ჩემი საზაფხულო გატაცება ანუ თომას ქრაუნის აფიორა

_Wanna see it? ;)

_No :)

არადა, ისე ძალიან გინდა, ნახო, რომ ვეღარ ითმენ. მაგრამ ეს ხომ თამაშია. ჰოდა შენც ერთობი იმით, რომ გძინავს იმ მამაკაცთან, ვის საქმესაც იძიებ.

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/07/bill-conti-thomas-crwon-main-theme-glider.mp3|titles=bill conti – thomas crwon main theme glider]

_ ქალები, მისტერ ქრაუნ. მიამბეთ ქალებზე.

_ ქალს შეუძლია, სავსებით მენდოს.

_ რა გარემოებაშია ეს შესაძლებელი?

_ ქალს შეუძლია, მენდოს მანამ, სანამ მისი ინტერესები ჩემსას არ შეეწინააღმდეგება.

_ და საზოგადოებას? თუკი მისი ინტერესები თქვენთან წინააღმდეგოაში აღმოჩნდება?

_ :)

ცხოვრება ვეებერთელა ტორტია, რომლიდანაც ყველა სხვადასხვა ნაწილს წიწკნის. ზოგს ბეზე ხვდება, ზოგს კრემი, ზოგს ბისკვიტებს შორის წასმული სიროფი, ზოგსაც საერთოდ არ უყვარს ტორტი. ზოგიერთებს კი ტორტი იმდენად უყვართ, რომ მოხდენილად გადაირბენენ ხოლმე მის ზედაპირზე და ათასობით გურმანს მისი ნაკვალებით დატოვებულ გამოცანას უტოვებენ.

2002 პირველად წლის ზაფხულში, როცა ფილმი პირველად ვნახე, მაშინ მივხვდი, რამხელა მნიშვნელობა აქვს გემოვნებას. ყველგან და ყველაფერში. გემოვნება არა მხოლოდ კარგაც ჩაცმა-დახურვაში, არამედ კარგად დახარჯვაშიც. გემოვნება თამაშში, გემოვნება აფიორაში.

ნიუ-იორკში სექტემბერი იწურება და ისევ გაუსაძლისად ცხელა. ქალაქის მუზეუმი ნელ-ნელა ივსება დამთვალიერებლებით. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, ბიზნესმენი ტომას კრაუნი, აქ უკვე მერამდენედაა. მასსაც, ისევე, როგორც დანარჩენ ხელოვნების მოყვარულებს, ამოჩემებული ნამუშევარი აქვს. თუმცა, ბევრისაგან განსხვავებით, კრაუნს არ იზიდავს მონეს შედევრი “ვენეცია შებინდებისას”. იგი იმპრესიონიზმის სხვა ნამუშევარს უცქერს. არადა, იმ დღეს მუზეუმიდან სწორედ მონე გაქრება.

ფილმის ორიგინალი 1968 წელს გადაიღეს, რომელშიც სტივენ მაკკინი და ფეი დანაუეი მონაწილეობენ. ეს ქალბატონი, რომელიც იქ ტომას კრაუნის პარტნიორი იყო, ახალ რიმეიკში მისი ფსიქოლოგის სახით გვევლინება. სწორედ ქალზე გააკეთა აქცენტი რეჟისორმა ჯონ მაკტირნანმა, როცა 1999 წელს “თომას ქრაუნი” გადაიღო.

90-იანებში სხვა მისწრაფებები, გატაცებები და, რაც მთავარია, მოთხოვნები იყო. მაკტირნანი ეძებდა ტიპაჟს, რომელიც დახვეწილ და ელეგანტურ მანერებს საოცარ გამჭრიახობასა და აქტიურ ცხოვრებას შეუთვსებდა. ვინ იქნებოდა ეს, თუ არა 90-იანების ჯეიმს ბონდი, პირს ბროსნანი. ბევრი ექსპერტი მას “მარადიულ ბონდს” უწოდებს. ბროსნანის სწორედ ბონდისეული იმიჯი იყო საჭირო ფილმში, რომელშიც რენე რუსო ითამაშებდა. იცით, რამდენი წლისაა აქ? 45-ის :)

მოკლედ, ვისაც ნამდვილი ელეგანტური და არა გადამტკბარი, ყოველთვის მოდური, საინტერესო და ძალიან მაგარი ფილმის ნახვა გსურთ და “თომას ქრაუნის აფიორა” არ გინახავთ, გილოცავთ, თქვენ გელით ძალიან მაგარი შეგრძნება :)

ვეღარ ვითმენ… Publish!

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

14 thoughts on “ჩემი საზაფხულო გატაცება ანუ თომას ქრაუნის აფიორა

  1. tamara

    მიყვარს ეს ფილმი, ძალიან დასამახსოვრებელია! რენე რუსო ასეთი კარგი არც ერთ ფილმშია, მგონი… და თვალისმომჭრელი ესთერ კანადასის ორი გაელვება..მმმმ! :)

    1. zurriuss Post author

      ეგ აღარ ვახსენე, დაე, იყოს ირისის კანფეტი სიურპრიზად ;)

        1. zurriuss Post author

          ჰო, შენს ფულსაც მე დავდებ და დაბ. დღის ვალიდანაც ამოვალ :green:

  2. Andy

    რენე რუსოს გამოვყოფდი მაინც , ასეთი სექსუალური და ვნებიანი არცერთ მის ფილმში არაა ,მიუხედავად იმისა ძუძუ აქვს კაკ ფიცარ ! :D

  3. ანნა გური

    ანუ პირველად ნახვის სიამოვნება წინ მაქვს? :დდ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.