დაუვიწყარი დღე!

მადლობა სვითის ამ სურათისთვის

ეს დღე, ალბათ, არასდროს დამავიწყდება. ამ დღეს საქართველოში ჟურნალისტიკამ თავის თავს შეაფურთხა!

…ამაზე ბევრიც დაიწერება, ბევრიც ითქმება და საკმაოდ დიდხანს…

სულ სხვა განწყობით ვიყავი მომართული ამ დღეს. დღეს ხომ მეათედ, მეათედ გახლდით “შობის მეთორმეტე ღამეზე”, რომელიც, ვფიქრობ, ყველაზე საოცარი სპექტაკლია, რაც კი ოდესმე მინახავს. ამ საიუბილეო დღეს მხახიობებმა სერიოზული გამოცდა ჩააბარეს მაყურებლების წინაშე.

დღეს ბლოგერებმა შეკრება მოვაწყვეთ და მე, სვითიმ, თინიმ, ლანდიშამ, ენდიმ, თაზომ, გოჩამ, ანიმ (თევზმა) და ირინამ მოვაწყვეთ სპექტაკლის დღე და ჩემს უსაყვარლეს “შობის მეთორმეტე ღამეზე” წავდით. სპექტაკლი მართლაც დაუჯერებელი და გასაოცარი გამოდგა, რადგანაც იმედზე გავრცლებულ იმ სკანდალურ ინფორმაციას დაემთხვა, რომელმაც მთელი თუ არა, ნახევარი საქართველო შოკში ჩააგდო!

პირველი მოქმედება ნახევარი საათის დაწყებული იყო, როცა უკნიდან დარბაზიდან გასვლის ხმა გავიგონე. ხმა გაძლიერდა. თავი მივაბრუნე და ვხედავ, რომ ხალხი ერთმანეთს უჩურჩულებს, ფეხზე დგება და დარბაზიდან გადის. პირველი, რაც გავიფიქრე, მეგონა, რომ ვინმე ცუდად გახდა, მაგრამ როდესაც ხმაური არ შეწყდა, გავიგონე, როგორ თქვეს, “სააკაშვილი მოკლეს!” და “ომი დაიწყო!”-ო…

ყველას ძალიან, ძალიან შეგვეშინდა. პირადად მე ხელები ამიკანკალდა და მეგონა სულ მალე თეატრს ბომბი დაეცემოდა. ეს იყო ათწუთიანი შოკი, როცა დარბაზი განახევრდა. ყველანი მობილურებს ვეცით და არ ვიცოდით, რა გვექნა.  სპექტაკლი, რა თქმა უნდა, ჩაიშალა. მაყურებელმა მსახიობები კულისებში ტაშით გააცილეს.

მადლობა ღმერთს, მალევე გაირკვა, რომ ყველაფერი ტყუილი და ფარსი იყო. მაყურებელმა ტაში დასცხო და სპექტაკლის გაგრძელება მოითხოვა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა, როცა გავიგე, რომ “შობის მეთორმეტე ღამე” ისევ გაგრძელდა. იმ წუთებში ვიგრძენი, რომ საოცარ და უპერეცედენტო შემთხვევასთან მაქვს საქმე. მობილური ჩავრთე და…

ამ სტრესის მიუხედავად, ზაზა პაპუაშვილმა, ჩემმა საყვარელმა მსახიობმა, რომელიც მთავარ როლს ასრულებს, თავისი მონოლოგი შესანიშნავად წაიკითხა. ამან კიდევ უფრო აღმაფრთოვანა ამ ადამიანის ნიჭითა და ოსტატობით. თქვენვე ნახეთ ეს ჩემი პირადი, საიუბილეო, დაუვიწყარი დღე! :)

P.S. როდესაც ბისზე გამოსვლა დამთავრდა და ხელები ტაშის კვრისგან გვქონდა დაბუჟებული, ზაზა სცენიდან ამ სიტყვებით დაგვემშვიდობა: “თეატრი უკვდავია!” :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

39 thoughts on “დაუვიწყარი დღე!

  1. ანი

    მართლა დაუვიწყარი სპექტაკლი იყო :) მაგრამ მე რუსთაველის თეატრის ადგილზე ვუჩივლებდი, რომ ამ იდიოტების გამო სპექტაკლი შეწყდა და ხალხი შოკში ჩავარდა. ჩვენს გვერდით ორსული გოგო იჯდა და ისე კანკალებდა მეთქი ეხლა მუცელი მოეშლებათქო :| აუ მიმიფურთხებია მართლა ეგეთი ჟურნალისტიკისთვის რა, მაგრად მომეშალა ნერვები, აი ძალიან :| :x :x :x :x :x

    1. zurriuss Post author

      ისე, მართალი ხარ, ანი! ყველამ და ყველაფერმა უნდა უჩივლოს: საავადმყოფოებიდან დაწყებული, თეატრებით დამთავრებული! :x

  2. მერი

    რა თბილი პოსტა… რა ბედნიერი ხარ..

    ამ საშინელი დღის მერე სითბო ჩამეღვარა სულში ))

    მეც მომინდა შობის მეთორმეტე ღამეზე.

  3. Sophie 'Sunny' Golden

    კიდევ კარგი შენც “იმედის” სიუჟეტზე არ დაწერე :|
    თეატრია ყველაფერი, იმ საძაგელი შექსპირი თქმის არ იყოს. ვინც ამ სპექტაკლებში ებმება, ხომ საერთოდ… if u know what I mean ;)

    1. zurriuss Post author

      I’m trying to catch your ideas :lol:
      ეგებ ენდო შექსპირს, გარისკო და შენც წამოხვიდე თეატრში ;)

  4. gabo

    სუპერ დღე იყო და ისტიორიულ ფაქტს შევესწარით ასე თი რამ ამ თეატრში იშვიათზად ხდება. სპექტაკლი ხომ საერთოდ უძაან მაგრესი იყო

  5. Andy

    კარგი დღე იყო , მიყვარს ასეთი დაუგეგმავი სურპრიზებით რომ გვანებივრებს ქართული მედიასივრცე. :green:
    სპექტაკლიც კარგი იყო პაპუაშვილის ფანებში მიმიღეთ :)

  6. haribo

    მაინც კარგი იყო მართლა, იმედს კი მართლა … ბავშვებო შობის მეთორმეტე ღამისMP3 ხო არ გაქვთ? ძალიან მომეწონა და იქნებ დამეხმაროთ
    :roll:

  7. Pingback: შობის მეთორმეტე ღამე და ჩვენი თავგადასავალი « რაღაცნაირი ბლოგი

  8. Pingback: 13 მარტი • Landish.Ge

  9. Pingback: Global Voices Online » Georgia: Mock news report causes panic

  10. Taa

    სვითიმ, თინიმ, ლანდიშამ, ენდიმ, თაზომ, გოჩამ, ანიმ (თევზმა) და ირინამ მოვაწყვეთ სპექტაკლის დღე და ჩემს უსაყვარლეს “შობის მეთორმეტე ღამეზე” წავდით.

    და არც კი გაგახსენდით
    shame on you

  11. ნინო

    იმ “საბედისწერო” დღეს,აღნიშნულ გადაცემას სულ თავიდან ვუყურე და შესაბამისად ვიცოდი,რომ იმიტაცია იყო.რამდენიმეე წუთის შემდეგ გულგახეთქილი მეზობელი რომ ჩამოვარდა,მგონი ომი იწყება და თუ რამე მოხდა ჩემთან ამოდით, ერთად ვიყოთო, მაშინ მივხვდი,თუ რატომ ვერასოდეს მოგვერევა ვერავინ და ვერ დაგვამარცხებს.ეს ისე განწყობისთვის.რაც შეეხება სპექტაკლს,არ მაქვს ნანახი და ამას აუცილებლად გამოვასწორებ:)

  12. ბაბისა

    ნუუ ჰო
    კარგი სპექტაკლია და მომწონს და ბლაბლა
    მარა აი ათჯერ ასე მგონია ვერცერთს ვერ ვნახავ
    ყოჩაღ შენ ! :)

    1. zurriuss Post author

      საყვარელი ფილმი რამდენჯერ გინახვს ცხოვრებაში? :)

  13. Pingback: Géorgie : Panique à la suite d’un montage d’information | Now Cut Your Hair

  14. Pingback: Global Voices em Português » Geórgia: Noticiário-zombaria causa pânico

  15. MetaGamma

    ეს რა კარგი რამე გადაგხდენიათ :) “იმედს” უმადლოდეთ, რომ ეს დღე განსაკუთრებით დაგამახსოვრდებათ. სამწუხაროდ, სწორედ ამ “იმედის” წყალობით ბევრი ცუდიც გაახსენდება ხალხს, მაგრამ ეს უკანასკნელი გავატანოთ დროს, თუნდაც ის ემოცია კი, რომელიც იმ წამს პარტერში დაიბადა(იარუსებზე კაციშვილი აღარ ჩანს), სათუთად შევანახინოთ გონების იმ ნაწილს, ეს რომ ევალება ))

  16. Pingback: Global Voices dalam bahasa Indonesia » Georgia: Berita Rekaan Memicu Kepanikan

  17. ჰოო..

    მე ხუთჯერ ვიყავი სულ რაღაც, შობის მეთორმეტე ღამეზე,და არისყველაზე საოცარი, მაგრა,კიდევ ერთი ასეთი დამთხვევა და გაოგნებისგან პირს ვეღარ დავხურავ. ჩემი ბრალი არ არის, სხვის საქმეში ჩარევა არ მინდა, სხვის ბლოგში მით უმეტეს და სხვის დღიურებში, მაგრამ მეწერინება. რაციონალიზაცია. მდაჰ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.