"რაღაცნაირი" მოგზაურობა ბათუმში (ფოტოკოლაჟი)

ეს “რაღაცნაირი” ზუსტად გამოხატავს მთელს ჩემს შთაბეჭდილებას, რომლითაც 2 იანვრის მოგზაურობა აღვწერე. იდეა კი თინის “რაღაცნაირი ბლოგიდან” წამოვიდა.

მას შემდეგ, რაც ბათუმი საახალწლოდ მაგრად გააპიარეს, სურვილი გამიჩნდა, მენახა და საკუთარი თვალით შემეფასებინა იქაურობა. როცა ახალ წელს ცნობილი საოპერო მომღერლები ბათქაბუთქის ფონზე მაინც მშვენივრად მღეროდნენ, მე, ყოველივე ამის ტელევიზორიდან შემყურეს, ნერვები მეშლებოდა მაყურებელთა პაკაზუხობაზე. იმაზე, რომ ბევრი “მსმენელი” მოდისა და ძაააააააააან სვეცკაობის გამო იყო გამოსული ევროპის მოედანზე. თუმცა, იმედი მაქვს, ამის შემდეგ მაინც შეიგნეს, რომ ოპერა და დისკოტეკა მთლად ერთი და იგივე არ არის. ამაზე მერე…

მოკლედ, მე, ირაკლი (ჩემი ძმა), კოსტა (მამიდაშვილი) და ბაკური (მამაჩემი) დავავადექით კი არა და დავაჯექით ბათუმის გზას. ჩვენი ჯიპი დანიშნულების ადგილზე 1,5 საათში ჩავიდა.

..და დაგვხვდა “რაღაცნაირი” ბათუმი: არც მზე იყო, არც ციოდა. პირიქით, თბილოდა. ვერც კი იგრძნობდი ზამთარს. ქალაქი მოღუშული და не в своем тарелке იყო: ამდენი ხალხი და ზღვისკენ არავინ იყურება. დღის 2 საათზე ჩასულებმა მცირე შემოვლის შემდეგ დაუფლებული უსაქმურობისაგან განსათავისუფლებლად ერთი საათით წავიძინეთ. მოკლედ, დანარჩენი იხილეთ ფოტოებზე ;)

ირაკლი, კოსტა და “ბატონი ბიუჯეტი” ანუ მამაჩემი

ესეც მე. უფრო სწორედ, ჩვენ

ესეც “რაღაცნაირი” ბათუმი დღისით. სხვათა შორის, ძალიან მინდა, ის ბორბლებიანი ტრანსპორტი მქონდეს, ვიღაც ტიპი რომ დგას ზედ

ეს, ალბათ, 31-ისა და 1-ის ნატუსოვკარი ფორთოხლებია მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე

ესეც მერია. ხედი ევროპის მოედნიდან

კამერა საპირისპირო მხარეს მოვატრიალოთ და ესეც ევროპის მოედანი თავისი სცენითა და მედიკო დეიდას ძეგლით

ძეგლის დეტალები კარგად ვერც ახლა გავარჩიე. არც მხედველობა მიწყობს ხელს და არც ტექნიკა. თუმცა კარგი, რომ გრძელი კაბა აცვია, თორემ ისედაც ყველა ქვემოდან უჭყიტინებს :)

ესეც სცენა, როლმელეც 8 საათზე დათო ეგენიძე დაუკრავს და ქართველი შემსრულებლები იმღერებენ

ეს დაუსრულებელი და ზეწარაფარებული შენობა კი სცენის მოპირდაპირე მხარეს დგას ანუ 31-ში, როცა კარერასი გრანადას სასახლეებზე მღეროდა, სავარაუდოდ, მას შეჰყურებდა

უცებ ხალხში ნაცნობი თვალები აღმოვაჩინე. დავაკვირდი და სალომე არშბა ყოფილა. იცით, რა ლამაზია? რაღაცნაირად იდგა და ლაპარაკობდა ტელეფონზე. ალბათ, პირდაპირი ჩართვისთვის ათანხმებდა რამეს. ახლოს მისვლა და უკეთესი სურათის გადაღება მინდოდა, მაგრამ ჩემში ქუთაისურმა “შენ ხო არ უფრიტინებ?”-მა გაიღვიძა და ამ ფოტოთი დავკმაყოფილდი. ძალიან, ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგოა. გოგონების გასაგონრად, ასევე ძალიან ლამაზი მომწვანო-მოლურჯო მაღალყელიანი ტყავის თუ გამოხარშული ტყავის ბოტები ეცვა ;)

ბულვარისკენაც გავიხედოთ

ესეც ბათუმისა და მიშას სიამაყე, ერთხელ უკვე გახსნილი და ჯერ კიდევ დაუმთავრებელი, ასე რომ, მინიმუმ კიდეფ ერთხელ გასასნელი, ალექსანდრიის შუქურის სტილში გადაწყვეტილი სასტუმრო “ჰილტონი”. ყველაზე მაღალი შენობა ბათუმსა და, მტონი, მთელს აჭარაში

ეს იქნება “ჰილტონის” მთავარი შესასვლელი (კარგად დაიმახსოვრეთ მარჯვენა მარეს მდგარი ტრაქტორი)

ესეც ტრაქტორი ;)

სულ სხვას რომ ვუღებ სურათს, ეს ამის დასაკომპენსირებლად გადავაღებინე ირაკლის

ამ სურათს შემიძლია, ვუწოდო “ქუთაისითგან განსვლა”, ვინაიდან მოქმედნი პირნი არაჩაკუნცხულ და არაქურდულ, ანუ არაჩუვაკურ პოზაში არიან. ჩემი პირადი მიღწევა ;)

ირაკლი კიდევ უფრო შორს წავიდა…

წმ. ბარბარეს ეკლესია

ესც იქვე. უბრალოდ, სიტუაცია მომეწონა

ეს შენობა სხვადასხვა არქიტექტურული სტილის ნაზავიაა და მისი არ ერთი სართულის მორთულობა არ მეორდება

მოსაღამოვდა თუ არა, ყველაფერი გაფერადდა. თითქოს, ქალაქი გამოცოცხლდა

არ სჯობია “ლუსტრაველს”?

მგონი, მართლა ჰგავს ალექსანდრიის შუქურას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ საოცრების მხოლოდ გადმოცემითი აღწერილობაღაა შემორჩენილი, საკმაოდ ჰგავს ;)

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა გადახრილი და ზედმეტად ჭრელია, თბილისურ ანალოგს მაინც მირჩევნია. ეს უფრო ცოხალი და მრავალფეროვანი მაინცაა

განათებული ევროპის მოედანი

განათებული სცენა

ყოველივე ამის შემდეგ ერთი ძონძი კაფე “პრინცესა” მოვძებნეთ და აჭარული ხაჭაპური შევუკვეთეთ. ამასობაში, სრულიად მოულოდნელად, ცოხალი მუსიკა აჟღერდა. ბატონი გრძელცხვირა მევიოლინე ისე გახევებული ბგერებით უკრავდა და ღიმილით ისე უფახუნებდა თვალებსმეზობელი მაგიდიდან სიმღერით აყოლილ ქალბატონს, რომ ცოტა ხნით ვიოლინოს ხმა შემჯავრდა. კოსტამ იკითხა, ამ ქალმა იცის, რომ შერყეული სმენა აქვსო? :D :D

დაბოლოს, ესეც ჩემი “რაღაცნაირი” სურათი, რომელიც ამ “რაღაცნაირ” დღეს გადავიღე. აბა ჰე და აბა ჰო ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

37 thoughts on “"რაღაცნაირი" მოგზაურობა ბათუმში (ფოტოკოლაჟი)

  1. kevana

    ძონძი კაფე პრინცესა, ლოლ.. მანდ ნახატები არ იყო კედელს გაკრული?

    1. zurriuss

      სურათების ბოლოს ხომ მიწერია? 12-ის ნახევარზე დავბრუნდით სახლში. გზაში გაწვიმდა და ბათუმი ქარიშხალმა მოიცვა :P

  2. unaamarga

    “მე, ყოველივე ამის ტელევიზორიდან შემყურეს, ნერვები მეშლებოდა მაყურებელთა პაკაზუხობაზე.”
    მე “იმედის” კომენტატორებმა (თუ რაც ჰქვიათ) დამაწყვიტეს ნერვები! შუა სიმღერის დროს უნდებოდათ ბათუმის იერსახის განხილვა და საერთოდაც, ისეთ უნიჭო ტექსტებს ისროდნენ თავად მომღერლებთან მიმართებით, შთაბეჭდილება შემექმნა, რომ კლასიკური მუსიკის აზრზე არ იყვნენ! როცა ოპერის მომღერალს შუა არიის შესრულების დროს კაბას ან თვალ-წარბს უქებ, ამით ასამარებ, ფაქტიურად!

    1. zurriuss

      ჰო, ეგ გამომრჩა. ვინც იმათ მუსიკათმცოდნეობა დააბრალა, იმათ დედას რას ვერჩი, მაგრამ აბა რა შევაგინო!!! :|:|

  3. islandglocke

    dzalian kargia….mec mindoda batumshi…megobrebtan ertad…kargi iqneboda…tundac “ragacnairi” yopiliyo ;) eg ragacnairi dgeebic xom ragacnairi iqneboda? :) magram es samsaxuri raaa :( :D …. xo martla gilocav yvelapers ertad,mravals daeswari,warmatebebi :)

    1. zurriuss

      დიდი დიიიიიიდი მადლობა. ნეტა ფულს მიხდიდეს ვინმე და სულ არ გავადგამდი ფეხს :D

  4. ნან

    პრინცესაში რამ წაგიყვანათ :)

    ადამიანებო! თუ ბათუმში მოგინდათ კარგი აჭარული ხაჭაპური, წადით ყოფილი გორკის, ყოფილი ერას, ამჟამინდელი გორგილაძის ქუჩაზე, კაფე “ბათაში”, რომელიც მდებარეობს კაფე ლაგუნას მოპირდაპირე მხარეს. (ლაგუნაში არ შეხვიდეთ :) ან აჭარულ სახლში ნინოშვილის ქუჩაზე, ან კიდევ წმ. ბარბარეს ეკლესიის უკან კაფე “ბათომში.”
    სხვაგან აჭარული არ ვარგა.
    ნუ “ოქროს გასაღებშიც” შეიძლება პრინციპში..

  5. Natalia

    რა კარგი ფოტოები იყო.. სიამოვნებით გავატარებდი ბათუმში რამდენიმე თვეს, ოღონდ ზაფხულში არა : )) წყნარ ბათუმში მირჩევნია : )

    1. zurriuss

      მაშინ დღეიდან უკვე შეგიძლია. აჭარაში ტრადიციული საზამთრო სიჩამკვდრე სუფევს :P

  6. თინი

    ხომ ვამბობ, “რაღაცნაირი” გენიალური სიტყვაა მეთქი :დ
    ხოდა.. აუ როგორ მინდოდა საახალწლოდ განათებული ბათუმის ნახვა, მაგრამ ვერ მოვახერხე : (
    მომავალ წელსაც ხომ მორთავენ? ჰა? ჰა? მორთავენ ხო? ხო მორთავენ?

    : lol:

    1. zurriuss

      კიიიიიიიიიიიიი, კიიიიიიიიიიიიიიიიიი :D
      შენ არ იდარდო მაგაზე და რაცხა გამოვა ;)

  7. busx

    ჩემი საყვარელი ქალაქი :(

    დებილო, ძონძი კაფე უძახე და სამი წლის წინ მაგათ მაგარი საჭმელები იცოდნენ, სიტუაციას საკაიფო იყო, ქვედა სართულზე ყოველთვის გრილოდა და კიდე მაგარი შემწვარი სულგუნი ჰქონდათ :(

    აუ ტო, სამი წელია ბათუმში არ ვყოფილვარ, ახლა ავბღავლდები :(

    როგორ მინდა ახლა იქ ჩასვლა :(

    1. zurriuss

      შენ სსამი წელია არ ყოფილხარ და მე სულ სამჯერ ვარ ნამყოფი და ეს ყველაზე დიდხნიანი ვიზიტი იყო :D
      ნუ რავიცი… იმ გრძელცხვირა კაცმა ისე უხახუნა ვიოლინოზე, რო… :D

      P.S.მერე შენს კომენტარზე შენი ბლოგის ლინკის დადებას გასწავლი ;)

  8. busx

    ვიცი :) პროსტა არ მინდა რო შემომიძვრნენ სხვა ბლოგზე დატოვებული კომენტარებიდან :)

  9. Pingback: “რაღაცნაირი” ბორჯომ-ბაკურიანი (ფოტოკოლაჟი) « ZURRIUSS

  10. სიყვარულოვნა

    ზღვა იმდენად მიყვარს, რომ ბათუმში ცასული ზღვის უნახავად ვერ წავიდოდი. და დარწმუნებული ვარ ერთი=ორს გავცურავდი კიდეც =))
    არასდროს ვყოფილვარ საზღვაო კურორტზე ზამტარში და სურვილიც არ მაქვს. ის გარემო და სიტუაცია რაც ზაფხულშია სულ სხვანაირია და მირჩევნია სწორედ ისეთი მახსოვდეს :) და მერე მთელი ერთი წელი ველოდო კიდევ როდის წავალ :))

    რაც შეეხება ბათუმის “ძაან ხალხს” და იმას ვინც იქ მივიდა ოპერის მოსასმენად… არაფერსაც არ ვფიქრობ. უბრალოდ ჩემთვის აი ძალიან მიურებელია ოპერის ქუჩაში მოსმენააა… (ჯერ დარბაზზში და ეხლა ქუჩაჩი ?!)

  11. შორე

    zura! potoze romelzec “meria” giweria ფოსტის შენობაა და სინამდვილეში მერიის შენობა საერთოდ არ გაქვს ბათუმის ანუ “ლამაზ ქალაქის” ფოტო ალბომში.

    notice: ბათუმელი : )

    1. zurriuss Post author

      რა კარგია, ეგეთ რამეებს რო მეუბნები, თორე უკონტროლობა ცუდი რამეა :d

  12. შორე

    :d :d :d :d :d :d :d :d ara, moqalaqeebs nu daabnev toreeeeee, tu ginda saqartvelos parlamenti gaნათავსე მაგ შენობაში… ვზრუნავ მათზე:))))

    1. zurriuss Post author

      ჰო, მეც მაგას ვამბობ… მარა ახლა ამის შეცვლა ისე მეზარებააააააააააააააააააა :lol: :lol:

  13. შორე

    :d :d :d :d :d :d :d :d ara, moqalaqeebs nu daabnev toreeeeee, tu ginda saqartvelos parlamenti gaნათავსე მაგ შენობაში… ვზრუნავ მათზე:)))) :d

  14. შორე

    kargi, არ ინერვიულო მაგ ერთი შეცდომისათვის “ოდნოკლასსნიკში” არ დარეგისტრირდება ვინმე შენი სახელით. :d

  15. ანა

    აუ რა კარგია… მომეწონა ეს პოსტი… კარგად გაქვს აღწერილი ერთდღიანი მოგზაურობა :) მშვენიალურია, სიამოვნებით წავიდოდი მეც! ისე, ზაფხულში რა კონტრასტულად სხვანაირი ყოფილა ბათუმი… მაგრამ ლამაზია, რას ვიზამთ, არის ლამაზი და ჰეე! :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »