ჩემი პირველი 18+ სპექტაკლი

მაყურებელი ტაშს ყოველთვის რომ დაუკრავს, ეს ადრე ვირწმუნე, მაგრამ თუ ყველგან დაუკრავდა, ეს ამასწინათ დავიჯერე. ტაშის დაკვრა ხომ ერთგვარი გამოსავალია იმ სიტუაციიდან, როცა რამე ვერ გაიგე და არ იმჩნევ. მთავარია, ხომ აფასებ. ჩვენთან სტვენა და “ბუუუ” ზოგადად მიუღებელია, მიუღებელია ამგვარი რადიკალური აზროვნება.

ვერ ვიტყვი, რომ “ბუუუ” ეთიკურია, მაგრამ მისი არსებობა უცხოურ მაყურებელში, როგორც პროტესტის გამოხატვის ფორმა, გარკვეულწილად ქმნის სპექტაკლის პოპულარობის ყველაზე დაბალ დონეს. ჩვენთან ნებისმიერ შემთხვევაში “ჯილდო” ტაშია. ტაშითვე ჩაიარა კიდევ ერთმა სპექტაკლმა რუსთაველის თეატრში, სახელად “შემეხე”.

დიდად არ ვიცნობ ევროპულ თეატრს, მაგრამ ზოგადი წარმოდგენა მაქვს, რომ მაყურებელი დიდი ხანია, დაიღალა ღრმა ფილოსოფიური სპექტაკლებით და სურს, სცენაზე იხილოს რეალური რეალობა ზედმეტი ალეგორიის, სიმბოლიკისა და აზრის გარეშე. თუ “შემეხე” ეს არის, მაშინ, უბრალოდ, არ მომწონებია ეს ჟანრი.

დიახ, მეც დავინახე საკუთარი თავი ამ სპექტაკლში, ისევე, როგორც ყველა სხვამ (ვინც ვერ დაინახა, ან ასექსუალია, ან ეძინა, ან თეატრის ადმინისტრაციას მცირეწლოვანთა შემოშვებისათვის უნდა ვუჩივლოთ). არამგონია, აქ ვინმეს თავისი, თუნდაც ფარული ზრახვები, ფიქრები და ფანტაზიები არ ამოეცნო, გარკვეული ფორმით მაინც. თუმცა მეორეა, ეს ყველაფერი როგორ და რამდენად ხარისხიანი ფორმითაა მოწვდილი.

პირადად მე უფრო ეროტიკულს, მაგრამ უფრო ინტელექტუალურ სპექტაკლს მოველოდი, სადაც ჩახდილ მსახიობსა სიტყვა “ტყნაურზე” გაცინება კულმინაცია არ იქნებოდა. პირიქით, თუ გახდა იყო, ყველა გაშიშვლებულიყო, ვინაიდან ყველა ჩვენგანი, ამა თუ იმ ფორმით, შიშვლები ვართ. მინდოდა, სპექტაკლი უფრო შინაარსიანი ყოფილიყო, რისი გამონათებებსაც მონოლოგები ქმნიდნენ და რაც, ლოგიკურად, ინტიმურ სცენებს უნდა გაეგრძელებინათ, მაგრამ ეს არ მოხდა. თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ან მე ვერ გავიგე, ან მისგან ზედმეტად დიდი მოლოდინი მქონდა.

მსგავსი შეუსაბამობების გამო სპექტაკლისგან მომეწონა:

  • მსგავსი პრეცედენტი, თუ მისი მცდელობა
  • ეს გოგონა, უფრო სწორედ, მისი მშვენიერი გარეგნობა. დიდი არტისტიზმით არ გამოირჩეოდა, მაგრამ საყვარელი იყო.

  • მსახიობები ზოგადად – ნორმალურად თამაშობდნენ
  • ერთ-ერთი მსახიობის მიერ მოყოლილი ანეკდოტი, რომლის გაგონებაზეც იმხელაზე გადავიხარხარე, ხალხმა ჩემკენ მოიხედა :)
  • მსახიობი ვიდეოკამერით უღებდა სურათებს მათ, ვინც მოეწონებოდა. ამ მომენტში მალერის მე-5 სიმფონია ჟღერდა და მეც ინსტინქურად ხელების დირიჟორივით ქნევა დავიწყე. შედეგად, სცენაზე დაყენებულ პროექტორში მეც ავისახე :)

მოკლედ, ახლა უკვე იცით, რატომ დავუკარი ტაში ამ სპექტაკლს. ვიმედოვნებ, ყველა მაყურებელი, სანამ აპლოდისმენტს შემოცხებს, ცოტათი მაინც დაფიქრდება და გააანალიზებს, რატომ აკეთებს ამას.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

2 thoughts on “ჩემი პირველი 18+ სპექტაკლი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »