მანამ, სანამ ყველაფერი და ყოველთვის შეგიძლია

ახლა უკვე დიდი ბიჭია. სახეც დაუგრძელდა, ჩემსავით. რომ შეხედავთ, ვერც იფიქრებთ, ხუთიოდ წლის წინ ანგელოზის ხმა თუ ამოსდიოდა პირიდან. სხვათა შორის, მეც ვმღეროდი ალტს ოდესღაც, მაგრამ კაციშვილმა არ მომხედა, არ მომისმინა და დავრჩი ასე გარემოვაჭრე… :) კარგი, არ ვიწუწუნებ. დავუბრუნდეთ საკითხს: ვინ არის ჟან-ბატისტ მუნიე? დიდად არც სახელი გამოარჩევს სხვა ადამიანებისგან და არც გვარი. მხოლოდ ხმა!

როცა ისეთ ხმას გამოსცემ, რომელიც გარშემომყოფთაგან გამოგარჩევს (კარგი გაგებით) და ყველას აღაფრთოვანებს, თითქოს, მარტივია ცხოვრება. წაიმღერებ და ყველაფერი გაფერადდება. კი, ეგრეა, მაგ ასაკში ნაღდად ეგრეა.

ეს ადამიანი, ისევე, როგორც ბევრმა სხვამ, მეც “გუნდის მომღერლებიდან” აღმოვაჩინე.  შეუძლებელია, ასეთი გარეგნობისა და ხმის მქონე ბავშვი არ დაგამახსოვრდეს. ამ ფილმმა დიდად განსაზღვრა JB-ის ცხოვრება (როგორც მას ეძახიან) და კარიერა. 2004 წლიდან მას ყველა კონცერტში იწვევენ. იღებენ ფილმებშიც. მის კეთილ ხმას აღტაცებაში მოჰყავ არა მხოლოდ ფრანგული პუბლიკა.

მერე ყველაფერი ისე მიდის, როგორც სხვა ტრილიონ შემთხვევაში:

  • ადამიანი იზრდება
  • გარდატეხა ეწყება
  • სხეული ეცვლება
  • თმა ამოსდის
  • ხმა დაბლა იწევს

მეც ხომ მქონდა მსგავსი ხმა. არც ერთხელ მითქვამს, ამ “ნოტს ვერ ავიღებ” ან “დღეს ხმაზე არა ვარ”. სულ ხმა მქონდა, სულ ვმღეროდი. ეს არის ბავშვობის ყველაზე მაგარი ჭეშმარიტება, რომ  იმ ცოტა ხნის განმავლობაში ყველაფერი და ყოველთვის შეგიძლია. მშვიდობით, კეთილო ნიჭო! შენ მხოლოდ ბავშვების საჩუქარი ხარ. თუ ვინმე შენზე იმდენად შეყვარებული აღმოჩნდა, რომ შენი დათმობა არ მოისურვა, სქესის დათმობა უწევს. წესია ასეთი.

პ.ს. დღეს ჩემი პირველი სკოლა მოვინახულე დიდი პაუზის შემდეგ. ზარის დარეკვის დროს აქეთ-იქით ვიხედებოდი და ქვეცნობიერად მეგონა, აი, ახლა გამოცვივდებიან ჩემი კლასელები ალგებრის, ქართულის, ისტორიის ან გეოგრაფიის საკლასო ოთახიდან. მაგრამ არც ერთი ნაცნობი სახე. მხოლოდ უცვლელი მასწავლებლები.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

5 thoughts on “მანამ, სანამ ყველაფერი და ყოველთვის შეგიძლია

  1. მარი

    აუუუ, ვისთან ერთად მღერის… <3 <3 ცხრაასჯერ ვუსმინე უკვე :)
    ისე, რად გინდოდა ეგეთი ხმა რომ დაგრჩენოდა? ფალცეტი მაინც ხომ გეხერხება.

  2. მკითხველი

    უბრალო წაღიღინებაც არ შემიძლია, სმენა კი მაქვს, მაგრამ ხმისა რა გითხრა, ხოდა სულ მინდოდა ცოტა მაინც შემძლებიდა. ცუდი ისაა რომ ან გაქვს ეს ნიჭი ან არა, ვერ ისწავლი. აი ვთქვათ ფორტეპიანოზე დაკვრა შეიძლება დიდი შრომის შედეგად ისწავლო, სიმღერას კიდევ ვერ ისწავლი.

    შენ რომ სკოლაში გქონდა, ეგ გრძნობა სულ მაქვს როცა მეექვსეში შევდივარ, არადა ნაცნობი იქ მხოლოდ ლექტორები არიან :(

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »