ტურისტი საკუთარ ქალაქში

1დავწოწიალებ აღმა-დაღმა. წოწიალი ქუთაისურად ხეტიალს ნიშნავს. რამდენიმე დღის წინ, ბათუმში წასვლამდე, ქუთაისში გავიარე მშობლებისა და ახლობლების სანახავად.

რა არის ქუთაისი: დედა, მამა, მეზობლები, ბევრი კითხვა, ბევრი გემრიელი ოჯახური საჭმელი და რჩევა-მინიშნებები დაოჯახებასთან დაკავშირებით. ამ ყველაფრისგან თავის დასაღწევად რა უნდ ქნა? უნდა იქცე ტურისტად საკუთარ ქალაქში.

საოცარია, ყოველ ჩასვლაზე ახალ რაღაცას აღმოვაჩენ ხოლმე. 10 წელია, ჩემი ძირითადი საცხოვრებელი თბილისია, ამის პარალელურად, ქუთაისის ყოველდღიურობაში უკვე უმცირესი დეტალების შემჩნევასაც ვახერხებ. აგვისტოს ქუთაისი რეტრიკის ფილტრით გადავიღე.

ძველი და 50-60-იანი წლების ქუთაისი სართულნახევრიანი ან ორსართულიანი სახლების მთელი წყებაა, რომელთაც აუცილებლად დიდი აივანი აქვთ მოდგმული და კბით ასვლა ეზოდან შეიძლება. ერთ-ერთი ასეთი ადგილი ნინოშვილის გამზირია, რომელზეც მოცუნცულებს ეს ბებო.
3
“პიკასოს ბიჭები” აქ დღემდე “ხოდზეა”. ძველი შემადგენლობა თუა, მით უმეტეს.

4

ბარათაშვილი მწერალთა სახლის ეზოში. ისე 21-ე საუკუნეში კი მემარაზმება ასეთი დაწესებულებები. სიამოვნებით ვაქცევდი მწერალთა მუზეუმად.

5 შავ-თეთრი თეთრი ხიდი.

6 თეთრი ხიდის ახლოს არის პატარა ქუჩა, რომელიც პირდაპირ რიონამდე მიგიყვანთ.

8 იქდან კი სულ სხვა ხედი იშლება თეთრ ქვებზე. მეც პირველად ვიყავი.

10ცენტრში ხეტიალისას, მე-3 სკოლასთნ, შეამჩნევთ ოლიმპიურ კუთხესაც: უფრო ჩქარა, უფრო მაღლა, უფრო ძლიერად.

12

მე-19 საუკუნეში აშენებულ სახლებს ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი, არადა, რამდენი ყოფილა.

14

ესეც ბაღისკიდე ჩვეული კოლორიტებით. ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ ბაბუებს ფერადი ტანსაცმელი აცვიათ. :)

16

მესხიშვილის თეატრის ეზოშიც შევიხედე და ეს წითელი მანქანა დგას. მარკა თქვენ მითხარით. როგორ მიყვარდა სკოლის დროს თეატრში სიარული. იმ დროს მეგონა, რომ სპექტაკლები მხოლოდ მაშინ იყო, როცა ბილეთებს გვაძლევდნენ. ;)

17

თეატრის უკან, სინაგოგასთან ახლოს, ერთ-ერთი ძველი სახლის ფასადზე ეწერა, თავისი ძველი გერბით და ვერდი ვერ ავუარე.

18

ეს შენობაა.

19

იქვე გვერდით დგას ეს ეკლესია. მგონი, წმინდა გიორგის სახელობის. ზედ რიონის პირზეა.

20

სინაგოგის წინ პატარა სკვერია. მახსოვს, შარშან თუ შარშანწინ, აქ რომ ვსეირნობდი, ერთმა ბავშვმა შემაგინა. უცხოელი ვეგონე. რომ ვუპასუხე, ნუ უზრდელობ-მეთქი, შერცხვა. :)

22

ამ ებრაელმა მოღვაწემ, რომელიც ქუთაისში ცხოვრობდა, “ვეფხისტყაოსანი” ივრითზე თარგმნა.

23

ქუთაისიც ველოსიპედების ქალაქია, ოღონდ აქ ველოსაპეტი ჰქვია. :)

24

ესეც ე.წ. მეწაღე ანუ, ქუთაისურად, საპოჟნიკი.

25

კიდევ ბევრი რამისა და დეტალის გადაღება შეიძლებოდა, მაგრამ დრო არ მქონდა მეტი, ბათუმს გამოვემგზავრე. ჰოდა იმის თქმა მსურს, რომ ზოგჯერ რაღაცებისგან თვალის/ყურის და ა.შ. დასვენება კარგია, რადგან ტაიმ აუტის მერე უფრო მეტს ამჩნევ და აფასებ. ასეა, ალბათ, ადამიანების შემთხვევაშიც.

შემდეგი ფოტოკოლაჟი – ბათუმი. ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »