Tag Archives: zurriuss

Zurriuss 3 წლისაა!

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უფრო მეტი გავიდა, მაგრამ არც 3 წელია ცოტა. დღეს Zurriuss სამი წლის გახდა და ყველაზე უფერული დაბ. დღე ექნება, როგორც მის ავტორს აქვს ხოლმე.

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2011/01/AllMovies.GE-One-Flew-Over-The-Cuckoos-Nest7.mp3|titles=AllMovies.GE One Flew Over The Cuckoo`s Nest7]

განვლილ 1 წელზე ძალიან მოკლედ ვიტყვი:

  • საკმაოდ აქტიურ ბლოგინგს ვეწეოდი, სანამ ჯარში აღმოვჩნდებოდი. მქონდა მაღალი აქტიურობა, ბევრი გამოხმაურება და, რაც მთავარია, ბევრი პოსტის იდეა.
  • დღესდღეობით აქტიურ ბლოგერად ვითვლები, მაგრამ, ზემოხსენებული მიზეზის გამო, ხშირად ვერ ვახერხებ ვერც წერას და ვერც სხვადასხვა ბლოგერული ღონისძიებების დასწრებას. ხან დრო არ მაქვს, ხან ძალა.
  • დასასრულისკენ მივექანები? არა, 8 თვეზე ნაკლები დამრჩა და სამხედრო სამსახურსაც მოვრჩები. მანამდე კი ვეცდები, ჩემს ბლოგს სიცოცხლე შევუნარჩუნო.

მენატრება:

  • საინტერესო თემების დაჭერა-გაანალიზება დაპოსტვა
  • დისკუსიები ჩემს პოსტებზე
  • ბლოგების კითხვა და მათთან დისკუსიებში ჩართვა
  • ბლოგ სხოდკები :)
  • სხვადასხვა აქციები ბლოგერებისთვის, რომლებშიც აქტიურად ვმონაწილეობდი
  • ბლოგერული ცხოვრება, რომელსაც მალე დავიბრუნებ

ესეც ჩემი სულ სულ პირველი პოსტი, რომელიც 2009 წლის ამ დღეს გამოვაქვეყნე. ბლოგები ჯერ კიდევ 2008-ში მქონდა, მაგრამ ჩემი ბლოგერობის დასაწყისად სწორედ ამას მივიჩნევ. ამიტომ დღეს Zurriuss 3 წლის გახდა :)

პ.ს. როცა აქტიურ ბლოგერულ ცხოვრებას დავუბრუნდები, საკმაოდ ბევრი ნახატი მექნება დაგროვილი, რაც გამოტოვებული ივენთების კომპენსაციად გამომადგება :)

როცა 2-ის გავხდი

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2011/01/AllMovies.GE-One-Flew-Over-The-Cuckoos-Nest7.mp3|titles=AllMovies.GE One Flew Over The Cuckoo`s Nest7]
  • როცა 2-ის გავხდი, სულაც არ მიფიქრია ამაზე
  • როცა 2-ის გავხდი, ქაქი ზუსტად ისე ყარდა, როგორც მანამდე
  • როცა 2-ის გავხდი, გაუცნობიერებლად ვიფიქრე, რისი გაუმჯობესება შეიძლება
  • როცა 2-ის გავხდი, რას უნდა მოელოდეთ, დაბადების დღეები ორიგინალურობას ჭამს
  • როცა 2-ის გავხდი, წავედი ჯეპრაში, მერე ჯიპაში, მერე ლანდიშა ვნახე, მერე შალვა, მერე სახლი, მერე სტატია, მერე “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”, მერე ძილი
  • ….და ერთი დღის დაგვიანებით გამახსენდა საკუთარი ბლოგის დაბადების დღე Continue reading

ვხარობთ ბუნების წიაღში ანუ მანგლისი 2010

ოდეს უგუნურთ წამოსვლაი არარა უნდოდეთ, ანუ ეზარებოდეთ, ანუ ეჭირვებოდეთ, გინა ემაზინტალებოდეთ და არრა რა ეიმედებოდეთ, აჩუენენით მათ საგმირონი სლვანი და თავგარდასავალნი თქუენნი, რათა გულნი მათნი აღივსონ ნდომად წამოსლვისა და სინანულად წინარე ექსკურსიის გამაზვისა — ძველი შუმერული ანდაზა

ყაყაჩოსთან მოსაუბრეო :)

ფოტოსთვის დიიიდი მადლობა ლეონსიოს

Continue reading

რეალობა, რომელიც გვაკლია

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/02/relaxing-instrumental-music-relaxing-instrumental-music-sounds-of-nature-forest-piano-rain-on-the-pond.mp3|titles=relaxing instrumental music – relaxing instrumental music – – sounds of nature – forest piano – rain on the pond]

მიმავიწყდით?… არა :)

უბრალოდ, რაღაც რაღაცებს ვხარშავ(დი) ტვინში. დღეს დილით ბოროტი ვიყავი, ახლა მინდა, კეთილი გავხდე, როგორც დიდი ხნით დიდი ხნის წინ. ჯერ ვერ გადამიწყვეტია და რაიმე სახის რჩევა ახლა ნამდვილად არ არის საჭირო. ორივეს მხარეს ვყოფილვარ და ამ საკითხში აქეთ დავაკვალიანებ სხვას. ვყოფილვარ მსუქანიც და გამხდარიც, აქაც საკუთარი გამოცდილებები მაქვს და ორივეს ბენეფიტებს მოგახსენებთ, თუკი რამეში გამოგადგებათ…

Continue reading

Zurriuss 1წლისაა!

Ave Zurriuss!

ასე და ამგვარად, დღეს ჩემს ბლოგს დაბადების დღე აქვს. ყოველთვის მინდოდა, ისეთ დროს მქონოდა დაბადების დღე, როცა არავინ დასასვენებლად არ იქნებოდა და ყველას ეცლებოდა ჩემთან მოსასვლელად. რეალურ ცხოვრებაში თუ არა (20 ივლისს ვარ დაბადებული), ბლოგოსფეროში მაინც ამიხდა.

ძალიან ბევრია სათქმელი, ძალიან ბევრია დასაწერი… და ძალიან ცოტა დროა. როგორ მინდა, მალე მოვილიო რამდენიმე სტატია და საქმე და ვპოსტო და ვპოსტო!… თვითკრიტიკა მკარნახობს, რომ ბოლო დროს ჩემი პოსტების ხარისხი დადაბლდა – ესეც გამოსასწორებელი მაქვს.

სკანდალური პოსტების წერა ჩემი საქმე არ არის. პრინციპში, არც დამიწერია. უბრალოდ, როცა რაღაცას აკრიტკებ, სკანდალურად აღიქვამენ :)

როგორც ვფიქრობ, ბლოგის შინაარსი არანაირად არ შეიცვლება: იქნება ბევრი ფოტო, პატარა და მოზრდილი პოსტები. აუდიო და ვიზუალური ეფექტებიც ასევე ხშირად გამოჩნდება. ვეცდები, თემატიკაც არ შევიცვალო.

ერთი შეხედვით, ჩემი ბლოგი არათემატურია. მაგრამ მგონი, ჩემი ხშირი პოსტვით ბუნებაზე, ოპერაზე და უცნობ ადგილებზე, რაღაც გარკვეულ თემატიკას ქმნის ;)

მეტს აღარ გავაგრძელებ (ჯიპა–ში მაგვიანდება) და წარმოგიდგენთ ჩემს პირველ პოსტს, რომელიც შარშან, ზუსტად ამ დღეს – 4 თებერვალს დავწერე და თურმე 26 აპრილს ჩამისწორებია :) გადაავლეთ თვალი და შთაბეჭდილებები მითხარით. მითხარით ყველაფერი, რისი თქმაც აქამდე გეზარებოდათ. თუ უკვე ნათქვამი გაქვთ, გამიმეორეთ, რომ დავიმახსოვრო!

მოკლედ, დაბადების დღე ჩემთვის ჩვეულებრივი დღეა და ძალიან ლოიალური იუბილარი ვარ :) :) :)

აუცილებელია სათაური?

სიზარმაცეს რა ვუთხარი, თორემ ამდენ ფოტოკოლაჟს რომ ვაკეთებ, ასე მგონია, უინტერესო ხდება ჩემი ბლოგი. ერთ რამეს გკითხავთ: საინტერესო არის თუ არა Zurriuss–ზე შემოსვლა? ბოლო დროს მეჩვენება, რომ საინტერესო თემები გამომელია. გამომელია?

უბრალოდ, გადაფასებების დრო მოვიდა. თოვლი კი არა და არ მოვიდა.

სხვათა შორის, თოვლი ერთ–ერთი ყველაზე სამართლიანი ხილული ქმნილებაა. იგი, ისევე, როგორც მზის სხივები, “ვარდთა და ნეხვთა… სწორად მოეფინების”.

რამდენიმე დღეა, ვფიქრობ იმაზე, თუ რაოდენ გულუბრყვილო ვიყავი თუნდაც 1–2 კლასში. პრინციპში, ერთი 3 წელი კიდევ არაფერი შეცვლილა. თუ გახსოვთ ფილმი “იესო ქრისტე” ადრე, შევარდნაძის დროს, აღდგომა დღეს რომ გადიოდა ტელევიზორში, ქართულად გახმოვანებული… ბავშვობაში მეგონა, რომ იმ ფილმში ნამდვილი იესო ქრისტე იყო გადაღებული ;) Continue reading