Track-ში ვარ

ბოლო ორი კვირაა, საოცარი trackული შეგრძნებებით

  • ვიღვიძებ
  • ვურთიერთობ
  • ვცხოვრობ

მაგრამ, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ვუძლებ ყველაფერს. “ნაივური სუპერის” ზეგავლენით ჩამოვწერ, თუ რას ვუძლებ:

საკუთარ ხასიათს დილით

საკუთარ ხასიათს შუადღეზე

საკუთარ ხასიათს საღამოს

სიტუაციას სახლში, სადაც ვცხოვრობ

Facebook-ის ნერვების მომშლელ ამბებს

Facebook-ის ნერვებისმომშლელ ადამიანებს

ურთიერგამომრიცხავ და ერთმანეთის მოძულე მეგობრებს

შემოდგომის სიცივეს

მაწუხებს:

კრეატიული იდეების ნაკლებობა

რომ არ ვხატავ

ფერების ნაკლებობა

მძიმე ჩანთის თრევა, ურომლისოდაც არ შემიძლია

რომ არ ვმუშაობ (სამუშაო = როცა გიხდიან)

ნერვებს მიშლის:

GIPA თავისი ორი ახალი საგნით – მედიასამართლითა და კვლევის მეთოდებით

რომ არ ვმუშაობ (სამუშაო = როცა გიხდიან)

შიში აპლიკაციის შევსებისა (მხოლოდ ერთხელ გამიმართლა, როცა GIPA-ში მოვხვდი. დანარჩენ შემთხვევაში შემიძლია, დავიგინო, რომ ყველა დანარჩენი იყო trackი).

როცა ადამიანები ისეთ რამეს მიხსნიან, რაც ისედაც კარგად ვიცი (ამ წამს ზუსტად ამას ახდენს ერთი ამერიკელი შიზოიდი მებოდიალება ფოტოგრაფიაზე)

ჰოდა ასე. ვცდილობ, ვიყო მხიარული, ვიკითხო წიგნები და ვიმუშაო და ღმერთს ვთხოვო, უარესი არ მომივლინოს.

დებილობა პოსტია, მაგრამ მე მაპატიეთ, რომ track-ში ვარ ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

17 thoughts on “Track-ში ვარ

  1. ნასტასია

    რა ვქნა, რა გიშველო, დაგამშვიდო, რომ სამსახური, სადაც თუნდაც გიხდიან, რამდენიმე თვეში არანაკლებ ნერვებისმომშლელი ხდება და რომ კრეატიული იდეების უქონლობას მარტო შენა რ განიცდი?>
    თუ გავიხსენო, რომ ვერ იტან, როცა იმას გიხსნიან, რაც ისედაც იცი და უბრალოდ გითხრა, რომ სამსახურში რომ არ ვიყო გამომწყვეული, ღრმა სიამოვნებით გნახავდი/გექაქანებოდი? :)

    ვსიო ბუდეტ დობრა, მოი დრუგ :)

  2. მარი

    “საკუთარ ხასიათს დილით
    საკუთარ ხასიათს შუადღეზე
    საკუთარ ხასიათს საღამოს
    შემოდგომის სიცივეს
    მძიმე ჩანთის თრევა”

    რა ნაცნობი პრობლემებია… თუმცა ისეთიც არაფერი, რომ თავი ცუდად იგრძნო. როცა ადამიანს ცუდ ხასიათზე უნდა ყოფნა, ყველაფერს მოიმიზეზებს და მაინც მოიშლის ნერვებს. არადა ყოველთვის მოიძებნება, თუნდაც სულ მცირე მიზეზი, რომ კარგ ხასიათზე იყო და გიხაროდეს.
    ჰოდა მგონი ახლა ნერვებს გიშლი, რადგან ისეთ რამეს გეუბნები, რაც ალბათ ისედაც იცი :d

  3. ქეთ_ევა_ნ

    შენ გაქვს შანსი მნახო და ესთეტიკური სიამოვნება მიიღო..იქნებ მერე მაინც აღარ მოგეჩვენოს ყველაფერი ეს ტრაკობად :)))
    პ.ს. მიყვარს გულახდილი პოსტები :)

  4. Sophie SUNNY Golden

    :/ მე მეგონა, მარტო ქალებს ჰქონდათ ასეთი დღეები.

    მე მაინც მგონია, რომ სამსახური, სადაც გიხდიან, რაც უნდა ნერვებისმომშლელი იყოს, მაინც კარგია. იცი, თვის ბოლოს ხელფასს აიღებ და რასაც გინდა, იყიდი. სინდისიც არ შეგაწუხებს, რომ სხვის კისერზე ზიხარ.
    დიდი სიამოვნებით დაგამშვიდებდი, ჩემი ბევრი ნაცნობის წერილი რომ არ მქონდეს ინბოქსში, სადაც კაციშვილს არ აქვს სამსახური, ან თუ აქვს, არ უხდიან :( საშინელებაა.
    აქ უბრალო სტაჟიორად რომ მიდიხარ, მაშინაც გიხდიან ხელფასს, ჩვეულებრივზე ცოტა ნაკლებს, მაგრამ ჩემნაირი სოციალისტის გულსაც კი იგებენ.

    1. zurriuss Post author

      ყოჩაღ შენც და გერმანელებსაც. კაი, ჯანდაბას, სოციალისტებსაც ;)

  5. Natalia

    რა უფრო დაგამშვიდებს, მეც რომ ვიწუწუნო, თუ რამე დასამშვიდებელი გითხრა? ალბათ არც ერთი. რამე უფრო ორიგინალურს მოიფიქრებდა კაცი, მაგრამ მე ქალი ვარ.

    როგორც ერთ-ერთი სასტუმროს მომსახურე ერთ-ერთი პერსონალის ბებია იტყოდა, ფილმიდან ‘ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი’, ესეც გაივლის.

  6. სიყვარულოვნა

    წარმომიდგენია 10 წლის მერე რა პოსტს გამოახობ…
    პრინციპში ზუსტად ანალოგიური წუწუნი იქნება… უბრალოდ სხვა რაღაცაეები მოგიშლის ნევრბეს + უფრო ბევრი სხვა რაღაცა.

    P.S თუ ფისტაშკა გინდა სადმე ადამეყარე რომ შენთვის შენახული მოგცე… სპეციალურად შეგინახე :))

  7. კოკოშა

    ვერსად გაექცევი, ან დარჩი მანდ ან ისევ შენით უნდა გამოხვიდე :roll:

    პირველად ვპოსტავ შენს ბლოგზე და აქვე ვიტყვი, კარგი ბლოგი გაქვს, საინტერესო, კარგად წერ და მასე გააგრძელე. ხოდა… რაც მთავარია ჯობს ნაკლები იფიქრო ყოველდღიურობაზე. :roll: ცხოვრებას შენ შემოარტყი იქეთ, სანამ ისეთი შემოგარტყა რომ ვეღარ ადგე :green: (აქ გამოცდილი ადამიანის სმაილი უნდა იყოს :green: )

    დილით რომ გაიღვიძებ გაიღიმე და შენი ხასიათი აღარ იქნება აუტანელი, შუადღესაც გაიღიმე და საღამოსაც.

    სიტუაცია სახლში სადაც ცხოვრობ უნდა დააიგნორო სხვა გზა მანდ არ არის. აზრი არ აქვს მშვიდობის მაძიებლობას ისევ შენ მოგხვდება ყველაზე მეტი :green: (აქაც გამოცდილი სმაილი)

    “”Facebook-ის ნერვების მომშლელ ამბებს
    Facebook-ის ნერვებისმომშლელ ადამიანებს
    ურთიერგამომრიცხავ და ერთმანეთის მოძულე მეგობრებს
    შემოდგომის სიცივეს””

    ამაზე რა გითხრა? დააიგნორე, დაბლოკე, წაშალე, დამალე, გადაყარე, ზარებს ნუ უპასუხებ, ნურც მესიჯებზე უპასუხებ. ვინც გაღიზიანებს მოიცილე თავიდან და განაგრძე ცხოვრება. :roll:

    შემოდგომის სიცივეს ვერ გაექცევი :green: ჩაიცვი თბილად მაგის ჯინაზე :!:

    “კრეატიული იდეების ნაკლებობა
    რომ არ ვხატავ
    ფერების ნაკლებობა
    მძიმე ჩანთის თრევა, ურომლისოდაც არ შემიძლია
    რომ არ ვმუშაობ (სამუშაო = როცა გიხდიან)”

    დრო არ გაქვს ალბათ თავისუფალი და იმიტომ, თუ ეს დაგამშვიდებს მეც ზუსტად იგივე პრობლემა მაქვს… ვმუშაობ მაგრამ უხელფასოდ + ვსწავლობ. ვერ ვხატავ დროის უქონლობის გამო, მძიმე ჩანთას დავათრევ წინ და უკან, მაგრამ ისეთი რაღაცეები მიდევს რომლის გარეშეც ვერ გავალ მთელი დღით. კრეატიულ იდეები მამენტ ბევრი მაქვს მაგრამ მათ განხორციელებისთვის არც გეგმის დაწერის, არც ფიქრის და არც სირბილის თავი და დრო აღარ მრჩება დღის ბოლოს.

    “GIPA თავისი ორი ახალი საგნით – მედიასამართლითა და კვლევის მეთოდებით
    რომ არ ვმუშაობ (სამუშაო = როცა გიხდიან)
    შიში აპლიკაციის შევსებისა (მხოლოდ ერთხელ გამიმართლა, როცა GIPA-ში მოვხვდი. დანარჩენ შემთხვევაში შემიძლია, დავიგინო, რომ ყველა დანარჩენი იყო trackი).
    როცა ადამიანები ისეთ რამეს მიხსნიან, რაც ისედაც კარგად ვიცი (ამ წამს ზუსტად ამას ახდენს ერთი ამერიკელი შიზოიდი მებოდიალება ფოტოგრაფიაზე)
    ჰოდა ასე. ვცდილობ, ვიყო მხიარული, ვიკითხო წიგნები და ვიმუშაო და ღმერთს ვთხოვო, უარესი არ მომივლინოს.<— კარგია რომ ცდილობ ;)

    ყველგან სადაც არ უნდა წახვიდე იქნება საგანი რმელიც არ დაგაინტერესებს, მაგრამ ვერ შეცვლი მაგ ფაქტს.

    მხოლოდ ერთში გამიმართლაო ამბობ, არ ფიქრობ რომ ეგ უკვე ერთ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია? ;) ყველა დანარჩენი trackი-დან ერთი გამოგადგა.

    ადამიანები კიდევ იმ რაღაცეების ახსნას ვერასდროს შეეშვებიან, რაც ისედაც კარგად ვიცით, მიუხედავად იმისა არიან თუ აარა კომპეტენტურები საერთოდ იმ საკითხში (აქაც პირადი გამოცდილების სმაილი) :green:

    ეს იმის მიზეზი არაა რომ ცხოვრების ხალისი დაკარგო და დაიგრუზო. ან კიდევ შენმა თავმა გაგაღიზიანოს. ღრმად ამოისუნთქე – შენ ცოცხალი ხარ, სიცოცხლით და იდეებით სავსე, ხატავ, წერ… ყველაფერი გაქვს რაც ბევრს აკლია ;) :green: ტაკ შტო ყველაფერი წინ გაქვს და თუ ძალ-ღონეს არ დაიშურებ ყველაფერს მიაღწევ ;)

    "წუთისოფელი ზღაპარია და ნიავ-ქარი.
    რაც უნდა მოხდეს, მას ყოველთვის შეხვდი ხალისით,
    რაც უკვე მოხდა, დაივიწყე, უქციე მხარი,
    ქვეყანა გინდა გაასწორო და გაამყარო?
    ეს – ქვეყანაა! არ გახდება სწორი და მყარი
    თუ კი ყველაფერს ასე ახლოს მიიტან გულთან
    ზეცისგან მეტად მოგეგება ნაღველი მწარი" (რუდაქი სპარსული პოეზია) X საუკუნის ლექსია, მგონი შენს პრობლემას ეხმიანება… ;)

    გაიღიმეე :green:

    1. zurriuss Post author

      დიდი მადლობა და გადასარევი კომენტარი იყო ბოლოს რომ სპარსული პოეზია არ შემოგერტყა :green:

  8. კოკოშა

    ახალი წაკითხული მაქვს და სადმე ხომ უნდა გამომეყენებინა :green:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.