როგორი არ უნდა იყოს ფეისბუკის გვერდის ადმინისტრატორი

მე, როგორც ფეისბუკის რამდენიმე (მათ შორის, სერიოზული) გვერდის ადმინისტსრატორს, საკმაო პასუხისმგებლობა მაწევს. ვკურირებ, როგორც ბლოგების, ისე კომპანიების გვერდებს, რაც, ზოგჯერ, ძალიან დამღლელია. შეიძლება, უცებ ამერიოს და პიარსკოლის  კედელზე ზურიუსის სათქმელი დავდო ან ჯიპა და 4პი ამერიოს ერთმანეთში. ყველას თავისი აუდიტორია ჰყავს, რომელიც ადმინისგან მისთვის დამახასიათებელ და უკვე ტრადიციად ქცეულ პოსტებს ითხოვს. შეცდომა ვის არ მოსვლია, მაგრამ მთავარი წესი დანაშაულის გაცნობიერება და ბოდიშის მოხდაა. გაუგებრობის თავიდან აცილების ამ უმარტივეს გზას ქართველები იშვიათად მივმართავთ, პრობლემებიც აქედან იწყება.

საქმე მარტივადაა, როცა ადმინისტრატორი მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე აგებს პასუხს. მაგალითად, მე, როგორც Zurriuss.Ge-ს ადმინი. მაგრამ, როცა საქმე ეხება რომელიმე გაერთიანების, კომპანიის ან ორგანიზაციის გვერდს, აქ მე საერთო პოზიციის გამომხატველი ვარ, რომელიც მეტ-ნაკლებად ესადაგება ჩვენი “გაერთიანების” ძირითად ინტერესებს. გვერდის განახლება, საუბრის ტონი, კომენტარებზე რეაგირება და ა.შ. ყველა გვერდს განსხვავებული აქვს. თუმცა “ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა” და გაჩნდება რაიმე სახის პროვოკატორული, ცნობისმოყვარე ან პირდაპირ მაგინებელი მოსაზრებები ჩვენს სამართლიან თუ უსამართლო პოსტებზე. ასეთ დროს გვერდის ადმინისტრატორი:

  • უნდა დაფიქრდეს, არაადეკვატური კომენტარის მიზეზზე
  • უნდა შეეცადოს, მისწეროს ზოგადი პასუხი, რათა უკეთ გაიგოს, საითკენ უმიზნებდა კომენტარის დამტოვებელი
  • ვალდებულია, ადეკვატური პასუხი გასცეს კომენტარებს
  • ეცადოს, აღმოფხვრას ნებისმიერი სახის გაუგებრობა

საქართველოში, სადაც ყველას სიფიცხე და ენა წინ უსწრებს (ფეისბუკშიც კი, რომელიც “ასჯერ გაზომესა” და “ერთხელ გასჭერის” შორის “თვალი გადაავლესაც” ამატებს), ხშირად ერთი, ზოგჯერ უაზრო, ხუმრობა, შესაძლოა, ისევე გახდეს ვეებერთელა დაპირისპირების მიზეზი, როგორს მშვენიერი ელენა – ტროას ომისა. დიახ, ქართველების სიფიცხეს ზოგჯერ ინტერნეტის გაშუალებული კონტაქტიც ვერ უმკლავდება და შედეგად ვიღებთ:

ადმინს კომენტარი თვალში არ მოუვიდა და დაუსაბუთებლად წაშალა, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია ზოგიერთ ბლოგერში, რომელთაც მისი ქილიკი დაიწყეს.

ადმინი ერთ-ერთ მომხმარებელზე პირადადაა გაბრაზებული და მისდამი დამოკიდებულებას კომპანიის სახელით გამოხატავს.

მუქარა ადმინისტრატორის ტონში. იგი წყვეტს, რომ ერთ-ერთი პოტენციური კლიენტი ვერასოდეს შემოვა მათ დაწესებულებაში. საკითხავია, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება ადმინისტრაციასთან შეთანხმებული.

შემდეგ მოდის სექსუალური უმცირესობის თემა, სადაც ადმინისტრატორი “წყვილში” ხაზგასმით მხოლოდ გოგო-ბიჭს გულისხმობს, ეს იწვევს მოპასუხეთა აღშფოთებას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საცურაო კომპლექსი “ევროპარკი” კერძო დაწესებულებაა და იგი თავად წყვეტს, როგორი წყვილები შეუშვას თავისთან. მიუხედავად ამისა, ადმინისტრატორი იჩენს დაუდევრობას და სექსუალურ უმცირესობათა წყვილის “უხამსობაზე” აპელირებს. პარალელურად აგრძელებს არასასურველი კომენტარების შლას.

აქ უკვე მეც მომეშალა ნერვები და ქილიკი დავიწყე. იმიტომ, რომ ვფიქრობ, ადმინისტსრატორი, რომელიც თავის კომპანიას სულ რა$ღაც ნახევარ საათში რეპუტაციას სასტიკად შეულახავს და აზარალებს, ქილიკის ღირსია.

დასკრინული ფოტოების წყარო “ლიტერატორის ბლოგი

სულ ეს მინდოდა, მეთქვა. როცა ფეისბუკის მნიშვნელოვანი გვერდის ადმინისტსრტორი ხარ, ილიას ერთ-ერთი შეგონება შეუნარჩუნებს შენს დაწესებულებას რეპუტაციას და შენ – ადგილს: “ვიდრე სიტყვას წარმოსთქვამდე, გაცხრილე და თქვი შერჩევით”. :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

13 thoughts on “როგორი არ უნდა იყოს ფეისბუკის გვერდის ადმინისტრატორი

    1. zurriuss Post author

      ერთმა ისე დაიჯერა, მეგობრებიდანაც წამშალა :green:

  1. დია

    ყოჩაღ ზურიუს!

    ლოლ, რომელმა წაგშალა? მე მანდვე აგიხსენი სიყვარული :დ ვერ დავფარე ემოციები :დ :d

    1. zurriuss Post author

      ტიმ ფორინმა. ჩემი ხუმრობა ისე დამაჯერებელი აღმოჩნდა მისთვის, რომ ჯერ საქმის ყურში ჩამაყენა და მერე განაჩენი სისრულეში მოყვანა. :d

  2. დია

    ლოლ და ისა… მე მიკვრის მაგ გვერდის “ადმინისტრატორმა” როგორ ვერ მოწვა, რომ ეკაიფებოდი :დ :roll:

  3. კრიტიკოს-ანონიმი

    სალამი ყველა ჯადოქარს,
    არა აშკარად ეგ ადმინი ჯადოქარია ჰო?
    მე ბევრი ჯადოქარი მინახავს, მაგრამ მასეთი ჯადოქარი ჯერ ჩემ თვალს არ უნახავს…

  4. Andy

    ეჰ ცოტა იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს გვერდის ადმინს !!!

    პს.სქრინები მეორდება თუ მომეჩვენა …

  5. Pingback: ერთი კეთილი ფილმი ამირანში | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »