თბილისის ფოტოგრაფიის ღამე 2012

გუშინ არსად გასვლას არ ვაპირებდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ძალიან საინტერესო ღონისძიებაზე ამოვყავი თავი. ძველი თბილისის 10 სხვადასხვა ადგილას დადგმული ეკრანები და მათზე თანამედროვე ფოტოგრაფთა სლაიდშოუები შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ყოველივე ამის დედააზრი, ალბათ, ისევდაისევ ფოტოგრაფიის წახალისებაა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე დავინახე. ისე კი, თბილისში და, ზოგადად, საქართველოში ამ სფეროთი სულ უფრო მეტი  ინტერესდება.

ათიდან ხუთი ეკრანის ნახვა მოვასწარი, მერე მივხვდი, რომ აქეთ-იქით სირბილსა და ნაცნობების ძებნას, ისევ ფოტოებისთვის ცქერა სჯობდა. ნაცნობებს აქ ვერ ვიპოვიდი, რადგან ყველანი Open Air-ზე იქნებოდნენ. შესაბამისად, ამ ივენთის ასე ცუდად დამთხვევა სერიოზულ შეცდომად მიმაჩნია.

ვერ ვიტყვი, რომ ღონისძიებას აკლდა ორგანიზება. ყველაფერმა ნორმალურად  ჩაიარა, უფრო სწორედ, მიდიოდა, უბრალოდ, ჩვენ ადრე წამოვედით. ბოლოს მაინც აბანოთუბანში, ნომერ 1 ეკრანთან ვისხედით და GQ-ს ფოტოგრაფების ნამუშევრებს ვუცქერდით. მერე აცივდა, ქარმაც დაუბერა და 12-ისკენ დავიშალეთ.

გულზე მჯიღის ცემად არ მინდა, გამომივიდეს, მაგრამ ძალიან კი გამიხარდება, თუკი ჩვენს ქვეყანას მომავალში ფოტოგრაფიასთან გააიგივებენ. არა პაპარაცობასთან ან სოციალურ მედიააქტივიზმთან, როცა ტელეფონით 2 წუთის წინ გადაღებული სურათი უკვე ფეისბუკზე კომენტარებით იბომბება, არამედ ფოტოხელოვნების სიყვარულთან.

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »