Volti e Fantasmi

the best offer

ფილმის დასრულებისთანავე გადავწყვიტე, დავხატო ნახატი, “ცისფერთვალება სირინოზი”. პასტელით მოხაზული ქალთევზა ზღვის პირას ზის… ქალთევზა ზღვის პირას იჯდა. მლაშე წყლით გაჟღენთილ თმას თლილი თითებით უკან ისწორებდა. ზღვის მრუმე ზედაპირი ცას უჰორიზონტოდ ერთვოდა. სისულელეა იმაზე მკითხაობა, რაზე ფიქრობდა ქალთევზა მაშინ. მისი ფიქრები მისივე ხმასავით მჭახე და აუტანელია. თუ არ უნდა, ვერც ვერასდროს გაიგებ მისი ბგერების ჰარმონიას.


თითქოს გიმღერის, სინამდვილეში სისხლისგამყინავად კივის. თითქოს გიმღერის, სინამდვილეში სახეში მთელი ძალით გილაწუნებს. თითქოს შენია, სინამდვილეში ზღვის ძახილს ემორჩილება.

და შენც იჯერებ, მოხუცო.

უამრავი ირეალური სილამაზის პორტრეტის მხილველი ირეალურის რეალურობას იჯერებ, სირინოზების გჯერა. გგონია, სიყმაწვილის წლები, რომელთა შესაბამისად გადარებაზე, ნებით თუ უნებლიედ, უარი თქვი, დაგიბრუნდა. თითქოს მეორე შანსი მოგეცა.

მოხუცო. შტერო, ბავშვურ ფანტაზიებს აყოლილო ბებერო კაცო!

ეს სამყარო ზედმეტად რეალისტურია შენი პორტრეტების კოლექციისთვის, ამიტომ ცდილობ, უზარმაზარი თანხა გადაიხადო ჭეშმარიტად გენიალური ფანტაზიის თუნდაც ერთ ყლუპში. თუმცა შენ სხვებზე შორს წახვედი. ამისთვის შენ მთელი განვლილი ცხოვრება დათმე. დათმე და დაგოიმდი.

გაგისწორდა პირველი სექსი?

სირინოზები არ არსებობენ, ბაბუ! ისინი ერთმანეთის დასაღუპად გამოვიგონეთ. მთავარია, ვინ დაასწრებს, დანარჩენი ქალთევზებისა და ჩვენი ფანტაზიის ნებაა.

გამოშტერებულო მოხუცო!

ტუმცა, მარტო როდი დარჩი. შენთან მუდამ იქნება volti e fantasmi , რომელთა დასაუფლებლადაც აუქციონზე საუკეთესო შეთავაზება გააკეთე.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

2 thoughts on “Volti e Fantasmi

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »