რა დროს ცხოვრებაა, როცა წვიმს!

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/04/05-Autumn-leaves.mp3|titles=05 – Autumn leaves]

დაე, იყოს პიაფი…

წვიმს

ეს არის მთავრობის დაპირებული მზიანი ამინდები? ისე წვიმს ხოლმე, რომ პირად პოსტებს მაწერინებს. აი, წინა განახლებაც კი რაღაც უღიმღამოდ გავაკეთე, ცოტა მუსიკამ თუ უშველა…

საერთოდ, რა დროს ცხოვრებაა, როცა წვიმს! ჩემთვის ეს იგივეა, სადმე ძალიან მაგარ ორკესტრს რომ უსმენდე და თან რაღაცებს მეცადინეობდე. წვიმის მუსიკა ხელშეუხებლად მიმაჩნია: დაჯექი და უსმინე, წიგნი წაიკითხე, ან დაიძინე ვა!

რა დროს ცხოვრებაა, როცა წვიმს!

გუშინ შტეფან ცვაიგის “კაზანოვას” მოვრჩი და მიხარია, ამ პააატარა ნაწარმოებს მაინც რომ მოვაბი თავი. თან იმდენი რამე მინდა და უნდა ვაკეთო: მინდა ვხადო  – ვხატავ კიდეც. მიხარია, რომ აქ მაინც ემთხვევა “მინდა” და “უნდა”. რაც შეეხება სხვას… მაინც არ ჩამოვთვლი მაგათ, ვოტ :green:

ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ იყო ერთი შავ-თეთრი ზებრა, რომელიც, რა თქმა უნდა, აფრიკაში ცხოვრობდა და წვიმა არ ენახა. აზრზეც არ იყო, როგორ შეეძლო ზღვას ცაში აფრენა და დამსხვრეულ ნაწილაკებად ჩამოცვენა. ამ საოცრების შესახებ ჩრდილოეთიდან მოფრენილი ჩიტები ყოველ ჩამოსვლაზე ბუზღუნით უყვებოდნენ. ზებრას სურდა, უფრო მეტი გაეგო წვიმის შესახებ. ასე გრძელდებოდა ყოველ სეზონზე.

ერთხელაც, როცა ზებრამ ჩიტებს ტვინი შეუჭამა წვიმაზე საუბრით, ისინიც ადგნენ (აფრინდნენ), ცხოველს ნისკარტებით ჩაეჭიდნენ და ჩრდილოეთისაკენ გააქანეს.

დამღლელი მგზავრობის შემდეგ ცივ ფენებს მიუახლოვნდენ და დაშვება დაიწყეს. ამასობაში წვიმაც წამოვიდა. ჩიტებმა, როგორც კი შხაპუნა წვეთების დაცემა იგრძნეს, ერთბაშად წამოიძახეს: “ეს არის წვიმა!” ჰოდა…. ზებრაც გაუვარდათ (აბა, რა ეგონათ? ფრინველების ჭიკჭიკისას ზებრა ვის არ გავარდნიაო).

გაუმართლა, უკვე საკმაოდ დაბლა ფრენდნენ, რომ ზებრამ ტალახში მოადინა ზღართანი.

ირგვლივ ნოემბერი იყო. თავსხმა წვიმა ხეებს უკანასკნელ ფოთლებს აცლიდა. ტალახიანი ზებრა გახარებული და გაოცებული შეეშვირა ცივ კოკისპირულს.

გათენდა მეორე დღე და ზებრას საუბარი შემოესმა:

_ ვისი ვირია ეგა?

_რავი ჯოუ, აგეთი ვირი ჩვენ სამეზობლოი არავინა ჰყამს.

_რუხი ვირია, ნაცრისფერი!

…ზებრა გაოცდა. შეძლებისდაგვარად მიმოათვალიერა სხეული და შემზარავი სურათი დაინახა: წვიმას შავ-თეთრი ზოლები ერთმანეთში აეზილა. დაღონდა დეიურე ვირი ანუ დეფაქტო ზებრა :(

ამასობაში ისევ წვიმა წამოვიდა. ახედა ზებრამ ციდან წვეთ-წვეთად მომდინარე ოკეანეს. გაიფიქრა, სამაგიეროდ, ორ სასწაულს შევესარიო და ნეტარებით გახსნილი ტუჩებით თქრიალ-თქრიალით გადაყლაპა წვიმის წყალი.

…ჰოდა, რა დროს ცხოვრებაა, როცა წვიმს!

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

18 thoughts on “რა დროს ცხოვრებაა, როცა წვიმს!

  1. Andy

    ჰმ ილუსტრაცისთვის უნდა დაგეხატა ზებრას როგორ მიაფრენინებენ ჩიტები. :green:

    P.S: პიაფი <3

  2. Tomushka

    “რავი ჯოუ, აგეთი ვირი ჩვენ სამეზობლოი არავინა ჰყამს”
    აქცენტით უნდა დაგეწერა უფრო მეტი სიცხოველისათვის :)
    კახელებმა რომ იციან ხოლმე “რაავიიი ჯოოუუ” :*

  3. როდრიგო

    აუუ კითხვა მეც მინდა რაა:(( ვსო შაბათი დღეს ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდო და კითხვის დღე გამოვაცხადო!!

  4. სიყვარულოვნა

    ”დეიურე ვირი ანუ დეფაქტო ზებრა ”
    დეფაქტო ვირი, და დეიურე ზებრა. რადგან ზებრა იყო და ვირობა დაწამეს. ხო ზებრა იყო?
    ხო და მე მიყვარს წვიმა…
    ოღონდ ზაფხულის შხაპუნა გრილი წვიმა მიყვარს…
    მიყვარს როცა ”ფეხებზე მკიდია” დასველება და თავს ვუშვერ იმ ადგილს სადაც ყველაზე ბევრი წვეთები ეცემა…

  5. Sophie 'Sunny' Golden

    რა არის ადამიანი, ისე, ბლინ. ახლა აქაც რომ წვიმდეს, ვიტყოდი, აუ ეს წვიმა, მზე მინდა-მეთქი. ისეთი მზეა, გაგიკვირდება და თბილისის ამინდზე რომ წერ, მომინდა აქაც იწვიმოს… უჰ! რთულადაა ჩემი საქმე :D

  6. sun_waiting

    ბავშვობაში სკოლიდან მომავალს შენობების კუთხეებში საწვიმარ მილებზე როგორ მიყვარდა ქოლგის შეშვერა :roll:
    :lol: :lol: :lol: :lol:

  7. Qilipa

    აი მე კი წვიმაში ვიწყებ ცხოვრებას :) მევასების, მევასების და რა ვქნა? მაგარია ოღონდ გაზაფხული-ზაფხულის წვიმა, როცა არ ცივა…

  8. program do rozliczania pit 2014

    Hello would you mind sharing which blog platform you’re using? I’m planning to start my own blog in the near future but I’m having a tough time choosing between BlogEngine/Wordpress/B2evolution and Drupal. The reason I ask is because your design and style seems different then most blogs and I’m
    looking for something unique. P.S Apologies for getting off-topic
    but I had to ask!

    My site program do rozliczania pit 2014

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.