უსასრულოდ უშნო VS უსასრულოდ ლამაზი

თუ სილამაზეს გააჩნია საზღვარი, მაშინ ადამიანთა შეფასება უფრო მყარი და მტკიცე იქნებოდა რაღაცებსა და ვიღაცებთან მიმართებაში. თუ ჩვენ შევთანხმდებით, რომ ტაჯ–მაჰალი ლამაზია, მაშინ უკვე გვეცოდინება ნულოვანი ანუ ათვლის წერტილი, საიდანაც ადვილად შევძლებთ, გამოვიანგარიშოთ, რა უფრო მეტად ლამაზია.

აქვე ჩნდება კითხვებიც: რატომ უნდა დაწესდეს სილამაზის ათვლის წერტილი? ან როგორი ვიზუალური მონაცემების საგანი უნდა იყოს ეს საწყისი? თუ ათვლის წერტილს დავიწყებთ ტაჯ მაჰალით, გამოდის, რომ მასზე ცოტათი ნაკლები (სხვადასხვა მიზეზით) ნაგებობები უშნოების მზარდი უსასრულობისაკენ მიემართება. შესაბამისად, ტაჯ მაჰალზე ლამაზი ნაგებობები უსასრულოდ ლამაზის შკალისაკენ დაეწყობა.

ბევრისათვის ეს დოგმაა, თავსმოხვეული იდეა, რომელიც ბლოკავს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს. მე გეკითხებით თქვენ:

XXI საუკუნეში რა არ არის დოგმა? თავსმოხვეული დემოკრატია, როგორც ერთადერთი სწორი გზა.

ყველაფრის ფორმულირება და მშრალ ფაქტებამდე დაყვანა, ვინაიდან დრო არ იცდის და ფეხი უნდა აუწყო.

კუბიზმი: ხელოვნებაში, არქიტექტურაში, წერაში… ყველგან.

აქ კი საკუთარ თავთან მოვდივარ წინააღმდეგობაში. მე ყველაფერი ეს უპირობოდ მივიღე და დამეზარა, ტვინი გამენძრია და, ეგებ, ველოსიპედზე უკეთესი რამ გამომეგონა? თუ ყველაფერს რაღაც ჩარჩოებში ვაქცევთ, მაშინ სილმაზეს რატომღა ვერ მოვაქცევთ ჩარჩოში? თუკი ადამიანთა საქციელს კანონი არეგულირებს, მათს სურვილებსაც ხომ შეიძლება, რაღაც მოდელი მოვარგოთ (ან მათი სურვილები მოვარგოთ მოდელს) და ამით უფრო გავიმარტივოთ შეხედულება? წარმოიდგინეთ, რამხელა დრო და ენერგია დაიზოგებოდა იმის კამათსა და მტკიცებაში, თუკი შევთანხმდებოდით იმაზე, რომ, დავუშვათ, ტაჯ მაჰალი (რას გადავეკიდე ამას?) არის ხეოფსის პირამიდაზე მეტად ლამაზი, მაგრამ წმ. პეტრეს ტაძარზე ნაკლებად. არის თუ არა ეს ისევე მისაღები, როგორც ერთ დროს ყველამ ვაღიარეთ, რომ 2×2=4? არა? მაგრამ ოდესღაც მსოფლიოს ხალხებს ეს არ უღიარებიათ და თვლა–ანგარიშის სისტემაც სერიოზულ კრიზისს განიცდიდა. როცა ყველამ გაითავისა ამ მარტივი ფორმულის აზრი და მნიშვნელობა, ნამდვილი ეკონომიკაც მაშინ დაიწყო. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გეკითხებით:

ხომ არ აჯობებდა სილამაზის ათვლის წერტილი შემოგვეღო ან რაიმე სახის კლასიფიკაცია მოგვეხდინა და ამით გადაგვეჭრა ეს პრობლემაც?

ანალოგიურად შეგვიძლია, მოვახდინოთ ადამიანთა კლასიფიკაცია სილამაზის კოეფიციენტით ;) როცა ლამაზ ადამიანს ვამბობს, ვგულისხმობ ამ ქალბატონს. დაე, დღეს იგი ამ პოსტის განწყობის ფოტო იყოს.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

0 thoughts on “უსასრულოდ უშნო VS უსასრულოდ ლამაზი

  1. ლილიანი

    ara ara da ara!!!!!
    2+2 rom 4ia me ubralod maxsovs magram vetanxmebi? iqneb ar vetanxmebi? ubralod me ar maqvs dro da survili rom vipovo sapirispiro shedegi :D
    tumca ho vigac ambobs rom taj mahali lamazia me amas vismen da xmas ar vigeb magram sheizleba sulac ar mgonia me egre da saertod memaxinjeba es mahali :D ase rom sheeshvi shen charchoebis da mocemulobebis zebnas :D

    1. zurriuss

      მე არ ვეძებ. ეს ერთგვარი პროვოკაციული პოსტია :)
      მაგრამ საკითხი მაინც ღია რჩება: თუ არითმეტიკის დოგმების შემოტანამ მსოფლიოს ტექნიკური წინსვლა და ცხოვრების დონის გაუმჯობესება მოუტანა, რა იქნება, თუ სილამაზესაც იმავეს ვუზამთ–მეთქი? :) :)

  2. mr.picasso

    არა მგონია სილამაზე მათემატიკური ფორმულით გამოითვლებოდეს . მისი აღქმა ყველა ადამიანს ინდივიდუალური აქვს მხოლოდ ზოგად მცნებებზე ვთანხმდებით მაგრამ ისიც ყველა არა მაგ: რომ ტაჯმაჰალი ლამაზია ეს შეიძლება 99% ასე თვლიდეს მაგრამ არ ნიშნავდეს რომ ტაჯ მაჰალი ყველასთვის ლამაზია

    1. zurriuss

      გეთანხმები, მაგრამ მე ვამბობ, ხომ არ ჯობია, რომ ბარემ შევთანხმდეთ ყველანი, რომ ტაჯ მაჰალი ლამაზია და ნუღარ ვიდავებთ ამაზე?
      თავის დროზე ზუსტად ასე შეთანხმდნენ მსოფლიოს ფიზიკოსები, როდესაც გარკვეული მასის მქონე ცილინდრს უწოდეს “1 კილოგრამი” და საზომ ეტალონად აღიარეს. ამის მერე გვაქვს მსოფლიო წონის ერთეული, რომელიც ასევე წარმატებით მუშობს.

  3. kevana

    ჩარჩოებს კი ადამიანი თვითონ იქმნის, არამარტო თავის თავს, არამედ სხვასაც… ეგ ეგრეა, ამიტომ არის რომ ერთისთვის რაც ლამაზია, მეორისთვის – ნაკლებად. სილამაზის კრიტერიუმები ინდივიდუალურია.. :)

    არისტოსა და მისი ესთეტიკის კვალდაკვალ :D

  4. Natalia

    სად სილამაზე და სად – მათემატიკა :))

    სილამაზე იმდენად სუბიექტურია, სხვადასხვა ადამიანი კი არა, ერთი და იგივე პიროვნებაც კი სხვადასხვა დროს განსხვავებულად აღიქვამს. ანუ, მე შეიძლება ერთ დღე მომეწონოს ეიფელის კოშკი [ტაჯ მაჰალის შემცვლელი ვიპოვე :დ], მეორე დღეს კი ლითონის უშნო კონსტრუქციად მივიჩნიო..
    ადამიანების გარეგნობაზე აღარაფერს ვამბობ, პირადად მე, თუ საინტერესოდ მომეჩვენა, საათობით შემიძლია ვუყურო ვინმეს, თუმცა შეიძლება ის სხვებისთვის სულაც არ იყოს ლამაზი..

    პ.ს ფოტოზე მონიკა ბელუჩია ხო, როგორც მივხვდი? : )

  5. BloggerGirl

    ვფიქრობ რომ სილამაზეს, ისევე როგორც სიმახინჯეს გინდაც სულიერს და გინდაც ფიზიკურს ნამდვილად არ გააჩნია ზღვარი.

  6. Lalena

    უყურე შენ მონიკას :))))) ზურიუსის გული დაუპყრია

    ძნელია შეთანხმდე საწყისზე, აი მაგალითან ჩემს დას ყოველთვის ქონდა ”საზომი” ერთეული, მაგალითად ჩვენს ბიძაშვილზე ლამაზები ყველა ლამაზები იყვნენ და მასზე უშნოები ყველა უშნოები. საბოოლოდ თვითონვე მიხვდა, რომ ასეთი საზომი ერთეული არ გამოადგებოდა და შეეშვა. ხოოოოდა იმის თქმა მინდოდა ეს ერთადერთია რაც არ იზომება და ხომ არ დაგვეტოვებინა ასევე? (თუმცაღა მცდელობა იყო, აბა 90*60*90 რა უბედურებააა?)
    აი ასე :)

  7. Financial Georiga

    “Gemovnebaze ar daobeno” – Es aris kvelaze brikvuli gamonatkvami. Ese igi saxalxo gamonatkvamebis sheidzleba ikos brikvuli da uazro. Gemovnebaze da Silamazeze daoben ki ara Omoben kidevac da meti . . .

    Silamaze aris absoluturi da misi atvlis certili aris Klasikuri Silamaze. Es chventvis isetive absolutia, rogorc rcmena. Problema imashia, rom bevr uvics ar akvs ganvitarebuli mxedveloba, smena, . . . da amitom mistvis Silamazeze dava dznelia da azri arca akvs. Is rom vigacas Bachi ar mousmenia, sulac ar nishnvas, rom ragac mdabio estrada, romelic tavis mxriv klasikur melodebzea dapudznebuli – Bach-ze upro kargi ikos.

    Amitom im brikvul gamonatkvamshi erti sitkva aklia da igi ase unda icerebodes:

    “Gemovnebaze davas azri ara akvs, radgan xshirad shedegamde ver mivkevart . . .”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.