The Nutcracker Prince

ერთხელაც, როცა ვიდეოკასეტაზე “მეფე ლომის” ყურება დავასრულე, გამორთვა დამავიწყდა. მეორე ოთახში გავედი და, ამასობაში, ტიტრებიც მორჩა. ვიფიქრე, ბარემ ლენტას ბოლომდე მივიყვან, რომ ავტომატურად გადაახვიოს უკან-მეთქი, მაგრამ თურმე ჯერ სადა ხარ…

ახალი მულტფილმი დაიწყო. წელიწადზე მეტი იყო, რაც ეს კასეტა მქონდა და ვერ წარმომედგინა, სიმბას გარდა, თუ სხვა რამეც იყო ჩაწერილი. თანაც, ინგლისურის მასწავლებელთან სწორედ იმას გავდიოდი. ასე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში მაკ-ნა-ტუ-ნა.

თუ არ ვცდები, პირველი სერიოზული მულტფილმი, რომელიც თავიდან ბოლომდე აღვიქვი, გავიგე და შევაფასე, სწორედ ეგ იყო.  დიალოგები ზეპირად ვიცოდი ინგლისურ და რუსულ ენებზე, ვმღეროდი, ვძერწავდი (მაშინ ეგეც მჭირდა) და ვხატავდი მიღებულ შთაბეჭდილებებს. ეგ რომ არაფერი, მარტო კლარას სახის მოხაზულობას დიდი ხნის განმავლობაში ვიყენებდი გოგონების დასახატად.

რომ მახსენდება, ამ მულტფილმს ასე რატომ განვიცდიდი, ახლა ვხვდები, რომ ჩაიკოვსკის ბრალია. შედევრი შექმნა! თან, ხუმრობა ხომ არ არის, ლონდონის ფილარმონიული ორკესტრი ასრულებს.

მთავარი კი ის არის, რომ ყველაფერი ეს მე მჭირდება. მჭრიდება იმისთვის,

რომ არ მოვწყდე საკუთარ ბავშვობას

რომ იქ დაბრუნებისას თავი უცხოდ არ ვიგრძნო

რომ შევინარჩუნო ყველაფერი, რაც მახსოვს

რომ ცოტა ხნით მაინც დავისვენო “შენ უკვე დიდი ხარ”-ისაგან

რომთა ვხედავდე განვითარების გზას

რათა მოვიგონო.

ჰო, მოვიგონო და არ დავიშურო ძალა, რომ ხმამაღლა ვიყვირო: “მე არ მრცხვენია, რომ ბავშვი ვარ!”

მას შემდეგ რამდენი ხანი გავიდააააოოოოო ეს ნოსტალგიები!…

ახლა კი წარმოიდგინეთ ჩემი გაოცებულ-აღტაცებული სახის გამომეტყველება, უკან გადაითვალეთ 10  წელი და კალენდრის ფხრეწვა დეკემბრის 25-ისთვის შეაჩერეთ :)

ვუძღვნი ბუსხს :*

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

9 thoughts on “The Nutcracker Prince

  1. ირინა

    ზუურ! ღმერთო, ვგიჟდები ამ მულტფილმზე! ჩემი პირველი სრულმეტრაჟიანი მულტფილმი იყო ფიფქიამდე და კონკიამდე! ჭკუა მეკეტებოდა ბავშვობაში და საოცარი იცი რა არის???:))) რომ იმდღეს იუტუბიდან სწორედ ასე ნაწილ–ნაწილ გადმოვწერე და პრემიერში შევაერთე!!! :))))) ინგლისურ ენაზე! რა თქმა უნდა ხარისხი საშინელი აქვს, მაგრამ ეს მულტფილმი და გენიალური “მაკნატუნა” ახალ წელს მახსენებს! მამიდაჩემს ყოველ წელს დავყავდი ოპერაში “მაკნატუნას” სანახავად!
    აუ როგორ გამიხარდა, შენ არ იცი! ჩემი ბავშვობაა…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.