ვსაუბრობთ მუსიკაზე – მეც და თქვენც!

დაუგეგმავი პოსტია ეგეც.

ნუ ვერ მოვისვენებ, სანამ არ ამოვაფრქვევ და ბარემ აქ იყოს. დავხედავ ხოლმე :)

მოკლედ, რაზე ვაწუხებ მის უმაღლესობა ბლოგოსფეროს ღამის 3 საათზე. კლასიკური სპაზმი მჭირს და იმიტომ. ვისაც არ გინდათ, შეიგრძნოთ საუკუნეების განმავლობაში კომპოზიტორთა მიერ დაგროვილი ნეტარი მელოდიები, შემდეგ პოსტს დაელოდეთ (გირჩევთ, ამ რჩევას არ დაუჯეროთ, რადგან რა იცით, იქნებ შემდეგში უარესი გელით), ხოლო ვინც მზადა ხართ, მაშინ მომაპყარით საჩინონი და სასუმენელნი ეგე თქუენნი…

კლასიკა ჯერ კიდევ მაშინ მიყვარდა, როცა ოპერას ორ ჟანრად – ჩხავილად და ყროყინად ვყოფდი. ხოლო თუ საიდან მიყვარდა კლასიკა, უცნობია. გასაგებია, რომ მამიდაჩემს შვიდწლედი ჰქონდა დამთავრებული და ჩვენს სახლში მდგარ პიანინოზე მხოლოდ მან იცის დაკვრა (წელიწადში ორჯერ მაინც), მაგრამ მუსიკის ამ ჟანრთან მეტი შეხება არ მქონია.

ისმის კითხვა:

მაშ საიდან ეგზომ განუზომელი და ოჰოოოი, ზეცითმოსილი სიყვარული კლასიჩესკი მუსიკისა?

პასუხი:

Who the fuck knows… :)

მიყვარს მოცარტი, ვოლფგანგ თეოფილე ამადეუსი. მიყვარს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს დასასრული დაუდო ბაროკოს ზეგადამწიფებულ მუსიკას, არამედ იმიტომაც, რომ გულუბრყვილოდ უწმაწური იყო. კონსტანციასადმი გაგაზავნილ წერილებში ვკითხულობთ, რომ ვოლფგანგი მზადაა, საკუთარი განავალი ალოკოს, ოღონდ კი კონსტანცია იყოს ბედნიერი. იტყვით, დარტყმულიაო. აბა რა!… როცა ადამიანს მთელი მელოდია სრულყოფილად გესმის თავში და სანოტო ფურცელზე მხოლოდ მისი “გადმოწერაღა” დაგრჩენია, დარტყმული ხარ, აბა რა ხარ!

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/04/01-el-rapto-del-serallo-obertura.mp3|titles=01 – el rapto del serallo-obertura]

მიყვარს ბეთჰოვენი. ჰო, ქერო ყრუ იყო! ჰო, “ლუნნაია სონატა”, მეცხრე სიმფონია, “ელაიზასათვის”… იმიტომ მიყვარს, რომ პირველი იყო, ვინც სიმფონია აქცია მუსიკის ზეიმად. ვინც ბგერას ძალა მისცა და ორკესტრს – დიდება. ვინც დაამტკიცა, რომ მუსიკა არა მხოლოდ თვალების ნაბვა, არამედ ხმლის ძლიერი მოქნევაცაა. ამის ვიდეოს დავდებ, რადგან თვით კარაიანი დირიჟორობს და არ სხვა ვიცი, ვინ გააკეთებს ამ საქმეს მასზე უკეთ.

http://www.youtube.com/watch?v=8Ds-qTjexGg

ბახი მიყვარს. ორღანისა და 18 შვილის მამა. მიუხედავად იმისა, რომ მათგან რამდენიმე კომპოზიტორი გახდა, მამის გენია მაინც განუსაზღვრელად დიდი იყო, რომ პატარა ბახუნიებში ჩატეულიყო. მის მუსიკას აქვს ე.წ. “დურანდე”, რომელიც ესპანურ მუსიკაში შეინიშნება. “დურანდე” არის სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის მყოფობის წერტილი, ეს არ არის “ცოცხალმკვდარი”, არამედ აგონიის მუსიკალური სახეა, როდესაც ვნება და ემოცია ადამიანს ამ ზღურბლამდე მიიყვანს.

მიყვარს მალერი. ერთ–ერთი დიდი ავსტრიელი, სიმფონიის ერთ–ერთი დიდი მესაიდუმლე. დირიჟორი, ტენორი და, რა თქმა უნდა, გენიალური კომპოზიტორი. ჩემთვის მალერი ჯერ კიდევ უამრავჯერ შეუცნობია, რადგან მისი არც ისე დიდი ხნის მსმენელი ვარ, მაგრამ ერთი დანამდვლებით ცხადია: უსმინო მალერს ეს ოკეანის ზედაპირზე მხარულით ცურვაა, როდესაც შენ ქვეშ უცნობი და უამრავი სიურპრიზით სავსე უკუნეთია.

შოპენი. რა უნდა ვთქვა ამაზე. არა, იმიტომ არ ვამბობ, რომ შესაქებარი სიტყვები დამელია. უბრალოდ, მინდა, სწორად გამოვხატო ჩემი მისდამი დამოკიდებულება. ჩემთვის ფრედერიკ შოპენი ერთდროულად არის ყველაზე ლამაზი, ზომიერი, გემოვნებიანი და სიღრმისეული პიანისტი. ვერ გადავწყვიტე, მისი ვალსები უფრო მიყვარს თუ ნოკტიურნები.

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/04/Chopin_Frederick_-_Etude_In_C_Minor_Op_10_12_Revolution.mp3|titles=Chopin_Frederick_-_Etude_In_C_Minor_Op_10_12_Revolution]

კიდევ რამდენია? უჰ, ბევრი… ასე რომ, დღეს აქ გავჩერდები. მეორე ნაწილში საოპერო კომპოზიტორებს ჩამოგითვლით, მანამდე კი, თქვენი საყვარელი კომპოზიტორების ლინკები დამიდეთ. მაინტერესებს, ვის და რას ანიჭებთ უპირატესობას.

არ მინდა, მხოლოდ ჩემ მიერ თავსმოხვეული მუსიკა ჟღერდეს ამ პოსტში. ასე რომ, ვისაუბროთ კლასიკაზე.

რომ არ მოგერიდოთ, გაგიმხლთ, რომ ნოტები არ ვიცი, ვოტ :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

8 thoughts on “ვსაუბრობთ მუსიკაზე – მეც და თქვენც!

  1. kevana

    გენაცვალე, კარგი პოსტია, როგორც ყოველთვის : )

    ლინკის დადება ძნელია, ბევრია: შოპენი, მოცარტი, ბეთხოვენი, ბახი, ვივალდი, შტრაუსი, ჩაიკოვსკი, შუბერტი,შუმანი, რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტები … ამ ბოლო დროს ანტონიო დვორაკი ავიკვიატე

    ცხადია გენიოსები კიდევ დარჩა, რომელთა მუსიკაც ატკბობს გონებას, მაგრამ ის ჩამოვთვალე რაც ხშირად მომისმენია და ვუსმენ…

    არ დავწერე ბიზე, რადგან მარტო “კარმენი”–თ ვიცნობ და თანაც ნაწყვეტები…
    არ მახსენდება ავტორი მუსიკისა “ჯამბაზები”, არადა ძალიან მომწონს, ვერაფრით ვერ დავიმახსოვრე, ლოლ…

    ოპერა მოგვიანებით შემიყვარდა, თავიდან მეც დაახლოებით ეგრე, კივილად მივიჩნევდი, სამაგიეროდ მომწონდა ბალეტი.

    ასეა, რაც უფრო იზრდები ასაკობრივად,მით უფრო იზრდება გემოვნება, იცვლება შეხედულებები, დამოკიდებულებები…

  2. zurriuss Post author

    დიდი მადლობა ამ ბევრისმომცველი კომენტარისთვის. ამით შევამოწმე, რომ კლასიკა ცოტას აინტერესებს :)
    ჰოდა “ჯამბაზები” რუჯერო ლეონკავალოს ოპერაა. როცა გინდა, რა ოპერაც გინდა, ყველაფერს მოგაწვდი შეძლებისდაგვარად :)

  3. mecmikvarkhar

    მიყვარს მოცარტი, ბეთხოვენი, ბახი, შოპენი,შტრაუსი, ჩაიკოვსკი… ბავშვს მუცელში სულ კლასიკას ვასმენინებდი, განსაკუთრებით ვივალდის, ხშირად მე თვითონ ფილმს ვუყურებდი, მუცელზე ნაუშნიკებს ვიკეთებდი :) და ბავშვს კლასიკას ვასმენინებდი :d

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »