ჩემი “What if”

ხანდახან, როდესაც ვცხოვრობ, მიჩნდება კითხვა: What if? ჰო, ასე რომ არ მომხდარიყო.

What if 1988-ის ნაცვლად 50-ში დავბადებულიყავი? ეგებ, დამენახა, მართლა ლი ჰარვი ოსვალდმა ესროლა კენედის თუ არა.

What if 3 წლის ასაკში პირველი ნახატი არ დამეხატა? ეგებ 17 წლის შემდეგ, ჟურნალისტიკის ნაცვლად, სამედიცინოზე ჩამებარებინა.

What if 1994 წლის 1 სექტემბერს, პირველი კლასის პირველსავე დღეს, თავი არ გამომეჩინა და ლექსი არ მომეყოლა? ეგებ მომავალში არც არავის ეთქვა, გრძელი ენა გაქვსო.

What if მეგობრებს არ ავყოლოდი და ასანთის კოლოფში მოთავსებული დაუძლურებული ბეღურა სილაში არ დამემარხა? ეგებ სინდისის ქენჯნა თვითგვემაში არ გადამზრდოდა.

What if ბავშვობაში ვიოლინოს გასაღები იდიოტობად არ ჩამეთვალა. ეგებ ახლა კომპიუტერთან კი არა, რომელიმე იტალიელ  იპრესარიოსთან ვყოფილიყავი მოსმენაზე (vocal).

What if 1996 თუ 97 წლის გვიანდელი ზაფხულის თუ ადრეული შემოდგომის ერთ-ერთ ღამეს ეზოში მუჭის ხელა ქვა არ ამეგდო და თავში არ დამცემოდა. ეგებ პრეზიდენტი გამოვსულიყავი… რომელიმე NGO-სი მაინც :green:

What if გაკვეთილი დედაჩემის წაკითხული წიგნებით არ მესწავლა? ეგებ ოდესმე ჩქარი კითხვა შემძლებოდა და ბეეევრი წიგნი წამეკითხა მოკლე დროში.

What if 2008 წლის მაისში მარინა ხიზანიშვილს ჩემთვის “ბლოგი” არ აეხსნა? ეგებ ოდესმე ბესტსელერი შემექმნა და ყდებზე ავტოგრაფები მეჭყაპნა.

What if ერთ მშვენიერ დღეს ტუჩები რომ არ მომეკუმა და ენა ქვედა ყბის საკბეჩი კბილებისათვის არ მიმებჯინა? ეგებ არასდროს დამეგდო ყური ნატიფი მუსიკის ნეირონებივით წვრილი ნიუანსებისათვის.

What if Callas Forever“-ისათვის არ მეყურებინა? ეგებ… ჰო, რაც თქვენ იფიქრეთ… :green:

What if ზოგიერთი ქართველი ლიბერალური ღირებულების დამცველი ერთმანეთში უმცირესობის უფლებების დაცვასა და უმრავლესობის შეურაცხყოფას არ ურევდეს. ეგებ დემოგრაფია ჰომო საპიენსთა განხრით გაზრდილიყო (ეს იმ შუაშია, რომ მაღიზიანებს, როცა ნელ-ნელა ყაყაში ეფლობიან და პროგრესის ტალღებში რომ ჰგონიათ).

What if ცხოვრების მიმართ უფრო ადეკვატური ვყოფილიყავი? ეგებ არც გავჩენილიყავი.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

16 thoughts on “ჩემი “What if”

  1. სიყვარულოვნა

    ეგრე იმდენი What if იარსებებს კიდევ :| მაგრამ მაინც მგონია რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ზუსტად ისეთივე იქნებოდი როგორიც დღეს ხარ :)

    1. zurriuss Post author

      ხასიათის ამბავია, თორე სულ what if-ს ჩემმა მტერმა უყურა :d

  2. Gerlin de Green

    What if 3 წლის ასაკში პირველი ნახატი არ დამეხატა? ეგებ 17 წლის შემდეგ, ჟურნალისტიკის ნაცვლად, სამედიცინოზე ჩამებარებინა. :d

    What if 1 წლის ასაკში შავლეგოს ნაცვლად უფრო საინტერესო სიმღერა, რომ ესწავლებინათ, იქნებ 18 წლის შემდეგ “სდასუში” ჟურნალისტიკაზე კი არა კონსერავოტორიაში ჩამებარებინა საგუნდო-სადირიჟოროზე :green:

  3. მარი

    არ ღირს იმაზე ფიქრი, რასაც მაინც ვერ გამოასწორებ.
    ხოდა უკან, წარსულისაკენ ამდენი ცქერით შეიძლება კისერი მოგეღრიცოს :p საკუთარი გამოცდილებით ვიცი :roll:

  4. კოტიკო

    “What if “Callas Forever“-ისათვის არ მეყურებინა? ეგებ…” რა ეგებ?, ნამდვილად ვიცი რო არა :( ნეტა მაგ დროს, რავიცოდი ესე თუ განვითარდებოდა მოვლენები :D :D ასიანი შეგიშლიდი ხელს :D

    1. zurriuss Post author

      შენ გირჩევნია, დასტოვო აპარტამენტები და ჩემი სახლისაკენ გამოეშურო ;)

  5. ვასასი

    სამი წლისამ რომ დახატე, მაშინ მიხვდი, რომ შენგან ჟურნალისტი გაიზრდებოდა?

    რამე რომ დაგეწერა, უეჭველად სამხატვროში ჩააბარებდი.. : )

  6. meanderdze

    ზოგჯერ ყურს არ ხვდება არა ქართული ენა ისე ხატოვნად და ლაკონურად, როგორც English language-ი ???

    “რა იქნებოდა, რომ…” ->->-> “What if…”

    What if I didn’t write this comment??? – answer:… :!:

    1. zurriuss Post author

      ვფიქრობდი მაგაზე, მაგრამ ხომ იცი, ცოტა პაპსა თუ არ გაურიე, გარდაცვალების მერე დააფასებენ შენს გენიას :))))))))))

  7. Pingback: Carpe Diem ანუ დაიჭირე “როცა” | Zurriuss.Ge

  8. salomeaa

    ,,What if 2008 წლის მაისში მარინა ხიზანიშვილს ჩემთვის “ბლოგი” არ აეხსნა? ეგებ ოდესმე ბესტსელერი შემექმნა და ყდებზე ავტოგრაფები მეჭყაპნა.”

    არც ეხლაა გვიან :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.