ვარიაციები თემაზე “ახალი წელი”

აქ შეიძლებოდა, სანტა კლაუსი ყოფილიყო, მაგრამ თვალს უხარია :)

ბოლო წლებია, ნამდვილად ვგრძნობ დროის აჩქარებას. ის-ის არის, ნაძვის ხე დავშალო და ჩავალაგო, რომ მისი აწყობის დრო დგება. თითქოს 3 თვის წინ დამეკეცოს ტოტები. სად გარბის დრო, ან რა მიარბენინებს, ან სიბერის არ ეშინია?

მალე ყველაფერი საახალწლო შაბლონებითა და მართალ-ყალბი აივსება. ტელევიზიის ლოგოები ნაძვის ხის სათამაშოებს გამოისხამენ, დესკტოპებზე მოთოვს, თუ ჭკვიანად ვიქენით, გარეთაც მოთოვს. რაღა შორს წავიდე და ჩემს ბლოგსაც გადავაცვი სადად და საკაიფოდ.

დრო გადის და არ ვიცვლები: ახალი წელი დაბადების დღეზე მეტად მიხარია. სპეციალურად არ ვუყურებ ხოლმე საშობაო მულტ/ფილმებს წელიწადის სხვა დროს, რათა აღტაცება არ გამინელდეს.

ბოლო დროს მაგრად ავირიე. ბევრ რამეს ვედები და ვერც ერთში ბოლომდე ვერ ვიხარჯები. სიზარმაცის ჩანასახს ვგრძნობ ჩემში. ვიცი, რითაც ვუშველო. მაინც მოვგუდავ. ჰო, მართლა, “ტაბულას” ბლოგზე ჩემი პირველი პოსტი კიაფობს. ხვოროსტოვსკის კონცერტის მერე მიღებული შოკიდან გამოსვლა დღეს მოვახერხე.

საახალწლოდ სურვილები მეც დამიგროვდა. არ ვითხოვ არანაირ სიკეთე-ბედნიერებას. უფრო პრაქტიკული და მატერიალური სია მაქვს:

  • 2-კვირიანი დასვენება ქუთაისში
  • დასვენების დროის ტელევიზორთან გატარება
  • ახალი დიდი ნაძვის ხე (ძველმა 10 წელს მიუკაკუნა)
  • 5 ახალი ძალიან ლამაზი ნაძვის ხის სათამაშო
  • ანდრეა ბოჩელის კონცერტზე დასწრება ბათუმში (წავალ! წავალ! წავალ!)
  • “ცხელი შოკოლადის” ილუსტრაციების ნომინაციაში გამარჯვება
  • “ჯიპას” ან “ჯეპრას” ხელფასი
  • ბლოგის პოსტების ჩემივე ნახატებით გაფორმება
  • ბევრი ბეეეეეევრი იდეა

რა არ მინდა:

  • საახალწლო ნათურები – ისედაც ბლომად მაქვს
  • საახალწლოდ სამუშაოზე ფიქრი
  • ვინმესთან ჩხუბი
  • იდეების ნაკლებობა
  • ჩემი ბლოგის გაბანძება
  • უფულობა
  • “სუპერიდან” კიდევ ერთხელ ხელცარიელი გასვლა
  • 2012

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

10 thoughts on “ვარიაციები თემაზე “ახალი წელი”

  1. Natalia

    შიშველი ფიფქია არ მომწონს, ჩაცმულიც სექსუალურია.

    დიზაინი კარგია, ჭეშმარიტად : ))

    პ.ს ნუ, აი ბლოგსპოტს უწუნებთ, ყოველ დაკომენტარებაზე სახელი უნდა ჩაწეროო და შენი ბლოგი უარესს შვრება, ამის მერე ჩემი კომენტარი აღარ იქნება აქ! :D

    პ.პ.ს რაღაც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ პაბლიშზე არ გქონდა დაჭერილი ხელი, რომ მე უკვე შემოვვარდი :D

  2. მარი

    “ანდრეა ბოჩელის კონცერტზე დასწრება ბათუმში (წავალ! წავალ! წავალ!)” – ჩემი საახალწლო სურვილების სიის პირველი პუნქტია ეს და თუ არ შემისრულდა, მერე ელოდეთ, რომ ქალაქში გრინჩი გამოჩნდება. :green: :green:

  3. შენი მეზობელი ბექა : ))

    შენ რა მრავალფეროვანი ადამიანი ყოფილხარ ) ყოჩაღ მართლა PP

  4. სიყვარულოვნა

    ისა… შენ და გრინ მარი ერთად წადით ბოჩელის კონცერტზე ^_^ მაინც მაგის მეტზე არაფერზე ფიქრობთ მგონი. :))

    ჩემი ნაძვის ხე მიყვარს : )) უზარმაზარია. ესეც კია ლამის 10-წლის მაგრამ მაინც მაგარია. მაგრამ მეც მინდა ახალი :( როგორი იცი? ფუმფლები როა ^_^ ტოტსა და ტოტს შორის ბევრი ადგილი რო არ არის ხოლმე. ახალ სათამაშოებს ვიცი,რომ მაინც ვიყიდი. არა და ნახევარს არ ვკიდიებ ხოლმე :(( ნაძვის ხეს რომ დავდგავ ერთ სათამაშოს გაჩუქებ გინდა? ^_^ რამე ლამაზს ამვარჩევ და. მე საახალწლო ნათურებიც მინდა :((

    მოკლედ, ამ სურვილების ასრულებას გისურვე. სხვა თუ არაფერი “ჯიპას” ან “ჯეპრას” ხელფასს და დასვენებას მაინც :))

    1. zurriuss Post author

      ჰო, ხელფასი მისურვე და დანარჩენი თავისით მოვა :)

  5. piccolina

    მე რაღა ვთქვა, ჩემი ნაძვისხე 30 წლის არის დაახლოებით :))
    შეიძლება მეტისაც იყოს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »