დიდი ფეხბურთი, VIVA España! და რა მოხდება შემდეგ

ალბათ, ანტარქტიდის პინგვინთან უფრო მეტი საერთო მაქვს, ვიდრე ფეხბურთთან. მიუხედავად ამისა, აღტკინება, რომლითაც ახლა ვარ მოცული, მაიძულებს, თვალები დავხუჭო და ეს ნაბიჯი ჯიქურ გადავდგა.

ესპანეთმა მოიგო, ხალხნო!

ვისთვის ეს გამარჯვება რვაფეხას წინასწარმეტყველების დამსახურებაა (თურმე 2008 წლიდან 80% გამოუცვნია), ზოგისთვის თავგადაკლული ფანობისა, სხვებისთვის კი წაგებული გუნდის სახელით შურისძიებისა. ჩემთვის ესპანეთის მოგება ჯერ დიდი სიყვარულის, მერე დანარჩენის შედეგია.

ამ გუნდს ჯერ კიდევ 2008-ში ვგულშემატკივრობდი, რადგან:

  1. ძალიან არ მინდოდა საკუთარ გამარჯვებაში ფანატიკურად დარწმუნებული გერმანიის დამარცხება
  2. იმდენი ესპანური მაინც ვიცი, რომ გაქცეულ კაცს ტკბილად მოვაბრუნებ
  3. ამ ქვეყანას ნამდვილად ჰყავს რამდენიმე  “ყველა დედისთვის სანატრელი” ფეხბურთელი
  4. ვთვლი, რომ ესპანელები ევროპის ყველაზე მოსიყვარულე ხალხია.

2010 წელი ესპანეთისთვის სპორტული გამარჯვებების წელია. რამდენიმე კვირით ადრე რაფაელ ნადალმა უიმბლდონის ჩემპიონატი მოიგო. მსოფლიო თასზეც ამ ქვეყნის გუნდს ყველაზე მეტად გაუმართლა. ისე დაემთხვა, რომ ყველაზე მეტი  ზენიტში მყოფი ფეხბურთელი აღმოაჩნდა. კასილასიდან დაწყებული, ხაბი ალონსოთი დამთავრებული. თან ყველანი ისეთ ასაკში არიან, როცა არა ინერციით, არამედ ჯანით თამაშობენ. ძლიერ თინეიჯერებს ჰგვანან, რომელთაც ყველა გამარჯვება ბავშვურად, მაგრამ ვაჟკაცურად უხარიათ.

სამწუხაროდ, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე, ანუ 4 წლის მერე, ასე, ალბათ, აღარ იქნება:

ლეგენდარული კასილასი 33 წლის ვეტერანი მეკარე იქნება, რომელზეც, ალბათ "კიდევ ფორმაშია"-ს იტყვიან

საეჭვოა, პუიოლიმ, რომელსაც იმ დროისთვის 36 წელი შეუსრულდება, საერთოდ რომ ითამაშოს

ფერნანდო ტორესი 30 წლის "ელ ნინიო" იქნება, რომელიც ნამდვილად გაიტანს მინიმუმ ორ გოლს და ასე დაასრულებს მისთვის მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატს

კასილიასის ტოლი დევიდ ვილიაც, ბოლოს თუ არა, ბოლოსწინა ჩემპიონატს ითამაშებს, თუმცა მასზე ახალგაზრდას უკვე აღარ იტყვიან

ხაბი ალონსო, თუ რამე არ დაემართა, სტანდარტულად მაგარი ფეხბურთელი იქნება და თუ 32-მა წელმა ვერაფერი დააკლო, თავს გამოიჩენს

დარჩება კუნთმაგარი სერხიო რამოსი, რომელსაც 28 წლის ასაკში დიდები კიდევ ერთი შანსი მიეცემა

რას ვიზამთ, ცხოვრების სილამაზეცა და ხიბლიც ხომ მის ხანმოკლეობაშია. როცა ერთი სიკეთე მთავრდება, მეორის მოლოდინში ხარ. პარალელურად ძველი სიკეთის ნათელი მოგონება სულ შენთან იქნება. ისე გამომდის, თითქოს, ესპანეთს შორეული პერსპექტივით ვუსამძიმრებდე. არა! უბრალოდ, არავინ არაფრისგანაა დაზღვეული, თორემ ძალიან მინდა, რომ 2012 წლის ევროჩემპიონატი ასევე ამ ქვეყანამ მოიგოს.

ასეც რომ არ მოხდეს, ამიერიდან ესპანეთმა დაამტკიცა, რომ სამეფო გუნდების საპატიო წევრია, რომ მასზე აღარ იტყვიან “გაუმართლაო”, რომ თამაშში, ისევე, როგორც ცხოვრებაში, საქმესთან ერთად, სიკეთეც საჭიროა. სწორედ ამიტომ ვგულშემატკივრობდი ესპანეთს ბრაზილიის გავარდნის შემდეგ. ბრაზილია ჩემი მყარი სტანდარტი იყო, რომელსაც, იდიოტი მწვრთნელის გამო, ბოლო ხანებში არ უმართლებს.

ბოლოს გეტყვით, რომ ამ თამაშის პირველ ტაიმს ფილარმონიის ფასადზე დამონტაჟებულ ვეებერთელა ეკრანზე ვუყურებდი მეგობრებთან ერთად. შესვენებაზე ჯიპას კლუბში გადავინაცვლე, სადაც ბოლომდე დავრჩი. ახდა ბიძაჩემის ნათქვამი, რომ თამაშის შედეგი ძირითად დროში არ გაირკვეოდა. მეტს აღარაფერს დავამატებ, რადგანაც ჩემი ამწამიერი ემოციების გადმოცემის ყველა მცდელობა უაზრო იქნება.

ყველა გულშემატკივარს გილოცავთ ესპანეთის ჩემპიონობას! ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

10 thoughts on “დიდი ფეხბურთი, VIVA España! და რა მოხდება შემდეგ

  1. ლალაკო

    კაი იყო.. მომეწონაა… ყველაფერში გეთანხმებიი…. ესპანეთი, როგორც ქვეყანა და ხალხია უსაყვარლესი, ისევე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს.. ბავშვობიდან ამ მომენტზე ვოცნებობდიი… :))მეც ფილარმონიასთან ვუყურე და ბევრიც ვინერვიულე, აგრამ საბოლოოდ ღირსეულმა გაიმარჯვაა.. :)))))))) ვივა ესპანა.. :))

  2. კანარიო

    გაიხარე, ზურიუს! ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გუშინდელი სიხარული განცადათ! Me encanta España! <3

  3. ნასტასია

    მე როგორც ემოციების დედა, გადავირიე კასილასი რო დადიოდა და ყველას მზარზე ტიროდა და ყველას ეხვეოდა :)

    მაგრამ მე მაინც ჰოლანდიის ჩემპიონობა მინდოდა :cry:

    1. zurriuss Post author

      მიუხედავად 29 წლისა, კასილასი მაგარი ბავშვია და, რაც მთავარია, ეკუთვნოდა გამარჯვება. მთელს მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო მეკარე იყო და ასეა უკვე მრავალი წლის განმავლობაში. ამიტომ მთელი გულით მასთან ვარ :)

  4. მარი

    ბოლო 10 წუთს ვუყურე და ეს იყო სულ, რაც მთელი მსოფლიო ჩემპიონატიდან ვნახე წელს :green:

  5. Natalia

    ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონია! ამას ვუმეორებ მთელი დღეა ჩემს თავს : D

  6. deathlyhallow

    მე (14 წლის ბავშვი) უკვე კარგა ხანია ესპანეთს ვგულშემატკივრობ. ფეხბურთსი, ჩოგბურთსიც პრინციპში, ნადალი მიმაგრებს ამ მოსაზრებას.

    ნუ, მოკლედ, დაიმსახურა ესპანეთმა.
    მართალია არ უთამაშია ყველა თამაში თავის დონეზე, მაგრამ გერმანიასთან გამოჩნდა ყველაზე კარგად ესპანეთის პოტენცია.

    ზემოხსენებულ შემდეგ მუნდიალზე:

    ტორესის იმედი მართლაც არა მაქვს.
    ვილია (ან ვილა)მჯერა რომ ისეთივე ღირსეული იქნება როგორიც დღეს
    რამოსი – ძლიერი მცველი, რომელიც ცოტა ნერვებს მიშლის თავისი თავდასხმებში გადასვლით და დაცვის ფლანგის უყურადღებობით, მაგრამ რას იზამ, (საკლუბო დონეზე მოსისხლე მტრის) პუიოლის იმედი აქვს…

    ეს პუიოლი, კარგი წავა ფეხბურთიდან მაგრამ რაული?
    ვერ არის რა!
    ნაკრებში არ ათამაშებენ. რეალშიც დაჩაგრეს. თუმცა რაღა დაჩაგრეს, აშკარად დასუსტდა.
    წავიდეს ფეხბურთიდან რა!

    1. zurriuss Post author

      შენ წარმოიდგინე და ტორესის იმედი მე მაქვს. არ მკითხო, არ ვიცი. უბრალოდ, მაქვს ი ვსიო ;)

  7. deathlyhallow

    ნუ პრინციპში რაც გუშინ პირველ არხზე ილაპარაკეს ტრადიციულ “აFთEრ მატჩში” ( :d ), ნერვების მოთოკვა ვერ შევძელი + დავმშვიდდი ოდნავ.
    რონალდოზე ასეთი საუბარი არ ვიცი რა!

    ამას რაზე ვწერ:
    მანდ ითქვა დაახლოებით ასეთი რამ:
    ადამიანისაგან, უბრალოდ შეუძლებელია მოითხოვო კარგი თამაში, როდესაც ზემოხსენებულ ადამიანს, აქვს ორივე მყესი გაჭიმული/გაწყვეტილი, და თან მთელი სეზონის განმავლობაში კარგი სეზონი ჰქონდა.
    რუნიზეც დაახლოებით იგივე ითქვა, ოღონდ მანდ დაემატა “მართლაც რომ ძნელი რუნის მოთხოვო თამაში, როცა აქვს ისეთივე ოპერაცია გასაკეთებელი, როგორიც ახლახანს გაიკეთა ბუფონდა. პრინციპში ჯერ ფერგიუსონმა არ გააკეთებინა და + კაპელომაც არ მისცა ნება”-ო……………………

    1. zurriuss Post author

      აქედან გამომდინარე, წაეთრიოს სააკაშვილი, არა? :d :d :d

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »