ცხონებული მე-ს აზრები 4

ვაგრძელებ დიდი ხნის წინ წამოწყებულ ციკლს და Facebook-აობისას თავში მოფრენილი მძიმეფრთიანი აზრების ახალ ნაკრებს გთავაზობთ ;)

  • რამეს თავი რომ მოაბა, ჯერ კისერი უნდა დაიგრძელოო
  • როცა აქ მოხვდები, დაიჩოქე და მზიან ქვიშას სული შეუბერე. მის ქვეშ ათასობით წლის სიმდიდრე იცდის ხელახლა დასაბადებლად. ეს ეგვიპტეა!
  • დებილი ლათინური სიტყვაა და ქართულად “გამოქლიავებამდე სულგრძელს” ნიშნავს
  • საერთოდ, ის, რაც შიგ არის, შესაძლებელია გამოღო გარეთ… მაგრამ ის, რაც ღრმად შიგ არის, მცირე შანსია, როგორმე გამოიღო, მით უმეტეს, თუ არც კი ეჭვობ, რომ შიგ არის :)

  • ყველა პრობლემა მოგვარებადია, მთავარია, არ დაგეზაროს მისი გადაჭრა.

  • ოდეს ფული გაგითავდეს, წადი და შენს ცოლი სახლში დააბრუნე, ვიაითგან ფული ქალივითაა: თუ თან არ გადაყვები, გაგიფრინდება

  • პიცერიაში მიდიოდე, ჯიბეში ყველი და პური მაინც გედოს, რადგან რა იცი, როდის აღმოაჩენ პიცაში ტარაკანასაო

დანარჩენი აწი იქნება ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

12 thoughts on “ცხონებული მე-ს აზრები 4

  1. ვასასი

    მოგვარებადი არასწორი ფორმაა.. :D

    და წინა აზრების ლინკი დადე ახლომახლო, მთელს ბლოგს ნუ გადამაქოთებინებ.. :)

  2. Sophie 'Sunny' Golden

    ჰიუ ლორი რას ჰგავს ამ სურათზე :| ბლახ!

    რას ბოდავ, თუ კაცი ხარ, ზურიუს :P :D “აწი” – “მომავლის” დამახინჯებული ფორმაა, ეგ აღარ გამაგონო!

    1. zurriuss Post author

      მე ჩემებურად ვბოდავ, შენ შენებურად – თეატრის საკითხში. ზოგჯერ მინდა ხოლმე, რომ დაგცინო, მაგრამ მეც დასაცინი რომ ვარ, ვჩუმდები :d

  3. joliiii

    მიდი, ზურიუს, ამათ ნუ უგდებ ყურს, არაჩვეულებრივი აზრებია, კარგად ვიხალისე. თუ არ მოსწონთ, თვითონ დაწერონ უკეთესი.

  4. Andy

    შიგ არის და გამოღებაზე მომეწონა , მაგრამ ახლაც წავიკითხე მეხუთედ და აზრი ვერ გავიგე :green:

    ყველა პრობლემა მოგვარებადია მთავარია ფული <===== ყველაზე ნაღდი ! :green:

  5. ქრისტინე

    ტარაკანის არ ვიცი მარა მეოთხე აზრი მომეწონა, კიდე კაი მოგიფრინდა თავში თორე რაზე მეცინა 2010 წლის 19 მარტს 20:37 წუთზე.. :green:

  6. MetaGamma

    პირველმა აზრმა დიდი მოლოდინი გამიჩინა, რაც ვერ შევივსე )).. როგორც წესი, სხვის კომენტარებსაც ვკითხულობ (თუნდაც იმიტომ, რომ არ გავმეორდე), ჰოდა არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ უბრალო მკითხველისთვის “აწი” ბევრად სასიამოვნოდ ჟღერს, ვიდრე ნებისმიერი მომვალის სხვა ფორმა ;)

    1. zurriuss Post author

      მადლობ… ოფიციალური ტონით წერა პროფესიაშიც მეყოფა :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.