“ჯუჯა” მაღალი და “ჯუჯა” დაბალი ადამიანები

…და თქვენ რა რეაქცია გქონიათ, უცბად რომ ადამიანისთავიან და პატარა ბავშვისტანიან არსებას დაინახავდით, ჩქარი ნაბიჯით მიმავალს ორად გაყოფილი თითებით? ბავშვობაში, როდესაც “ასეთ” ხალხს გადავაწყდებოდი, თავს ვაბრუნებდი და ვითომ სხვა რამეს ვუყურებდი, მერე კი დიდხანს ვუყურებდი იმ უცნაურ ადამიანებს, რომლებიც ადამიანისთავიან სათამაშოებს ჰგავდნენ. არადა მათი მოკრძალებული ზოგადი სახელიც კი არ ვიცი.

რა დავუძახო: ტანმორჩილი? დაბალი? ძალიან დაბალი? “ჯუჯა”? (ეს უკვე იარლიყია). კალადთბურთელთა სიმაღლის ადამიანებიც ხომ უმცირესობას წარმოადგენენ და როგორ გინდა, გამოარჩიო, რომ საუბრობ არა უბრალოდ მაღალ, არამედ აყლაყუდა ვინმეზე? აი, “აყლაყუდა” – კიდევ ერთი “ჯუჯა” იარლიყი/სახელი.

ი პინპინი და სულტან კოსენი

ყველაზე ცუდი ის არის რომ “ჯუჯა” მაღლები ნაკლებად არასიმპათიურები არიან, ვიდრე “ჯუჯა” დაბლები, რადგან ეს უკანასკნელები “არღვევენ” ადამიანთა გარეგნობის ზოგიერთ “სტანდარტს”. თანაც “ჯუჯა” მაღლებს რაღაცნაირად მოწიწებით ეპყრობიან, რომელიც, პირადად მე, გაუცნობიერებელი შიში მგონია. ხოლო მზერის ობიექტები თითქმის ყოველთვის დამორცხვილები არიან, რომ თავიანთი სიმაღლით “შეურაცხყოფას აყენებენ” ამდენ ხალხს.

“ჯუჯა” დაბალი ადამიანები კი, ძირითადად, ეცოდებათ ან ეშინიათ. ზოგს ეუხერხულება მათთან ერთად მგზავრობა ან სიარული, რადგან არ იციან, როგორ მოიქცნენ, რადგან არშემჩნევაც არ შეუძლილათ. ზოგი მოტყუებულა კიდეც, როცა “ჯუჯა” დაბალი სრულწლოვანი ბავშვი ჰგონებია და თავზე ხელის გადასმით ესაუბრებოდა. ერთი სამწუხარო ინფორმაცია: “ჯუჯა” დაბალი ხალხი, სექსუალური თვალსაზრისით, ნაკლებად იზიდავს უმრავლესობას, ვიდრე “ჯუჯა” მაღლი ადამიანები.

კიდევ ერთი ფაქტი საკუთარი დაკვირვებიდან: პატარა ადამიანებისგან განსხვავებით, “ჯუჯა” ადამიანები ე.წ. ნაპოლეონის კომპლექსით (ჩემი მოგონილია) არ ხასიათდებიან და ამით ძალიან ჰგვანან “ჯუჯა” დიდებს.

მე ვიმეგობრებდი ორვე “ჯუჯასთან” არა იმიტომ, რომ “ჯუჯა” მაღალისგან გამეგო, როგორ ეშინიათ მისი მოქნეული მუშტის ან “ჯუჯა” დაბალისათვის თავზე ხელი გადამესვა და სიბრალულისაგან მეკოცნა. მე მათთან ვიმეგობრებდი თუნდაც იმიტომ, რომ ერთად გვესაუბრა ფეხბურთზე, ტავტოლოგიაზე, ეგვიპტის ისტორიაზე, ოკეანეებზე, თეატრზე, გვეჭორავა სხვადასხვა შოუებზე.

აქ ვიდეო იმიტომ არ დავდე, რომ არ ვენდობი თქვენს დახუჭულ თვალებს. ჰოდა თუკი “ჯუჯა” ადამიანები ასეთი გამორჩეულები არიან “ჩვენგან”, მაშინ მიხვდით, ამ სიმღერას “ჯუჯა” მაღალი ასრულებს თუ “ჯუჯა” დაბალი.

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

პოსტის იდეისათვის მადლობა ბარსელონისიმოს, რომელსაც ამავე თემაზე ძალიან კარგად უწერია.

მომღერალს კი თომას ქუაშთჰოფი ჰქვია ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

20 thoughts on ““ჯუჯა” მაღალი და “ჯუჯა” დაბალი ადამიანები

  1. არ მახსოვს, რა ქვია იმ კინოს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდზეა, ჯუჯა ბავშვია, დოლზე უკრავს… :mo: და მერე შეუყვარდება მეორე ჯუჯა გოგო. კარგი კინოა, ცოტა გრუზიც.

  2. ჩემი აზრით ასეთი ადამიანების მთავარი პრობლემა ხალხის დამოკიდებულებაა მათ მიმართ და არა ზედმეტი სიმაღლე ან სიდაბლე. ალბათ საშინელებაა როცა ყველა შენ გიყურებს, თან რაღაცნაირად. ვერ ვიტან რომ მიაშტერდებიან ხოლმე, თითქოს რამე საოცრებას ხედავენ.

    • “ჯუჯა” მაღლები (და ალბათ “ჯუჯა” დაბლებიც) ყურადღებას არ აქცევენ ხალხის რეაქციას, მაგრამ ახალი მეგობრის გამოჩენისთანავე იწყება ასეთი ფრაზების კორიანტელი.
      –გაიგე შენზე რა თქვა?
      – შეხედე რამდენი გუყრებს.
      –ვერ ვიკავებ სიცილს, ეს ხალხი შენ დანახვაზე სასწაულ სახეს იღებენ.
      “ჯუჯა” მაღალი არ ვარ. ანუ 2 მეტრა და ზემოთ, მაგრამ საშუალო სიმაღლისაც არ მეთქმის და სიმართლე გითხრაათ იშვიათად რომ სხვის რეაქციას მივაქციო ყურადღება. ნუ ისეთი იდიოტური გამოთქმების გარდა “ვაიმე ამ სიმაღლემ კიდე ქუსლები ჩაიცვი” ამ დროს თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს, მე ხომ შენ გიფრთხილდები და არ გეკითხები იმას თუ რატომ ხარ ასეთი დაბალი, მაშინ რატომ სვამ ასეთ იდიოტურ კითხვას? მაგრამ ჯერ არავისთვის მითვამს ეს პირში. უპს.
      და კიდევ,– შენ კიდევ გაიზარდე? :O და მე რომ ვკითხო შენ უფრო დაპატარავდი? ნუ რავიცი, რა წესია. და ამ კითხვების დროს ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს, იმიტომ რომ ვთვლი რმ შეუგნებელ და საოცრად შტერ ადამიანთან მაქვს საქმე, მაგრამ არც ადამიანების მტკივნეულ ადგილებზე ფეხის დაჭერა მიყვარს და უბრალოდ არ ვიცი რა ვუპასუხო. მდაჰ.

      • არც “მაღალი” ვარ, არც “დაბალი”, მაგრამ თუ ყურადღების მიქცევა მინდა, ისე იოლად გამომდის, როგორც დაგიბარებია :დდდ
        ბარემ, რახან გიყურებენ, დატკბნენ მაინც: საკაიფოდ ჩაიცვი, ქუჩაში იმღერე და რამე ქენი… მოი რეცეპტ :დ

  3. ვინაიდან არასოდეს მქონია შემთხვევა, მათთან გასაუბრების, ვერ ვიტყვი რანაირად მოვიქცეოდი ან რას ვიზამდი, მაგრამ ვფიქრობ ამას მნიშვნელობა არაქვს. ზოგჯერ ქუჩაში ჩვეულებრივ ადამიანებს უყურებენ ისეთი სიფათებით…

    მღერის “ჯუჯა” დაბალი ;)

  4. ამ პოსტის დაწერის იდეა ბარსელონისიმოს ბლოგზე იმის გამო მომივიდა, რომ ძალიან დიდი პრობლემაა ეს საკითხი, მიუხედავად იმისა რომ პირადი შეხება არ მაქვს არაბუნევრივად მაღალ ან დაბალ ადამიანებთან ვიცი, რომ მათი დისკრიმინაცია საზოგადოებაში აშკარაა. სხვათაშორის თქვენი ბლოგი ძალიან კარგია.

  5. მდა
    ჯუჯებზე და გოლიათებზე კი ვიცოდი, მაგრამ თომას ქუასტჰოფზე (ქუათშოფი არა) არაფერი ვიცოდი. სიმღერიდან გამომდინარე გოლიათი მეგონა. თურმე…
    მეც დავწერ პოსტს ასეთ ადამიანებზე, ანუ ჯუჯებზე არა, განსხვავებულებზე :) )

  6. გაიხარე, მაგრამ პოსტი გარსელონას უწერია ჩემს ბლოგზე :) მომწონს შენი ბლოგი ;)

  7. თანაც “ჯუჯა” მაღლებს რაღაცნაირად მოწიწებით ეპყრობიან, რომელიც, პირადად მე, გაუცნობიერებელი შიში მგონია<<<

    ხალხს გონია, რადგან "დიდია", რაიმე ჟადოსნური ძალის პატრონიც იქნება და ალბათ იმიტომ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »