წამომყევით წყლის სამეფოში

ცხელა. გარეთ ჰაერი დუღს, ფილტვებში – ალვეოლები.

ამიტომაც არის, რომ მიყვარს ზაფხული. ბუნების ნათელი უკიდურესობა.  დრო, როცა შენი სხეულის 80 % ვერ ისვენებს, ბორგავს, ფეთქავს, ბუყბუყებს. ეს წყალია!

ზაფხულის ადუღებული და გაოფლილი ჰაერი ყოველთვის მირჩევნია ზამთრის სიცივით გაჭედილ ცხვირს, წაყინულ ხელისა და ფეხის თითებსა და აცრემლებულ თვალებს. რაც უნდა იყოს, ზაფხული დასვენების, გართობისა და ბევრი ბევრი ნაყინის დროა. დრო, როცა მაღლა აიხედავ და, გულამღვრეული ღრუბლების ნაცვლად, ცის უკიდეგანო ოკეანეს დაინახავ.

ხოლ ვისთვისაც ზაფხული მაინც მდუღარე ტანჯვა-წამებასთან ასოცირდება, წამომყვეს წყლის სამეფოში…

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

12 thoughts on “წამომყევით წყლის სამეფოში

  1. ვგიჟდები ზაფხულზე. ცხელიაო – ეწუწუნებიან, მაგრამ ზაფხული იმიტომაა ზაფხული, რომ სულ ბოდიალის ხასიათზე მაყენებს. სახლში ვერ ვჩერდები!!!! მიყვარს ცხეეეეელი ზაფხული!!!

  2. აი ზღვაზე ზაფხული სხვა რამეა, არ შეიძლება ზაფხულში კორპუსის დახუთულ ბინაში იჯდე და ვინტილიატორის გარეშე ვერ ძლებდე, ან 45 გრადუსიან სიცხეში ტრანსპორტში იჯდე და გული მიგდიოდეს, ზუსტად ეს უკლავს ზაფხულის სიყვარულს ხალხს…
    მაგრამ როდესაც ხარ ზღვაზე,მითუმეტეს მასეთ ტალღებში, გეყვარება აბა რა იქნება ^_^

  3. ზაფხული ჩემი უსაყვარლესი წელიწადის დროა! რაც არ უნდა ვიწუწუნო ცხელა–მეთქი, სიცხე მირჩევნია სიცივეს:)

  4. სურათები ძალიან მომეწონა, მაგრამ ზაფხული ვერ შემაყვარე : )))

  5. გუშინ 3D-ში ვუყურე სტიქიის მბრძანებელს, იმდენი ვიარე ყინულზე, იმდენი წყალი გადამესხა თავზე, ბოლოს აზვირთებული ოკეანის ქვეშ მოვყევი, რომ ამ დრომდე მომყვება ის სიგრილე :d :d :d

    • მაგ ფილმის ნახვის სურვილი მეც მაქვს გულში გაჩხერილი და რა ღის ბილეთი? :)

  6. ვგიჟდები ზაფხულზე ზამთარიც მიყვარს მარა აი ზაფხული სულ სხვაა და კინო მეც მონდა 8)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »