ყველაზე უცნაური ახალი წელი

ამ ახალ წელს კიდევ ერხელ დავრწმუნდი, რომ ბავშვივით მიყვარს ეს დღესასწაული და რომ, ალბათ, ასე იქნება მუდამ. მთავარია, 1-2 ყლუპი საშობაო მუსიკა, კარგ რამეებზე ფიქრი და ოცნება.

გილოცავთ დრაკონის 2012 წელს, ჩემს წელს! 

ხვდებით, ალბათ, რას ნიშნავს ჩემთვის, იყო გამორჩეული. ბავშვობიდანვე ამას ჩამჩიჩინებდნენ და მეც მივეჩვიე. ამას დრაკონიც ამართლებს, რადგანაც ერთადერთი ზოდიაქოა, რომელიც ადამიანის ფანტაზიამ შექმნა და მითად აქცია. ჰოდა წელს მე და დრაკონი გავაჯაზებთ. თუ როგორ, ამას გზადაგზა იხილავთ :) ახლა ახალი წლის ამბები :green:

Have yourself a merry little christmas by Zura Balanchivadze

შარშანდელისა არ იყოს, წელსაც სხვანაირი ახალი წელი მქონდა. ჩემი სტანდარტული სადღესასწაულო გრაფიკი ასეთია: 31 დეკემბერს ვაწყობ ნაძვის ხეს, დედაჩემს ვეხმარები ხაჭაპურების გამოცხობაში, რაც შეშის ღუმლის გახურებაში გამოიხატება, 12-ს რომ 10 უკლია ვბათქაბუთქობთ, მერე სუფრასთან აღვნიშნავთ, მერე კი მორჩენილი შამპანურით ტელიკში საახალწლო რამე-რუმეებს მანამ ვუყურებ, სანამ არ ჩამეძინება.

წელს დრაკონს პავლოვის 42-ში შევხვდი. 31-ში ყველას რაღაცნაირად სახე ჩამოგვტიროდა. ბოლოს და ბოლოს, ახალი წელია (დაახლოებით იმ გამოთქმით, როგორც ამერიკელები ამბობენ “C’mon, it’s Christmas! :O” თავიანთ ფილმებში), როცა ყველამ უნდა დაისვენოს და კარგ ხასიათზე იყოს. ჩვენ საამისოდ არც განწყობა გვქონდა და არც ფული.

დალევა – გამორიცხულია! ბევრს არც იმდენი ჰქონდა წამოღებული, რომ საღამოს მაღაზიიდან რაღაცები გადმოგვეტანა და სუფრა გაგვეწყო, ვალის აღებაც ამ საახალწლოდ არ გვინდოდა. მოხდა ძალიან მაგარი რამ: ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავისი ინიციატივით ისეთი ნაირნაირი რამეები მოგვიტანა, გავოგნდით: ძეხვი, ყველი, მჟავე, პური, ლობიანები, ხაჭაპური… მერე ბიჭებმაც გადარეკეს თავიანთ სახლში და რაღაც-რაღაცები მოატანინეს. საბოლოო ჯამში, არაფრისგან ისეთი მაგარი სუფრა გაიშალა, 10 ჯარისკაცი და ოფიცერი რას ვეყოფოდით! 11-ისკენ კიდევ ერთი ჩვენი ჯარისკაცი, სერჟანტი ტუხა შემოგვიერთდა, რომელსაც, სანამ ნაკერები კარგად შეუხორცდება, დროებით ისვენებს (მოტოციკლის ზედმეტმა სიყვარულმა უქნა :)).

თორმეტი საათიც შესრულდა და პავლოვის გამზირი საცხოვრებლებიდან გამოსროლილი ფოიერვერკებით გაჩახჩახდა. ყველანი გარეთ გამოვედით და ერთმანეთს ვულოცავდით. უცებ მართლა ყველას გაგვიხარდა. ბოლოს და ბოლოს, ახალი წელი თავისას შვება და ხმაურიანი შემოჭრით ყველას, სულ ცოტა ხნით მაინც, თავის ჭკუაზე ატარებს. ასე ჩაიარა ახალი წლის შემოსვლის ეიფორიამ. თითქოს, გალიაში ვიყავით დამწვყვდეულები, რადგან ყველაფერი ნებადართული არ გვქონდა. (სასმელი სასტიკად აკრძალული იყო, ისევე, როგორც სხვადასხვა გიჟური გამოხდომა). მიუხედავად ამისა, გვიხაროდა. თუნდაც ის, რომ მშვენიერი სუფრა გავშალეთ, ერთად “გადავიტანეთ” ეს უცნაური მომენტი და ის, რომ მეგობრები ვართ :)

მერე ბევრი ვილაპარაკეთ, 2:00-ისკენ დავიძინეთ. 6-ზე მორიგეობამ მომიწია სრულიად დაცარიელებულ შენობაში. 10-ისკენ, ჩვეულებისამებრ, შემცვლელი სმენა მოვიდა და სახლებში წამოვედით.

როგორც წინა პოსტში ვიფიქრე, სიტუაცია არც-თუ ისე განვითარდა. ჩემს მეგობარ სოფოს შევეხმიანე და მოვიდა. მაგრად ჩავეხუტე და ბევრი ვკოცნე, რომ ახალი წლის დღეს მხოლოდ ის იყო ჩემთან ერთად. მერე სამი ტენორის საშობაო კონცერტს ვუყურეთ ცოტას და წავიდა. ისევ მარტო დავრჩი. ავდექი და კევინ მაკალესტერივით მარტომ დავიწყე ქალაქში ბოდიალი. ახლა სახლში ვარ და ერთი მეგობრის მოსვლას ველოდები. აღარ მომწონს მარტოობა. რა გასაკვირია, სადაც გაბრწყინებულ ნიუ იორკში მარტოობისგან კევინმაც მოიწყინა, თბილისზე რაღას ვიტყვი.

მოკლედ, ასეთი ახალი წელი მქონდა. საზეიმო განწყობა არ გამნელებია და ჩემი შემდეგი პოსტიც ზუსტად ამაზე იქნება :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

5 thoughts on “ყველაზე უცნაური ახალი წელი

  1. jessie

    გილოცაააააავ ზურიუსსს.. ყველაფერს კარგს და ნათელს გისურვებ ^_^ :lol:

  2. შოშანა

    სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს იცავ? :))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »