თამთა ცხვიტავა – მოდერნ რეტრო კონიაკის არომატით

ბოლო დოს ისევ დამიგროვდა სათქმელი მომღერლებზე, ხმებზე და, ზოგადად, მუსიკაზე, რომელიც რაღაცნაირად გამორჩეულია და სწორედ ამიტომ მამახსოვრდება. ამასწინათ თამთა ცხვიტავა აღმოვაჩინე იუთუბზე, მერე ფეისბუკზე გავიკითხე მის შესახებ, მერე კი ყველაფერი ისე მოხდა, რომ ერთ მშვენიერ საღამოს მომღერლის რეპეტიციაზეც ამოვყავი თავი. ამაზე ცოტა მერე.

Tamta Ckhvitava – Shenamde by LeonsioGe

თამთას ქართველი მსმენელების დიდი ნაწილი ჯერ არ იცნობს, მე კი მიხარია, რომ ეს ბედნიერება უკვე მხვდა წილად. საამისოდ ორი მიზეზი მაქვს: ერთი, რომ იგი არ არის ახალბედა მომღერალი. თამთას ვოკალური მოღვაწეობის საკმაო გამოცდილება აქვს (წლების განმავლობაში ბევრგან მღეროდა), ასე რომ მისგან არასასურველ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ. მეორეც, თავისი რეპერტუარითა და ხმის ტექნიკით იგი არ ჰგავს არც ერთ თანამედროვე ქართველ შემსრულებელს. თამთას სტიქია თანამედროვე რეტროა.

როცა „ბრავო რექორდსის“ ხმის ჩამწერ ოთახში ორკესტრმა ჯაზით გაჯერებული მელოდია ააჟღერა, თითქოს კონიაკის არომატი მეცა. ასე ხშირად არ მემართება. ეს ნიშნავს, რომ „დამარტყა“. საღამოსფერ ბგერებს უეცრად თამთას „უცნაური“ და რაღაცნაირად  ნოსტალგიური ხმა შეერია, ისე ბუნებრივად, ისე ჰარმონიულად, რამდენიმე წამით მართლა დამავიწყდა, რომ ქართველ მომღერალს ვუსმენ, თანაც ცოცხალი შესრულებით. საღამოს „კონიაკის“ საკმაოდ დიდი დოზა მივიღე და ეს გაბრუება ახლაც შემომრჩა.

ხანდახან რომ ვუფიქრდები, მიხარია, რომ რაღაც მაინც სწორად კეთდება ქართულ შოუბიზნესში. „ბრავო რექორდსის“ საიტზე წავიკითხე, რომ ეს კომპანია თამთა ცხვიტავას იმიჯის შექმნაზე იზრუნებს და ალბომებს ყველა საავტორო უფლებების დაცვით ჩაუწერს. ამ თვის ბოლოს მისი კონცერტიც გაიმართება, რომლის წყალობითაც თამთა ცხვიტავას მთელი საქართველო გაიცნობს. ეს არის სწორი და უცხოეთში აპრობირებული მარკეტინგი, როდესაც ხელოვანის გაპიარება და ბაზარზე შეყვანა შესაბამისი საფეხურების გავლით ხდება და არა ისე, როგორც ჩვენთან: 1-2 ახალი კლიპი ჯერ უცნობ სიმღერაზე და მერე აუდიოალბომი.

ყველაზე ძალიან კი ის მიხარია, რომ თამთას რეპერტუარი არის ძალიან გემოვნებიანი  სწორი! მისთვის შეირჩა 12 სიმღერა, რომელთაგან რამდენიმე უცხოურის ქავერია. ყველა მათგანი სპეციალურად თამთასთვის გადაამუშავეს და ახალი ჟღერადობა მისცეს. ჟღერადობა, რომელშიც ისმის რეტროდან მოტანილი თანამედროვე მუსიკა. მუსიკა, რომელსაც დაჰკრავს კონიაკის არომატი და, საერთოდ, თუკი ედიტ პიაფი 21-ე საუკუნეში იმღერებდა, მას თამთა ცხვიტავას მსგავსი ხმა ექნებოდა.

 

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

4 thoughts on “თამთა ცხვიტავა – მოდერნ რეტრო კონიაკის არომატით

  1. ყინული

    მომისმენია ეს მომღერალი. ძალიან სასიამოვნო ხმის ტემბრი აქვს და რაც მთავარია, ბაზრის ქალივით არ მღერის. :)

  2. Sophie שרה Golden

    უნდა მოვუსმინო ამ გოგოს, როგორც კი მოვიცლი. მადლობა, რომ დამაინტერესე; სხვებიც წერდნენ აქა-იქ, მაგრამ შენს მუსიკალურ გემოვნებას როგორც ვენდობი, სხვებს ისე – არა, ხომ იცი :)

  3. Pingback: თამთა ცხვიტავა – ახალი ვარსკვლავი ქართულ სცენაზე | Zurriuss.Ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.