალი ქალი და თავის ემოციებს ახალ მსმენელს გადასცემს. დიახ, სწორედ იმ 90-ანებში ვეკითხებოდი ხოლმე ყველას, მოსწონდა თუ არა უიტნი ჰიუსტონი და უკლებლივ ყველა დადებით პასუხს მაძლევდა.

მისი ფანი არასდროს ვყოფილვარ და არც ახლა გავხდები, როგორც დღესდღეობით ხდება. ეს ჩემი ჟანრი არ არის. მიუხედავად ამისა, ყოველთვის მიყვარდა და მეყვარება ეს შემსრულებელი, მისი მომნუსხველი ხმა, არომატული მომხიბვლელობა და დიდი გულწრფელობა, რომელთა შეზავებითაც იგი სცენის დედოფალი გახდა. ასეთი ვერ გახდები, ასეთი უნდა დაიბადო.

ახლა იგი გარდაცვლილია. პოპულარობის ცუდი შედეგის კლასიკური ნიმუში გამოდგა ამ ქალბატონის ცხოვრება. სოციალური მედია “უიტნი ჰიუსტომანიით” ხურს, ისევე, როგორც “ემი უაინჰაუსომანიით” დუღდა გასულ წელს და “მაიკლ ჯექსომანიით” – 2009-ში. ერთ თვეში კი “მგლოვიარეთა” ნახევარსაც აღარ გაახსენდება. ყველაფერი მომავალ შეშფოთებამდე მიწყნდარდება. მე კი მიხარია, რომ ამ მომღერლის აღმოჩენა მისი გარდაცვალების შემდეგ არ მიწევს და რომ მე იგი მუდამ ერთნაირად მეყვარება.

მშვიდობით, უიტნი ჰიუსტონ. შენი ხმა მართლა ყველას მოსწონდა.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

5 thoughts on “უიტნი ჰიუსტონი – ხმა, რომელიც ყველას მოსწონდა

  1. მწარე

    მეც მიხარია, რომ ახლა არ მიწევს უიტნის აღმოჩენა და არც მისი “ფანის” იარლიყის მიწებება! I will always love her!

    1. zurriuss Post author

      ჰო. უბრალოდ, ვერ ვხვდები, რა პრინციპით კვდებიან ეს ვარსკვლავები :|

      1. სიყვარულოვნა

        ალბათ იმ პრინციპით რომ ზედმეტად ბევრი ფული აქვთ ნარკოტიკებისთვის, ალკოჰოლისთვის და ძლიერი ანტიდეპრესანტებისთვის :0

  2. teennewson

    ულამაზესი ქალი და უძლიერესი ხმის პატრონი იყო. მეც მიხარია, რომ მხოლოდ სიკვდილის შემდეგ არ აღმოვაჩინე და მანამდეც კარგად ვიცნობდი მის შემოქმედებას.

  3. ელისო

    სამწუხაროა რომ გარდაიცვალა და ისიც რომ აქამდე არ ვუსმენდი მის სიმღერებს თუმცა მის ფილმზე ათასჯერ მაქვს ნაყურები ისე მომწონდა :(

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.