ცხონებული მე-ს აზრები 6

ეს ჩემი საყვარელი რუბრიკაა. მაშ ასე, ბოლო დროს ტვიტერში დაგროვილი ფრთიანი ჰაზრნი ჩემნი:

  1. შეგაწუხა თვიურმა? შეაწუხე შენც :)
  2. რაღაც საკაიფო შეგრძნებაა შიმშილთან ბრძოლა გვიან ღამით. ორი გამოსავალია: ან ჩახეთქვა ან ძილი :)
  3. Rainy days are probably the only things that somehow relates Georgia to Europe
  4. ამ პლანეტაზე არსებობენ მამაკაცები, სწერვები და სწერვა მამაკაცები. ყველა დანარჩენი ან ცხოველია, ან მცენარე. ციკლიდან “გამგები გაიგებს” (აღარც მახსოვს, რას დავუკავშირე)
  5. სესილი, ლიზელი, მონა – ქალის 3 სახელი, რომელსაც ვაღმერთებ. გავაღმერთებ მას, ვისაც რომელიმე ერქმევა.
  6. რას შეისწავლის “ანლოგია”? :)
  7. Never been so deeply involved in reading as with “Harry Potter”. Looking forward to buy the second book as soon as possible! (პირველმა ნაწილმა გადამრია)
  8. რა საინტერესო სიტყვაა “ცოდვა”. ღირსების ორდენს ჰგავს. სურვილისამებრ მიანიჭებ, რასაც გინდა.
  9. ვიღაცას რაღაც დაეწვა, თუ ნასკები მაქვს გამოსაცვლელი? (აღარ მახსოვს, ვიღადავე თუ არა)
  10. მყრალად არ მიყვარს, როცა ბლოგის პოსტის სათაურში სიტყვა “პოსტია” ნახსენები :| (ამაზე გამიჭედეს)
  11. ჟურნალისტობა ქირურგობას ჰგავს: როცა საყვარელ ადამიანს “კვეთ”, ხელი არ უნდა აგიკანკალდეს.
  12. ეგებ, ადამიანები არა მარტო გარდაცვალების მერე არსებობენ, არამედ დაბადებამდეც და ცხოვრება ამქვეყნად შემორბენაა მხოლოდ.
  13. როცა დებილების გარემოცვაში ხარ, რომლებსაც უბრალოდ სხვანაირად მოქცევა არ შეუძლიათ, უნდა დაიკიდო. სხვა რა გზაა.
  14. გაერო დაემგვანა ოდესღაც დიდი დამსახურებების მქონე ნაპოლკოვნიკარ და ამჟამად დაჩაჩანაკებულ ბაბუას, რომელსაც წარსული ღირსების გამო სემენ პატივს
  15. Seems to be that I’ve something genuine to create but while coming out of the toilet, nothing special is created
  16. უშნო და შინაგანად ლამაზი ქალების ფოტოები ფემინისტებს უყენიათ, ქალის სხეულის ნაწილიანი სურათი – ლესბოსელებს, ლამაზი ქალები – მახინჯებს (ჩემი აზრია და არ ვკამათობთ)
  17. რაც უნდა ულამაზესი, უკეთილშობილესი და ზეცითმოვლენილი იყო, მოკვდები თუ არა, ყველა შემოგეცლება და ყველასთვის უცხო ხდები
  18. ადამიანის სიკვდილი არის, როცა ნაყინი ხელში შემოგადნება. მისი ჭამა აღარ გინდა. კვლავ გიყვარს ნაყინი, მაგრამ არა ეს, რადგან ეს ის აღარ არის, რაც გიყვარს
  19. დიზმამე ნოფოფტურუშ (შელოცვა საკუთარი ლექსიკონიდან)
  20. როცა შეყვარებული რაღაცებს გიკრძალავს, მაშინ გაქვს დაშორების რეალური მიზეზი, მერე შეგუება გიწევს
  21. ნახატებს მტვერი გადავწმინდე და თურმე არც ისეთი გახუნებულები და უჟასები არიან, როგორიც მეგონა. დიდი ხანია, მათთვის არ დამიხედავს. :)
  22. მგონი, კარგი პოსტების წერიდან, კარგი კომენტარების წერაზე უნდა გადავიდე. მერე შევკრიბო და პოსტეულებად გამოვცე :) (ვეთანხმები)
  23. როცა რამეს გამალებული ვაკეთებ, ვხატავ, ან ვალაგებ, ან თუნდაც თოვლს ვწმენდ ან ვბარავ, ედიტ პიაფივით მოკუნტული ვარ. რაში გაინტერესებთ მარა იყოს :green:
  24. ცხოვრებამ იმდენი მოახერხა, ვინმე რომ მეუბნება, შენთან საქმე მაქვსო, გული შიშით მეწურება. ასე რომ, პირდაპირ მითხარით ხოლმე, რა გინდათ.
  25. ყველანი მიყვარხართ. ხვალ თუ ცოცხალი ვიქენი, ხვალაც მეყვარებით ;) (მოქმედების ვადა ამოწურულია)
  26. ღმერთმა თქვა, სანამ მოკვდებოდე, მანამდე შემეხმიანე, თორე მერე გასული ვარ მოწყალების ზონიდანო
  27. ძილის წინ სხვების მიერ წარწოთქმული ჩემი სახელი სულ ცუდ და გამწარებულ ტონში ჩამესმის. ტიტუ!:-))
  28. შეგიძლიათ, ამიხსნათ, რატომ იხევა შუაზე “რა სად როდის”-ის “ბატონი წამყვანი” წამყვანი, როცა რაიმეს ემოციურად გამოხატავს?
  29. კიდევ კარგი, ქორწილებში თითქმის არ დავდივარ, თორემ ამდენ უაზროდ ჩატყაპნილ და დედომიწის სამძიმარივით მოცეკვავე ხალხს რა გაუძლებდა!
  30. რატომ შევეჩვიე ჩადენილის სინანულს, როცა შემეძლო, არ ჩამედინა? ეჰჰ
  31. The rules of constitution is changing as fast as the positions of prostitution
  32. 4,5 კგ არც ისე ცოტაა, როცა საქმე მჭადის ფქვილს ეხება. 4,5 კგ საკმაოდ ბევრია, რომ ყოველდღე კისრით ატარო ;)
  33. ჩემს ვინის ვერ პოულობენ. დილით ეზოდან გაპარულა და ახლა მამაჩემი და ჩემი ძმა ეძებენ. აუ, აუუუ რა ცუდად ვარ :( (შოკი მქონდა, მაგრამ საღამოს ვიპოვეთ :) )
  34. წინდახედული კაცი მოკლულთა გვამებს ახლის კანტროლკას , ხოლო ნამდვლი წინდახედული – მათს საფლავებსაც  (ძველი შუმერული ანდაზა :d)

ვსო, მოვრჩით :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

10 thoughts on “ცხონებული მე-ს აზრები 6

  1. Pingback: Tweets that mention ცხონებული მე-ს აზრები 6 » Zurriuss.Ge -- Topsy.com

  2. სიყვარულოვნა

    ვინიც რომ ეძებდი მახსოვს ^^

    “კიდევ კარგი, ქორწილებში თითქმის არ დავდივარ, თორემ ამდენ უაზროდ ჩატყაპნილ და დედომიწის სამძიმარივით მოცეკვავე ხალხს რა გაუძლებდა!” – მარა ეს მაინც ყველაზე მაგარი იყო :დ

    1. zurriuss Post author

      თუ დააკვირდები, ეს პოსტი რა მიბანძებულია წინასთან შედარებით :d

  3. sheila

    modi, mec shemogiertdebi chemi agkmit:
    1: ar cuxdeba eg oxeri, araaa!!!!
    3: heheee, vai rom kiii
    5: sesilize mec vgijdebi, ert sesilis vicnobdi, magram shen ar gamogadgeba, lesboseli iko
    12: shemo chems blogze ; ) (self-PR) : P
    19: kide cota xani rom gemegobrebi, ai, mere uechveli gavigeb
    23: : ))) genii mislyat odinokovo, i daje naklonayutsya, vidno ; )
    mikvarxar

  4. რა აზრი აქვს ვინც ვარ

    :):):):
    ვიღაცას რაღაც დაეწვა, თუ ნასკები მაქვს გამოსაცვლელი? -ასატაცებლად გამოდგება :D წაგეშველები :D
    აუ, 24-ე თურმე მარტო მე არ მემართება :D
    და მე-16-ში ლამაზი ქალის სურათი კაცს თუ უყენია? ა, მახინჯიაო :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »