უცნობი მე 1997-2002

ვინ ვარ მე დღეს? უჰ, სასტაული ადამიანი: სამ ტანცუიუ, სამ პაიუ. არადა, ამ წამს გამახსენდა, მეორე კლასში როგორ “დამიპირეს” სიმღერის მასწავლებელთან წაყვანა და როგორ შემეშინდა. ნეტა, ახლა დამიპიროს ვინმემ… ჰეჰ, ეგ შიში კი დავძლიე, მაგრამ სხვებს რა მოთვლის. და, საერთოდ, თემას გადავუხვიე.

მოკლედ, ვინ ვარ

?

ყველაზე მარტივი პასუხია “მე ვარ ზურა” და ჩემი ცხოვრებაც ამ სამი სიტყვით შემოიფარგლება. ანუ მ-თი იწყება და ა-თი მთავრდება. მათ შორის კი მთელი 7 ასოა, რომლებიც, ალბათ, ჩემი ცხოვრების წლებია. რომ გამოვთვალოთ, სულ შუაში “რ” ასოა. ხოლო ვინაიდან გაურკვეველია, რამდენ ხანს ვიცოცხლებ, არ ვიცი, რ-ს როდის მივუახლოვდები. ან, ეგებ, უკვე გადავლახე? ან უარესი, ეგებ ეგ რ კი არა, უკვე მეორე რ-საც გავცდი?… მაგრამ თემას კიდევ გადავუხვიე.

მოკლედ, ეს მე ვარ. ისეთ, როგორიც ყველა მიცნობთ. არ მიცნობენ მხოლოდ ისინი, ვისაც ან ამის სურვილი არა აქვთ ან ვინც ვეღარ მომესწრნენ.

ვარ ასეთი და ვხატავ ასე

და აქვე კითხვა: ვინმეს გახსოვართ ასეთი?

ბეჰჰეე :) ვიცი, რომ საყვარელი ვარ. ჰოდა, ახლა გაჩვენებთ ჩემს წინა ცხოვრებას, ანუ იმ ნახატებს, რომელთაც, ამხელა რომ ვიყავი, მაშინ ვხატავდი.

2000 წლის 2 მაისი. საღორიას ტყე. ვინაიდან წყალი არ მქონდა, ის ნახატი ბორჯომიანი აკვარელით დავხატე :) ახლა მოემზადეთ დანარჩენებისათვის. პირადად მე მეგონა, უფრო შემეშინდებოდა, მაგრამ ასაკი რომ გამახსენდა (10-13 წ), ცოტათი მომეშვა.

"ტუტანხამონი" პასტელი. მე-6 კლასის მერე ეგვიპტეზე სერიოზულად გაჭედილი მაქვს. ესეც მაგის ამბავია

"მუმლი მუხასაო" - პირდაპირი მნიშვნელობით, რა თქმა უნდა

"ალიგატორების ნადირობა" - დოკ. ფილმების ზეგავლენით

"მზის ჩასვლა" - ასეთ რამეებზე ახლაც გაჭედილი მაქვს

"ფრანგი ავატნიურისტი" - ვინ იქნება სხვა

ნატურმორტი - ჟანრი, რომელსაც საკუთარი სურვილით თითქმის არ ვხატავდი. ეს გამონაკლისია

"ბნელი და კეთილი ძალების ბრძოლა"

"ნეფერტიტი" - გადახატულია, ოღონდ მე ორივე თვალი დავუხატე (ქანდაკებას ერთი დაზიანებული აქვს)

"დელფინები" - აკვარელისათვის ძალიან ჩქარი ვიყავი. ხედავთ შედეგს

"მზის შვილი" თუ რაღაც ამდაგვარი - მნათობის მაკიაჟი არ შეიმჩნიოთ

"ყინვა და პატარა მოწაფე" - ეს ლექსი მე-4 კლასში ვისწავლე და იმის შთაბეჭდილებაა

"მომაკვდავი დელფინის ფიქრები" - ძალიან მიყვარდა ეს ნახატი. გარემოს დაცვის დღეს ეძღვნებოდა

"პარკში" - მაშინ მზის ჩასვლა არ მქონდა ნანახი და ეგეთი მეგონა

"ზამთარი"

"ბაგრატის ტაძარი"

"დინოზავრები" - ამათზეც გაჭედილი მაქვს დღემდე. მაგარი ხალხი იყო. "იურული პერიოდის პარკმა" საერთოდ გადამრია.

"ტაძრისკენ მიმავალი გზა" - მგონი პირველად დავხატე აკვარლის ფურცელზე და რომ არ გაიტყაპნა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა

"ეტნა" - ერთ-ერთ ტურისტულ გადაცემაში ვნახე, წამყვანი ვულკანს ასე ხატავდა და მივბაძე

სახელი აღარ მახსოვს, იდეა კი ასეთია: კაცმა სარწყავი და მსგავსი "კეთილი" იარაღები ჩაკეტა და ნაჯახი და მისთანა "ბოროტი" იარაღები გამოიღო ბუნების გასანადგურებლად. სხვათა შორის, ბევრს მოეწონა ეს იდეა

ის არის, კი ;)

კარდინალი რიშელიე

"კაპიტანი ჯონ სმიტი" - "ტიტანიკი" ხომ ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი გატაცებაა

"არქიმედე" - მე-7 კლასის სახელმძღვანელოების გავლენა. სხვათა შორის, სწორედ ნიუტონის და ლომონოსოვის სურათების შემდეგ გამიჩნდა სურვილი, ყელში ჩახვეული კაშნე მეტარებინა

"მედუქნე" - რომელიღაცა მხატვრის გავლენით, რომელზეც აშკარად ფიროსმანმა "გაივლინა"

"შიშველი ქალი" - ჩემი პირველი და თვალზელხელაფარებული მცდელობა

"სვანეთური კოშკები" - სახელებს შეგნებულად არ ვუცვლი

"არტემიდა" - ოღონდ არ გავს :)

"ქართული ოჯახი" - სულ მარცხენა მე ვარ

"დათუნა გოცირიძე" - აკაკი წერეთლის ეს მოთხრობა მე-5 კლასის მერე არც გამიგონია

"ტყე შეუნახე შვილებსა" - ასე დაარქვეს ამ ნახატს, მაგრამ არ ვეთანხმებოდი. ყოველ შემთხვევაში, ამან პოპულარობა მომიტანა და დიპლომიც მომცეს. შაშიაშვილს (მაშინდელ იმერეთის გუბერნატორს) ძალიან მოეწონა და ხელიც ჩამომართვა ;)

"ჩემი ბებო" - ეჰ... როგორ უყვარდა ეს ნახატი :( 10 წლის წინ დავხატე, დიპლომიც ავიღე და საუკეთესო ნომინაციადაც დასახელდა

"ყასაბი" - ოღონდ მეარღნე რატომ უზის, არ ვიცი :)

"უფლისწული და მათხოვარი" - მაშინ კითხვა დამთავრებული არ მქონდა. მგონი, არც გამიგრძელებია

"პანდები"

მოკლედ, ეს არის ჩემი ოჯახი, რომელიც კარადის თავზე წლობით იდო. ყველა, რა თქმა უნდა, არ მიჩვენებია. ისინიც მიყვარს, როგორც შვილები და მეცინება მათზე. მოკლედ, ახლა იცით, რომ ყოველთვის ისე არ ვხატავდი, როგორც ახლა :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

7 thoughts on “უცნობი მე 1997-2002

  1. კოტიკო

    მე ყველა მახსოოვს, და იმ გამოპენებზეც ვიყავი მგონი ;)

  2. მარი

    იმედია ახლანდელ ნახატებსაც არ მოუწევთ სამუდამოდ კარადის თავზე ცხოვრება.
    ნეტა, 10 წლის მერე როგორ დახატავ და რას იტყვი, 10 წლის წინ როგორ ვხატავდიო? :d

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.