ქუთ-ეისი გაზაფხულზე (ვიდეოგასეირნება პარკში)

ვინაიდან და რადგანაც ჯერ ისევ ქუთაისში ვიმყოფები, მინდა, მეტი გითხრათ ამ ქალაქზე, მის კარგ თუ ცუდ სიახლეებზე. ახლა აქ წვიმს.

დღეს სააღდგომო ღამისთევაზე წავალ ძმასთან ერთად.

სახლში კრემიანი ნამცხვრების, პასკებისა და ნაირნაირი საჭმლეულობის სუნი ტრიალებს. ნამარხულევი მხოლოდ ყნოსვით ვიკვებები და წარმომიდგენია ხვალინდელი ნეტარი საუზმე :D

ახლა კი დაპირებული გასეირნება პარკში, რომელიც პატარ-პატარა ვიდეობად გადავიღე:

ჰაერში გამოკიდებული, მიზანი – მაღლა

ესეც ზედა პარკი

ზედა პარკში, საჯარო ადგილებისგან მოშორებით, აი ეს აღმოვაჩინე!..

ასე ამიხსნეს ყველაფერი… რა ვქნა, როგორ მოვიქცე? :|

დათვი ძალიან შემეცოდა, რადგან არ ვიყავი დარწმუნებული მართლა ხშირად აჭმევდნენ თუ არა. ისე წკმუტუნებდა, გადავწყვიტე, მისი დაპურების პრობლემა 1,40 ლარით გადამეწყვიტა და ორი პაკეტი ლორის ჩიფსი შევუყარე გალიაში…

როცა ვნახე, როგორ დაეხარბა ყვავილს, გადავწყვიტე, ცოტა ნორმალური რამე მეჭმია

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

23 thoughts on “ქუთ-ეისი გაზაფხულზე (ვიდეოგასეირნება პარკში)

  1. egoisti

    გული დამეწვაა .. რა საყვარელი დათუნიაააა :cry:
    მომეწონა ქუთაისი … ოდესმე ალბათ მოვინახულებ..
    დიდი მადლობა გასეირნებისათვის : ))

  2. ქრისტინა

    ეხლა მოვდივარ ზუსტად ქუთაისში და არ შემეძლო კომენტარი ,რომ არ დამეწერა :green: უკვე შემატყობინეს ,რომ წვიმს მანდ :!:

  3. sun_waiting

    ამ ზაფხულს ვიყავი 3-4 საათით ქუთაისში და მაშინ უფრო ლამაზი ჩანდა,ალბათ, გაფოთლილი ხეების ფონზე : ))

    ჰოდა, ერთი ქუჩა მომეწონა განსაკუთრებით : Dდდ

    1. zurriuss Post author

      ზაფხულში მშვენიერია. შენ და არჩილმა გამოისეირნეთ და ქალაქის ყველა ღირსებას გაჩვენებთ ჩემი თავის ჩათვლით :d

  4. Qilipa

    აუ ნერვები ამეშალა ეხლა ამ დათვზე :(((((((( რა ნაბ**ვარი უნდა იყო ეგ რო ეგეთ სიბინძურეში ჩაამწყვდიო???… ან ვერავინ ხედავს??? ძაან ცოდოა ტოო :((((

    1. zurriuss Post author

      ეჰ, ქილიფ!
      იმედია, რამეს უშველიან, თორე მაგის სიკვდილი მაგათ კისერზე იქნება.

  5. ლოლიკა

    გაიხარე, რამდენი წელია ქუთაისი არ მინახავს, მაგრად ვისიამოვნე პატარა ექსკურსიით :)

  6. ლოლიკა

    გაიხარე, რამდენი ხანია ქუთაისი არ მინახავს. მაგრად ვისიამივნე ამ პატარა ექსკურსიით :)

    1. ლოლიკა

      ვაი, ორჯერ რატომ გამოვგზავნე? ერთი არაფრის არ მეყო მგონი :) :) :)

      1. zurriuss Post author

        ხუთ ვიდეოს აბა ერთი კომენტარი რად ეყოფოდა? :p

  7. gabo

    ხოხ გულაობ ე.ი ქუთეისში. საბაგიროზე არ ვმჯდარვარ არასოდეს იმედია თბილისსაც ეღირსება საბაგირო

    1. zurriuss Post author

      კუს ტბაზე საბაგირო ადის, სხვათა შორის. დაავლე ერთ გოგოს ხედი და აცუნცულდით :p

  8. ნან

    ძალიან მომეწონა.
    თან არა ვარ ქუთაისში ნამყოფი და მართლა მაინტერესებდა.
    საწყალი ბელი :(

  9. Avrora

    როგორ მომენატრა ქუთაისიიი :) კიდევ მინდა ვიდეო პოსტი …
    არ შეიმჩნიო :D
    გაიხარე პარკი რომ დაგვათვალიერებინე.

  10. Sophie 'Sunny' Golden

    დათვი კი არა, დათუჩაა :( ზურა, ხო იცი “ოქროს წესი”, არასოდეს უნდა დადო ვიდეო/ფოტო ბავშვებთან და ცხოველებთან ერთად, იმიტომ, რომ შენ ყურადღებას აღარავინ მოგაქცევს… მეც ასე გამიტაცა დათუჩამ.

    1. zurriuss Post author

      იქაური ვარ და დიდ დასვენებებზე ჩავდივარ ხოლმე ;)

  11. Kobasworld

    დათვის ბედი ხომ არ იცი შემდეგ? საყვარელი დათუჩაა ძალიან. აჭმევს ან უვლის ვინმე?

    1. zurriuss Post author

      ეჰ, არა…
      კი მაინტერესებს, მაგრამ ახლა თბილისში ვარ და ჩემიანებს დაეზარებათ მაგის გაგება.

  12. Pingback: ქუთ-აი!-სური ამბები (ვთვლი, რომ საინტერესო ნაწილი II) | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.