კიდევ ერთი მსხვერპლი და ერთი კითხვა

უთოვლო, სიგარეტის ნამწვიან, ძაღლთა ყაყიან, კაცთა დუჟიან და, აწ უკვე, ღვდშეკრული თბილისის ქუჩებს კიდევ ერთი სიმწვანე შემოადნა ხელში. საშინლი გრძნობა იყო: უყურებ და ვერაფრით შველი. არც ვინმე იკლავს თავს შეწუხებით. არც სახანძროს ჩამოუვლია და, ბედად, არც ვინმეს ჭიქაწყლიანს. იყო მიბმული და იწვოდა.

ავტობუსმა გააჩერა თუ არა, მივვარდი და ფოტოები გადავუღე. თავიდან კი მეცინებოდა, მაგრამ მერე ცოცხალი არსებასავით შემეცოდა.

ზუსტად 15 წუთი დასჭირდა ამ მდგომარეობამდემისვლას. მელიქიშვილზე დამწვარი პლასტმასის ბუღი იდგა. ცეცხლი ეკიდა დარჩენილ ნაგავს და, შესაძლოა, რომელიმე ბომჟის საკვებ რამე-რუმეებსაც. ამის შემხედვარეს ერთადერთი კითხვა გამიჩნდა:

რომელი მოერევა: მოწევა თუ ნაგვის მწვანე ყუთი?

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

14 thoughts on “კიდევ ერთი მსხვერპლი და ერთი კითხვა

  1. ქეთო

    იგივე სიტუაციის შემსწრე ჩემმა დეიდაშვიმა პატრულს დაურეკა :))) და შენ წარმოიდგინე მოვიდნენ და ურნა გადაარჩინეს :)))

    1. zurriuss Post author

      მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სწორად მოიქცა, ამ შემთხვევაში საქმე ერთი ურნით ხომ არ შემოიფარგლება? მაშინ საჭიროა, ნაგვის ურნათა სახანძრო შეიქმნას :d

  2. Qilipa

    ნერწყვი რამ გაგიშრო პირში შე დალოცვილო? დაგეძახა ხალხისთვის და გეფურთხებინათ ყუთში :დ

    1. zurriuss Post author

      თვითმხილველები არც ჩემამდე აკლდა და არც ჩემ შემდეგ. აუჰ, მგონი, ნამეტანი პროფესიონალი ჟურნალისტი გამოვდივარ :d

    2. Sophie שרה Golden

      Merde!
      ქილიპ, ჩაგეთვალა :დ :დ :დ
      მართლა რამ გაგიშროთ. მთელი ბირჟის ბიჭები საკუთარ ფურთხში სხედან ხოლმე და შენ კიდევ ასე უყურე ურნის დაწვას.
      ამიტომ შემაზიზღა ჟურნალისტიკამ თავი, დგანან და უყურებენ სეირს.

      1. zurriuss Post author

        სიმართლე გითხრა, გულის სიღრმეში სულაც არ მინდოდა, გადარჩენილიყო. იმ დროს ვფიქრობდი, რომ დამწვარ-დათუთქული ნაგვის ურნა უფრო მრავლისმთქმელი იყო, ვიდრე ჩამქრალი და გაპწკრიალებული. რომელი უფრო ჭკუის მასწავლებელია, სოფ? :green:

    1. zurriuss Post author

      15 წუთს მაგას კი არ ვუყურებდი, სხვაგან მივდიოდი. ორი ფოტო მანამდე გადვუღე, ორიც, როცა ვბრუნდებოდი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »