ვსაუბრობთ ჭეშმარიტ ნერხაზე

Me in Nerja ნერხა

17 აგვისტოს, გრანადით გაჟღენთილ-გაბედნიერებული, ნერხას გზას დავადექი. თან ვფიქრობდი, კიდევ რამ უნდა გამაოცოს-მეთქი. სულ ცოტა ხანში, გამოჩნდა კამკამა ლურჯი ზღვა და მერეღა გამახსენდა, რომ საბანაოდ ნამდვილ ხმელთაშუა ზღვაზე მივდივარ!

ნერხა ისეთი პატარა ქალაქია, ერთ დღეში ფეხით შემოივლით. ვინაიდან და რადგანაც, იგი მალაგასავით პოპულარული არ არის, ფასებიც დაბალია. თუკი იქაურ ჰოსტელში ყველაზე იაფიანი 2 ღამის ფასი 74 ევრო იყო, აქ 48-ად გამოვედი. მართალია, ესეც ძვირია, მაგრამ ამ სეზონზე, როცა ისედაც ყველა ზღვისკენ გარბის, საკმაოდ ნორმალური ფასია. ჰოსტელს, რომელშიც დავბინავდი, Easy Nerja Hostel ჰქვია და გრანდის ქუჩის 29 ნომერში მდებარეობს (აქაც გრანადა!). 

ესეც ჩემი სამხრეთკორეელი მეგობარი კიმი. სავალდებულო სამხედრო სამსახური (2-წლიანი) მოუხდია და ახლა დამოგზაურობს მსოფლიოს გარშემო.

ესეც ჩემი სამხრეთკორეელი მეგობარი კიმი. სავალდებულო სამხედრო სამსახური (2-წლიანი) მოუხდია და ახლა დამოგზაურობს მსოფლიოს გარშემო.

როცა ავტობუსიდან ჩამოვედი, მივიხედ-მოვიხედე და ჩემს გრანადელ თანაოთახელს არ ვხედავ? კიმი სამხრეთი კორეიდანაა და ისიც ჩემსავით დახეტიალებს ქალაქიდან ქალაქში, თუმცა მას გაცილებით ბევრი აქვს ნანახი და სანახავიც. უკვე მოიარა გერმანია, საფრანგეთი და იტალია, ხოლო, ევროპის მერე, აფრიკა-აზიის მონახულებას აგრძელებს. ჰოდა, გაგვიხარდა და გავუყევით ჰოსტელის გზას.

ნერხაც, ისევე, როგორც გრანადა და მადრიდი, სავსეა მოპედებით. ეს ეშმაკუნა ტრანსპორტი კარგად ესადაგება ვიწრო და მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებს და გაცილებით მცირე ადგილს იკავებს, ვიდრე ჩვეულებრივი მანქანა. წარმოვიდგინე უცებ აქ ქართული მამალი ჯიპები და გული შემიღონდა.

ნერხაც, ისევე, როგორც გრანადა და მადრიდი, სავსეა მოპედებით. ეს ეშმაკუნა ტრანსპორტი კარგად ესადაგება ვიწრო და მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებს და გაცილებით მცირე ადგილს იკავებს, ვიდრე ჩვეულებრივი მანქანა. წარმოვიდგინე უცებ აქ ქართული მამალი ჯიპები და გული შემიღონდა.

როგორია ნერხა?

ნერხას ქუჩები ცოტათი ჩამოგავს გრანადისას, მაგრამ უფრო მინიმალისტურია. მათაც, ისევე, როგორც, ხმელთაშუაზღვისპირეთის უმეტესობას, თეთრი სახლები ამშვენებს. არ ვიცი, როგორ და რანაირად მოიფიქრეს, რომ მაინცდამაინც ეს ფერი უხდება ამ ადგილებს, მაგრამ ფაქტია, ამაზე უკეთესს, უბრალოდ, ვერ წარმოიდგენთ. ეს 2 და 3-სართულიანი კუსკუსა ნაგებობები ერთმანეთის გაგრძელებაა და, ამრიგად, აღმართ-დაღმართი ქუჩები სხვა არაფერია თუ არა სახლების უწყვეტი რიგები.

გრანადისგან განსხვავებით, ნერხა ტურისტების უფრო ფართო ნაკადს ემსახურება, რაზეც მრავალენოვანი წარწერებიც მეტყველებს. ბევრი რუსულიც ვნახე და გავიგონე კიდეც. მაინც საზღვაო ადგილია და, შესაბამისად, ყველაზე პოპულარულიც.

ნერხას საოცრება

ზღვა

კიმი და მე ერთად დავუყევით ქუჩებს და ყველაფრის ათვისება ვცადეთ. ვფიქრობდით, დრო გაგვეყვანა და ზღვაში ცოტათი გვიან ჩავსულიყავით, მაგრამ გადავიხედეთ თუ არა ევროპის აივნიდან, იქ დამთავრდა ჩვენი „მერე“. ეგრევე ავცვივდით ჰოსტელში, დავავლეთ პირსახოცებს ხელი და პლაჟისკენ გავიქეცით.

ნერხას კამკამა ზღვას მივუახლოვდი თუ არა, ასე მეგონა, ჩემი ლეპტოპის ეკრანში შევაბიჯე. წარმოიდგინეთ აბა, უცებ იმ ფერებში რომ ამოყოფ თავს, წლების განმავლობაში მხოლოდ ეკრანზე რომ გინახავს. თურმე როგორი ყოფილა, როცა ფსკერს ჩაუყვინთავად ხედავ და ნაპირზე ამოსვლისას ქვებზე ფეხისგულებს არ ილეწავ. წყალში კი, 5-5 მეტრის მოშორებით, ამოზრდილი ბორცვებია, რომლებზე აცოცება და გადმოხტომაც თავისუფლად შეგიძლია. ზღვა კი არა, სამოთხეა!

შიშველმკერდიანი ფოტოები ზენიტით გადავიღე და ვნახოთ, რომ გავამჟღავნებ, რა გამოვა.

შიშველმკერდიანი ფოტოები ზენიტით გადავიღე და ვნახოთ, რომ გავამჟღავნებ, რა გამოვა.

ის-ის იყო, რომ პირველადი შთაბეჭდილებით თავი დავიკმაყოფილე და პლაჟისკენაც გავიხედე, თურმე სადა ხარ: სულ ნაქებ-ნაქები შიშველი მკერდებია მიმოფენილი. ყველანაირად ვეცადე, ჩემში ქაჯი მომეკლა და არ მივშტერებოდი. ასე რომ, თვალი მხოლოდ მაშინ გამირბოდა, როცა ახლოს აღმოვჩნდებოდი.

ნერხას მღვიმე - იგივე, რაც პრომეთესი, ოღნდ უფრო შორს. :)

ნერხას მღვიმე – იგივე, რაც პრომეთესი, ოღნდ უფრო შორს. :)

სხვათა შორის, ნერხაში მღვიმეც არის, რომელთა სანახავად ავტობუსის გაჩერებაზე ტურისტები გულმოდგინედ იკრიბებიან. კი ლამაზია და რამე, მაგრამ მაინცდამაინც თავი არ გაიგიჟოთ: ეგეთ საქართველოში მინიმუმ ორი გვაქვს. ;)

ნერხაში პიცის ორი კაფეა, სადაც დაბალი ფასები და რიგებია. ერთს Little Italiy ჰქვია, მეორეს - La Dama. ჩვენ ამ უკანასკნელში ვიყავით, რახან ცოტა ხალხი იყო და არ გვინანია.

ნერხაში პიცის ორი კაფეა, სადაც დაბალი ფასები და რიგებია. ერთს Little Italiy ჰქვია, მეორეს – La Dama. ჩვენ ამ უკანასკნელში ვიყავით, რახან ცოტა ხალხი იყო და არ გვინანია.

ფასები

ჰო, ნერხას ფასებზე ცალკე უნდა დავწერო. ჰოსტელში მისვლისთანავე რუკაზე გვაჩვენეს რამდენიმე იაფიანი წერტილი: სუპერმარკეტი და ყავისა და პიცის კაფეები.  მარკეტში მაშინვე მივედით და მართლაც სასაცილო ფასები აღმოჩნდა ევროპის ღირებულებასთან შეფარდებით: 1-ლიტრიანი ბოთლი ფორთოხლის წვენი აპარატმა ჩემს თვალწინ 2,90 ევროდ დაწურა, ხოლო სენდვიჩები – 1,50. პიცა საერთოდ 3,50-ად ვჭამე! საღამოობით ხალხის რიგები დგას ხოლმე -სთან მაგიდის გათავისუფლების მოლოდინში. მიმტანები ხომ ძალიან ჯიგრები არიან: ერთმა ისიც მითხრა, საქართველო ძალიან კარგად ვიცი მეო. იმ პიცების გემო არ დამავიწყდება. ასე რომ, ნერხაშიც, ისევე, როგორც ყველგან, მოიძებნება იაფიანი ადგილები და ადამიანები, რომლებიც გაგაოცებთ.

თავაზიანობა, ღიმილი, ტემპერამენტი და კარგი ხასიათი – ეს არის ნერხას ხალხი.

ადამიანები

ჯერ არსად მიგრძვნია ამდენი სილაღე და თავისუფლება, როგორც ნერხაში. მიდიხარ, მისეირნობ ამ წვრილ და დაკლაკნილ ქუჩებში და ხედავ მოხუც ადგილობრივებს, რომლებიც გიღიმიან. მიესალმები და გულმხურვალედ გიპასუხებენ. არც ფოტოს გადაღებაზე ჰქონიათ პრობლემა – პირიქით, ძალიანაც უხაროდათ.

სწორედ ასეთი ადამიანების შემხედვარემ გადავწყვტიე, რომ იმ მომენტში ყველაზე თავისუფალი და შინაგანად სავსე ვიყავი. სულ არ მჭირდებოდა არანაირი მიღწევა იმ განცდისათვის, რომელიც, უბრალოდ, ქუჩებში სეირნობითა და ადგილობრივებთან ურთიერთობით მივიღე.

17-ში საღამოს, ევროპის აივანზე სეირნობისას გადავწყვიტე, სხვებივით მოვქცეულიყავი, მოვიხადე შლაპა და დავიწყე მღერა. ჯერ No Puede Ser შევასრულე, პლასიდო დომინგოს ცნობილი სიმღერა, მერე სტვენაზე გადავედი და ოვაციებმაც და ფულის ჟღრიალმაც იმატა. ამასობაში ჰაბანერა მოვცხე და ის-ის არის, რომ ფრთები გავშალო, პოლიციელი მაჩერებს, საბუთები მაჩვენეო. გავშრი. დაბნეულმა მივაწოდე პასპორტი და ვუთხარი, რომ თუ წესს ვარღვევდი, არ ვიცოდი, რომ ასე არ შეიძლებოდა. ვიზა რომ ნახა და გაიგო, რომ არალეგალი არ ვიყავი, წავიდა. მაგრამ რისი გამგრძელებელი მე ვიყავი? ისიც ვეღარ გავიგე, შემეძლო თუ არა კვლავ სტვენა. სამაგიეროდ, ხალხმა მიგულშემატკივრა, ტაში დამიკრა, გამამხნევა და მეც კმაყოფილი წამოვედი.

აგერ მე-7 დღეა, ვმოგზაურობ და ყოველი დღე უკვე გარკვეულ ადამიანთან ასოცირდება. მადრიდიდან მოყოლებული, უკვე იმდენი გავიცანი, გული გადავუშალეთ და დავშორდით, რომ თუნდაც ეს პროცესიც კი მაგრად ასწორებს. ასე რომ, მარტო მოგზაურობის რომ მეშინოდა, თურმე პირიქით: ეს ყოფილა ჩემი მოწოდება. მომდევნო პოსტში უკვე ჭეშმარიტ რონდაზე გესაურებით.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »