საინტერესო ვიდეო ივანიშვილზე და სხვა

სულ ასე ვარ: ვიღებ  ვიდეოებს, მერე ატვირთვა მეზარება და დიდი ხნის შემდეგ, თუ აზრი აქვს, ერთიანად გამოვაქვეყნებ ხოლმე. ამჯერადაც ასე მოვიქეცი. მოვქექე ჩემი ცხოვრების რამდენიმე საინტერესო მომენტი და იუთუბის გზას გავუყენე.

ბიძინა ივანიშვილზე უკვე მგონი მიცვალებულებიც ალაპარაკდნენ, ჰოდა მეც მაქვს სათქმელი. უფრო სწორედ, საჩვენებელი. აი:

http://youtu.be/HeqvQrLj0Js

ეს ვიდეო გუშინ, აღმშენებლობის ბუღით მოცული აღმაშენებლის გამზირზე გადავიღე, როცა ამდენმა განახლებულმა შენობამ თვალი მომჭრა.

ეს ვიდეო ბომჟური ცხოვრებისა და ფოლკლორის მოყვარულთათვის მიმიძღვნია. 1-2 თვის წინ პერუელი ინდიელები გვსტუმრობდნენ და რუსთაველის ძეგლთან ასეთი კონცერტი გაგვიმართეს.

ეს კი მათ, ვისაც ჩემი ვინი უყვარს. ასეთი ხერხით გვიწევს ხოლმე მისი დაჭერა დასაბმელად :)

არ მეგონა, კლასიკურ მუსიკას ქუთაისში ამდენი მსმენელი თუ გამოუჩნდებოდა. თან ამ დღეს ისე ცხელოდა… აქ ხარისხზე ლაპარაკი ზედმეტია. ჯერ ხალხმა კლასიკის მოსმენა და ყურის მიჩვევა უნდა ისწავლოს. ხარისხი მერე.

დაბოლოს, ეს კონცერტი რუსთაველის თეატრში გაიმართა და იაპონიის ტრაგედიას მიეძღვნა. ესეც ზაფხულში იყო, ოღონდ ზუსტად აღარ მახსოვს, როდის. დუტეტი პუჩინის ოპერიდან “მადამ ბატერფლაი”.

ვეცადე, ვიდეოები ინტერესის და მიხედვით დამელაგებინა და, მგონი, არ შევცდი. შედეგს ვნახავ :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

6 thoughts on “საინტერესო ვიდეო ივანიშვილზე და სხვა

  1. Natalia

    ვაიმე, ვაიმე, აქ ინდიელები იყვნენ ჩამოსული და მე ვერ ვნახე :/ ჩემი საყვარელი ინდიელები :(

      1. Natalia

        რა თქვეს, ის გოგო სად არის, რომ ვუყვარვართ და ჩვენზე პოსტებს რომ წერსო? –_–

  2. Kate

    ეეეე რა მაგარი ვიდეოებია.
    ნუ განსაკუთრებით ივანიშვილების ვიდეოზე ვიხალისე და აღმაშენებლის გამზირზე :დდდდდდდდ

    1. zurriuss Post author

      აღმაშენებელზე დღეს ვნახე ის შენობა და უკვე დამთავრებულია. გავგიჟდი :x

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »