მანამ, სანამ კვარიათისა და ჩამოსტალინების თემა აქტუალურია, ნება მიბოძეთ, დავიკიდო ეს ამბები და ჩვენი ცხოვრების სხვა აქტუალურ თემაზე გესაუბროთ.
“თეატრი პირდაპირ დამოკიდებულია ერთ რამეზე – ქვეყნის ეკონომიკაზე,” – დათო დოიაშვილი.
დღეს მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენზე სწორედ ამ თემას მიმოიხილავდნენ. ჟურნალ “ცხელი შოკოლადის” მიერ ორგანიზებულ დისკუსიას წარმართავდა ხუთი ადამიანი, თითქმის ოთხჯერ მეტი.

მარად ასე მჯდომი დრამატურგი - დათო გაბუნია (ალტო), "ტოქ-შოუს წამყვანი" - დათო ბუხრიკიძე, დრამატურგაია ჟენჩინა - თამარ ბართაია, მარჯანიშვილის თეატრის მმართველი - ეკა მაზმიშვილი და ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი რეჟისორი - დავით დოიაშვილი (დოი)
როგორც დისკუსიიდან დავასკვენი, ქართული თეატრი ცუდ დღეშია და ამის მიზეზი მრავალია: უფულობა, უსწავლელობა, უვიცობა, დრამატურგიის საგნის გაუქმება თეატრალურში (ამაზე ყველა შეთანხმდა).
დოიმ აღნიშნა, რომ მზადაა ნიჭიერი რეჟისორების მისაღებად და დაადგმევინებს სპექტაკლს, აბა რას იზამს. ალტომ ქართული თეატრი ლონდონს შეადარა და აღნიშნა, რომ, მიუხედავად ბრიტანული თეატრების მრავალფეროვნებისა, ქართული მაინც თრაქშია. ეკა მაზმიშვილმაც კარგად გაამათრახა ქართული თეატრი, მაგრამ ბოლოდროინდელი კონკურსები და ფესტივალები დადებითად შეაფასა. დათო გაბუნიამ თამარ ბართაიამ რა თქვეს, აღარ მახსოვს…
კონკურსებზე მიდგა საუბარი და წამოდგა ერთი თუმანიშვილის სკოლაგამოვლილი ქალბატონ-რეჟისორი და საყვედურებით მიმართა ხუთეულს. დარბაზი მიესალმა მორიგ განსხვავებულ აზრს, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ქალბატონ-რეჟისორმა გაჭედვა დაიწყო. მისი თქმით, ვერც ერთი თეატრის ხელმძღვანელობამდე ვერ მიაღწია, რომ სპექტაკლის დადგმის ნებართვა ეთხოვა. ვინაიდან მოყოლილს ნანახი სჯობს, ესეც პატარა ვიდეო.
საუბარს აქვე დავამთავრებ. დამეთანხმებით, ეკონომიკა (თუნდაც მდგრადი) შეიძლება პირდაპირ კავშირშია თეატრის მდგომარეობასთან, მაგრამ ცნობიერების (და, ით უმეტეს, ქვეცნობიერის) სიჯანსაღეც დიდი განძი და კულტურაა. მისი უქონლობა ან ჭარბი ანუ შიგ-ქონა კი – ჩვენი დღვანდელი მდგომარეობა.









აუ რატო არ ვიცოდი ამ დისკუსიის შესახებ :შ სიამოვნებით დავესწრებოდი არადა, თან მევასება მცირე სცენა…
ცოდნა-არცოდნა არ არის მთავარი საქმე. არდაზარებაა ყველაფერი. მე 5 წუთით ადრე გავიგე და დაღლილი მაინც გავვარდი.
სკანდალები მოხდა?:D მარტო თეატრი კიარადა ყველაფერი ცუდ დღეშია? ვთქვი ახლა პესიმისტური აზრი, მარა არც მასეა საქმე;)
რაღაცა გინდა და ვერ ამბობ რააა
)
არამგონია რომ თეატრი ასეთ საშინელ დღეში იყოს. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში. რაცაა საშინელ დღეში არის პანტომიმის თეატრი. ეს მართლაც უნდა აღინიშნის. მისი დირექტორი ამბობს რომ სახელმწიფომ უნდა დაუფინანსოს რემონტიც და ყველაფერიც. არა და მახსოვს, წინა სემესტრში პიარის ლექტორმა ჩემს უნივერსიტეტში მოიყვანა დოიაშვილი და ჩვენთან პატარა ლექცია ჩაატარა. და მან აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა ყოფნის მარტო ხელფასებზე. დანარჩენზე კი თვითონ თეატრმა უნდა იზრუნოს. ასე რომ… მოკლედ ყველაზე მისახედია ჩემი უსაყვარლესი პანტომიმის თეატრი…
მთლად ეკონომიკაზე რომ იყოს დამოკიდებული, დაღუპულა თეატრი და ეგაა. წავიდეთ, დავიტიროთ.
ძალიან საინტერესო დისკუსია იყო. მონახაზიც კარგადაა გაკეთებული!
ეს ქალბატონი მართალი იყო მაგრამ რასაც ის ამბობდა ყველა პროფესიას ეხება. არასტაბილურმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა კლიმატმა რეჟისურაც, ქიმიკოსობაც, მხატვრობაც და ისტორიკოსობაც ერთნაირად არამომხიბვლელი პერსპექტივა გახადა. სიტუაცია ახლა თითქოს გამოსწორების გზაზე დგას, თუმცა ყველაზე მომგებიანი მაინც მცირე ბიზნესმენობა და ჯიპით აქეთ-იქეთ გრიალი და არა დრამატურგობა ან რეჟისორობაა – ეს სამწუხარო რეალობის ნაწილია!