ეს პოსტი არ იქნება…

ეს პოსტი არ იქნება დიდი – მალე ახალი წელი მოვა…
ეს პოსტი არ იქნება ორიგინალური – ისევე, როგორც ბევრი მისი წინამორბედი…
ეს პოსტი არ იქნბა საზეიმო – ჩემს გულში მოზეიმე სიხარულს მაინც ვერ გამოხატავს…
ეს პოსტი არ იქნებ სევდიანი- ყოველთვის ვინანებ ძველ შეცდომებს, მაგრამ ახლა არა…
ეს პოსტი არ იქნება შემაჯამებელი – ჯერჯერობით არ ღირს განვლილი წლის “დაგუბება”, დაე, იდინოს…
ეს პოსტი არ იქნება რაღაცნაირი – ის უკვე არის რაღაცნაირი…
ეს პოსტი არ იქნება ნებაყოფლობითი – რაღაც მაიძულებს შინაგანად, რომ ხელი დავუქნიო იმ აწმყოს, რომელიც, რამდენიმე საათში წარსული იქნება…
ეს პოსტი არ იქნება რაიმეს დასასრული – ვიმედოვნებ, რაღაც ღირებულის დასაწყისი მაინც იქნება. ძალიან მჯერა, რომ, ადრე თუ გვიან, ჩემს ზენიტს მივაღწევ და ყველას გეტყვით, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც მიყვარხართ….
ეს პოსტი არ იქნება “გაზრდილი” – ჩემს ბავშვობას 2000-ნებისმიერ წელში წავიღებ და სულ თან ვატარებ…
ეს პოსტი არ იქნება …. რაღა დავწერო…
ეს პოსტი არ იქნება სამწერტილიანი – ხომ ხედავთ, უკვე აღარ არის :D

ყველას გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ!

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

0 thoughts on “ეს პოსტი არ იქნება…

  1. თინი

    გილოცავ აქაც, იქაც და ბევრგანაც მოგილოცავ :დ

    ეს პოსტი არ იქნება- ისეთი პოსტი, რომელის წაკითხვა,გააზრება და მოწონება დამეზარება : ))) :*

  2. Natalia

    გილოცავ ზურიუს, შენი კომენტარების შემდეგ, მე აღარ ვიცი რა გისურვო : ))

    თუმცა, ხომ გისურვეთ ჩემს ბლოგზე : ))

  3. თორნიკე

    გილოცავ ახალ წელს…მრავალს დაესწარი…სამწერტილი მიყვარს…
    ამიტომ ბევრ სამწერტილს გისურვებ…:)ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს…(მგონი მთელ ვირტუალურ სამყაროში შენ გაქვს ყველაზე ნაკლებთოვლიანი ბლოგი….საერთოდ ვერ მხილავს ვებ-გვერდებზე,ან ბლოგბზე ვირტუალური თოვლი….:))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.