ცხონებული “მე”-ს აზრები 5

ბოლო დროს, ქე იცით რატომაც, სოციალურ ქსელებზე ვეღარ ვაქტიურობ. ჯიპამ და “ჰარი პოტერმა” იმდენი მიქნეს, რომ ტვიტერი გადამაჩხრეკინეს და ერთ-ერთი უწინდელი პოსტის ფორმა აღმადგენინეს.

ქართულნი:

  • ჟურნალისტობა ქირურგობას ჰგავს: როცა საყვარელ ადამიანს “კვეთ”, ხელი არ უნდა აგიკანკალდეს.
  • მყრალად არ მიყვარს, როცა ბლოგის პოსტის სათაურში სიტყვა “პოსტია” ნახსენები :|
  • ვიღაცას რაღაც დაეწვა, თუ ნასკები მაქვს გამოსაცვლელი?
  • რა საინტერესო სიტყვაა “ცოდვა”. ღირსების ორდენს ჰგავს. სურვილისამებრ მიანიჭებ, რასაც გინდა.
  • სესილი, ლიზელი, მონა – ქალის 3 სახელი, რომელსაც ვაღმერთებ. გავაღმერთებ მას, ვისაც რომელიმე ერქმევა.
  • ამ პლანეტაზე არსებობენ მამაკაცები, სწერვები და სწერვა მამაკაცები. ყველა დანარჩენი ან ცხოველია, ან მცენარე. ციკლიდან “გამგები გაიგებს”
  • შეგაწუხა თვიურმა? შეაწუხე შენც :)
  • გადამეტებული ინფექცია ისევე იწვევს განგრენას, როგორც გადამეტებული თვითშეფასება.
  • რომელი უფრო საშიშია გლობალური მსოფლიოსთვის: გრენლადიის გალღობა თუ ბენდუქიძის?
  • ხომ ვამბობდი, რა! ვერანაირი დაბ. დღე ვერ მოგცემს შეღავათს ამ მდზღნერ ცხოვრებაში. უნდა იდგე და ზილო:|
  • ვჭედავ. რასაც ვამბობ, ყველაფერზე ხალხი გაკვირვებულ-გაბრაზებული სახით შემომცქერის. მე კი ვერ ვხვდები, კონკრეტულად რას ვჭედავ
  • თუ ადამიანი ელემენტარულად მიმზიდველ სათაურს ვერ მოიფიქრებს, წარმომიდგენია, რა სუნი ასდის მის პოსტს.

ინგლისურნი:

  • Never been so deeply involved in reading as with “Harry Potter”. Looking forward to buy the second book as soon as possible!
  • _Where do you study? _At “Religion and Sex” University _Where? _Former Ilia University _Oh, at last!
  • Rainy days are probably the only things that somehow relates Georgia to Europe
  • What would happen if SOMEBODY would agree to Churchill and “vanish Communists in their embriónal stadium”?
  • Would any of World Wars happen if Napoleon didn’t lose the Waterloo campaign?
Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

9 thoughts on “ცხონებული “მე”-ს აზრები 5

  1. სიყვარულოვნა

    ზოგი ვიცოდი (სუნ)
    მაგრამ ამათში “ჟურნალისტობა ქირურგობას ჰგავს: როცა საყვარელ ადამიანს “კვეთ”, ხელი არ უნდა აგიკანკალდეს.” ეს ყველაზე მეტად მომეწონა <3

  2. ნანა

    ზურა,
    ჩემო საყვარელო და ძალიან ჭკვიანო მეგობარო: “რა საინტერესო სიტყვაა “ცოდვა”. ღირსების ორდენს ჰგავს. სურვილისამებრ მიანიჭებ, რასაც გინდა”-. მაგარია!
    თუმოროფობს ძალიან უყვარს ზურა! <3

  3. Keti

    რა საინტერესო სიტყვაა “ცოდვა”. ღირსების ორდენს ჰგავს. სურვილისამებრ მიანიჭებ, რასაც გინდა.

    კარგია : )

  4. ანი

    ეჰ ზურ, სულ გამოგაშტერა შენ ამ ჰაუსმა. გაიგეო რო არ არის საჭირო ვინმეს დაემსგავსო ორიგინალურობაში და აზრების ფრქვევაში, ისედაც ორიგინალური ადამიანი ხარ და ერთადერთი და განუმეორებელი. მე ჰაუს ზურას ძველი ზურა მირჩევნია :* :oops:

    1. zurriuss Post author

      ამათი უმეტესობა კაკ რაზ იმ პერიოდში დაიწერა, როცა ჰაუსი არ მიტრიალებდა თავში. და რამეზე არ მიმათაგინო შენი თავი ამ გვიანღამით :green:

      1. ანი

        როდის დაწერე არ ვიცი მარა იმიტო დებ რო ჰაუსის გამონათქვამები გევასება და ზურას გამონათქვამებიც გინდა იყოს :D მე ეგრე მგონია და შენ იცოდე სხვისი აზრის ატანა ეგრევე სამაგიეროს გადახდაზე რო ფიქრობ :D

        1. zurriuss Post author

          ავიტან, კაცო. შენი აზრები მჩატეა და საყვარელი ;)
          ჩემი აზრები კი ხან ძილის წინ მომივლიან და ხან ნებისმიერი უაზრობისას. ვიღებ მობილურს და ვტვიტავ. ახლა ერთ პოსტს ასე ვწერ :green:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.